GOGA.TV
დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი მორიელებისთვის
  • დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი მორიელებისთვის

    წლის ბოლო თვეს ფი­ნან­სუ­რი სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბით იქ­ნე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი. გა­და­ხე­დეთ გან­ვლილ თვე­ებს, შე­ა­ჯა­მეთ მო­გე­ბა და წა­გე­ბა. გა­მო­ი­ტა­ნეთ ობი­ექ­ტუ­რი დას­კვნე­ბი. მო­ი­მა­რა­გეთ პრო­დუქ­ტე­ბი, იზ­რუ­ნეთ, რომ ოჯახ­ში საკ­მა­რი­სად გქონ­დეთ პირ­ვე­ლა­დი მოხ­მა­რე­ბის ნივ­თე­ბი. წლის ბო­ლოს ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ყიდ­ვა გა­და­წყვი­ტოთ ან - ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ნივ­თე­ბის.

    სწავ­ლა, ბიზ­ნე­სი, კონ­ტაქ­ტე­ბი
    14 დე­კემ­ბრი­დან მეტი დრო და­უთ­მეთ საქ­მე­ე­ბის დას­რუ­ლე­ბას. სახ­ლში ნივ­თე­ბის გა­და­ხა­რის­ხე­ბას. მო­ი­ცი­ლეთ ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­უ­სა­დე­გა­რი, რათა სა­ა­ხალ­წლოდ ახ­ლე­ბი შე­ი­ძი­ნოთ. კარ­გად შეს­რუ­ლე­ბუ­ლი საქ­მის­თვის მი­ი­ღებთ მა­ტე­რი­ა­ლურ ჯილ­დოს; ზოგი კი გა­ა­ფორ­მებთ ფი­ნან­სურ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას. მე­ტად და­ა­ფა­სეთ თქვე­ნი თავი, ცოდ­ნა და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი.

    ფული და სიყ­ვა­რუ­ლი
    მთე­ლი თვე გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბით რო­მან­ტი­კუ­ლი მი­მო­წე­რე­ბით, პა­ემ­ნე­ბით, სა­სიყ­ვა­რუ­ლო სი­ურპრი­ზე­ბით. საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი ლა­მა­ზი, ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი სა­ჩუქ­რე­ბით გა­ა­ნე­ბივ­რეთ. უქ­მე­ებ­ზე მო­გინ­დე­ბათ საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან ერ­თად გან­მარ­ტო­ე­ბა. გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დე­ბათ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და-ძმებ­თან, ნა­თე­სა­ვებ­თან. გახ­შირ­დე­ბა მათ­თან მი­მოს­ვლა, ზა­რე­ბი. ყუ­რა­დღე­ბა გმარ­თებთ დო­კუ­მენ­ტებ­ზე მუ­შა­ო­ბი­სას.

    ჯან­მრთე­ლო­ბა
    ენერ­გი­უ­ლი და აქ­ტი­უ­რი ხართ, არ გა­გი­ჭირ­დე­ბათ და­სა­ხუ­ლი მიზ­ნე­ბის­თვის ბრძო­ლა. მთა­ვა­რია, არ და­ი­ზა­რა­ლოთ სა­კუ­თა­რი თავი ზედ­მე­ტი ფი­ზი­კუ­რი გა­დაღ­ლით, ცე­ცხლით ან მჭრე­ლი საგ­ნით. ეცა­დეთ, არ გა­დად­გათ და­უ­ფიქ­რე­ბე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი. დე­კემ­ბერ­ში გა­მო­ნა­ხეთ დრო დას­ვე­ნე­ბის­თვის და ნაკ­ლე­ბი ინერ­ვი­უ­ლეთ.

    4 დე­კემ­ბრის შემ­დეგ მო­ი­მა­ტებს მე­ტის გა­მო­მუ­შა­ვე­ბის, ფუ­ლის დაგ­რო­ვე­ბის, და­ბან­დე­ბის სურ­ვი­ლი. ამას­თან, მო­ი­მა­ტებს სა­ყიდ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბაც. იმუ­შა­ვეთ სა­კუ­თარ თავ­ზე, რომ მე­ტად და­ფა­სე­ბუ­ლი გახ­დეთ.

    19 დე­კემ­ბრის შემ­დეგ შე­იძ­ლე­ბა გა­ი­გოთ სა­ი­დუმ­ლო, რა­საც გი­მა­ლავ­დნენ. შე­იძ­ლე­ბა თა­ვად მო­გინ­დეთ ჩახ­ლარ­თუ­ლი თე­მე­ბის ამოხ­სნა. მაქ­სი­მა­ლუ­რად ეცა­დეთ, ახალ 2022 წელ­ში ვა­ლე­ბი არ გა­და­ი­ყო­ლოთ.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    85 ნახვა
    27-11-2021, 15:28