GOGA.TV
29 ნოემბერი - 5 დეკემბრის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
  • 29 ნოემბერი - 5 დეკემბრის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

    ვერძი
    საქმეებით იქნებით დატვირთული, ყველაფერი უნდა მოასწროთ, გამოასწოროთ, დაასრულოთ. გამოყავით დრო დასვენების, სუფთა ჰაერზე სეირნობისა და ძილისთვის. გათავისუფლდით მავნე ჩვევებისგან. კარგ შედეგს მოგიტანთ ინტელექტუალური საქმიანობა. კვირას დაგეგმეთ მომავალი.

    კურო
    პირადი ურთიერთობების გაუმჯობესებაზე უნდა იყოთ ორიენტირებული. არაფერი მნიშვნელოვანი და რთული ამ კვირაში არ დაგეგმოთ. ფრთხილად საყოფაცხოვრებო ქიმიასთან. განსაკუთრებით შაბათს. კვირას წვეულებაზე საყვარელ ადამიანთან ერთად წადით.

    ტყუპი
    საოჯახო პირობების გაუმჯობესებაზე იყავით ორიენტირებული. დაალაგეთ პირადი ნივთები და გათავისუფლდით უსარგებლოებისგან. არ გაართულოთ დამოკიდებულება სასიყვარულო და ბიზნეს პარტნიორებთან. მშვიდად გაარკვიეთ
    ერთმანეთის ნათქვამი სწორად გაიგეთ თუ არა.

    კირჩხიბი
    საინტერესო შეხვედრების, მგზავრობის კვირაა. საქმიან პარტნიორებთან მეგობრულ გარემოში განიხილეთ მიმდინარე საკითხები. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა გელით. კვირას მთელი ოჯახი შეკრიბეთ.

    ლომი
    ფინანსური საკითხების მოგვარებით იქნებით დაკავებული. შეიძლება გაგიუმჯობესდეთ შემოსავალი ან მიიღოთ მატერიალური მხარდაჭერა. ნათესავებთან ერთად დაალაგეთ სახლი, მოიცილეთ უსარგებლო ნივთები. დაატკბეთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან.

    ქალწული
    გააუმჯობესებთ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან, საყვარელ ადამიანთან. მოაგვარეთ საორგანიზაციო საკითხები. კარგ შედეგს მოგიტანთ ინტელექტუალური საქმიანობა, სწრაფად აითვისებთ ახალ მასალას.

    სასწორი
    დაასრულეთ დაწყებული საქმეები, სხვა არაფერზე არ მოცდეთ. უმჯობესია, დამოუკიდებლად, სხვების დაუხმარებლად იმუშაოთ. ამასთან, არ დაივიწყოთ სუფთა ჰაერზე გასეირნება და ჯანსაღად ჭამა. შეაგროვეთ ფაქტები და ისე იმოქმედეთ. მოერიდეთ ჭორებს, გაუგებრობებს.

    მორიელი
    მეგობრულ გარემოში უფრო მეტს გააკეთებთ და მიაღწევთ, თავსაც უფრო მშვიდად იგრძნობთ. გაუზიარეთ მათ თქვენი დარდი, სურვილები. მოაწყვეთ მეგობრული შეხვედრები. ფინანსური საკითხები დიდი დაკვირვებით მოაგვარეთ.

    მშვილდოსანი
    გავლენიანი ახლობლების მხარდაჭერით მოაგვარებთ მნიშვნელოვან საკითხებს. საღამოები მხიარულად, ახლობლების გარემოცვაში გაატარეთ ხოლმე. უქმეებზე საყვარელ ადამიანთან ერთად რომანტიკულ გარემოში გაემგზავრეთ.

    თხის რქა
    სამსახურში მეტად გამოავლინეთ ინიციატივა. აიყოლიეთ თანამშრომელები, რომ საუკეთესოდ შეასრულოთ საქმეები. თუ სწავლობთ, მოინდომეთ, რომ საუკეთესოდ ჩააბაროთ გამოცდა. არავის გაუმხილოთ თქვენი ახალი სიყვარულის ამბავი.

    მერწყული
    ნუ შეუშინდებით ცვლილებებს, იყავით მიზანმიმართული და ცვლილებებზეც სწრაფად უნდა მოახდინოთ რეაგირება. მოერიდეთ ფინანსური საქმეების წარმოებას მეგობრებთან. უქმეებზე დაისვენეთ და გამოიძინეთ.

    თევზები
    ფრთხილად და აკურატულად უნდა იმუშაოთ დეტალებზე, წვრილმანებზე. პარტნიორებთან შეთანხმებულად უნდა იმოქმედოთ. კარგი პერიოდია მათთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად. სამომავლო გეგმის შესადგენად. მოერიდეთ დაძაბულობას მშობლებთან.

    წყარო: marao.ge
    127 ნახვა
    29-11-2021, 00:19