GOGA.TV
29 ნოემბერი - 5 დეკემბრის სილამაზის კალენდარი - ეწვიეთ კოსმეტოლოგს, გაიკეთეთ სახის მკვებავი ნიღბები და მანიკიური
  • 29 ნოემბერი - 5 დეკემბრის სილამაზის კალენდარი - ეწვიეთ კოსმეტოლოგს, გაიკეთეთ სახის მკვებავი ნიღბები და მანიკიური

    4 დეკემბრამდე მთვარე კლებადია, მოიცილეთ ყველა უსარგებლო ნივთი. დაასრულეთ დაწყებული საქმეები, გათავისუფლდით არაფრისმომცემი ურთიერთობებისგან. 4 დეკემბერი მშვიდ გარემოში გაატარეთ, ჩამოწერეთ სამომავლო გეგმა. იყავით ორიენტირებული გამარჯვებაზე, უმაღლესი განათლების, ცოდნის მიღებაზე, კარგი პერიოდია პროფესიული ზრდისთვის. უცხო ენების შესასწავლად, უცხოელ პარტნიორებთნ ურთიერთობის გასაუმჯობესებლად და, თუ ხელს არაფერი გიშლით, საზღვარგარეთ გამგზავრებისთვისაც.

    29 ნოემბერი, მთვარე სასწორშია. ესთეტიკური მთვარე. ქალს სილამაზისა და ჰარმონიისკენ სწრაფვის სურვილი უჩნდება. ჩაიტარეთ კოსმეტიკური პროცედურები. მოუფრთხილდით თირკმლებს. შეამცირეთ ხორცეული და მარილიანი საკვები. მიიღეთ ხილი,
    დალიეთ მინერალური წყალი და მწვანე ჩაი.
    პლუსი - ესტუმრეთ კოსმეტოლოგს. გაიკეთეთ მანიკიური და სახის მკვებავი ნიღბები.
    მინუსი - მოერიდეთ გარეგნობის შეცვლის რადიკალურ მეთოდებს.
    პირველი დეკემბერი, მთვარე 15:50-დან მორიელშია გამძაფრებულია ემოციები და გრძნობები. მოერიდეთ რისხვის, ეჭვიანობის გამოვლენას. კარგია მედიტაცია, ლოცვა, ენერგეტიკული პრაქტიკები.
    პლუსი - კონტრასტული შხაპი, სულიერი პრაქტიკები, კანის გაახალგაზრდავება, მეზოთერაპიის სეანსი.
    მინუსი - არ ჩაერიოთ ენდოკრინული სისტემის მუშაობაში. აგრეთვე, საშარდე ბუშტის სისტემაში. არ ესტუმროთ გინეკოლოგს.

    3 დეკემბერი, მთვარე 16:11-ზე მშვილდოსანში გადავა. კანისთვის გამოიყენეთ ცხიმიანი კრემები. მოსაფრთხილებელია ღვიძლი, უარი თქვით ალკოჰოლზე. ჩაცმულობაში მეტად გამოიყენეთ ლურჯი, ძოწისფერი.

    კარგია - ესტუმრეთ სპა-სალონს, კარგია პილინგი, კანზე წარმონაქმნების მოშორება აგრეთვე, ჩაზრდილი ფრჩხილის მკურნალობა.
    ცუდია - მოერიდეთ თეძოებთან დაკავშირებულ ნებისმიერ პროცედურას. განსაკუთრებით - ლიპოსაქციას.

    5 დეკემბერი, მთვარე 15:32-ზე მთვარე თხის რქას ესტუმრება. მოიმატებს მკაცრი და კონსერვატიული დამოკიდებულება ყველაფრისადმი. ყველაფერი გეგმის მიხედვით უნდა გაკეთდეს. გაუფრთხილდით კბილებს, ძველებს.
    კარგია - პედიკიური, პილინგი
    ცუდია - კბილების მკურნალობა, ნებისმიერი ჩარევა ძვლოვან სისტემაში.

    წყარო: marao.ge
    65 ნახვა
    29-11-2021, 00:21