GOGA.TV
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ერთად მომავალი არ აქვთ
  • ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ერთად მომავალი არ აქვთ

    არ აქვს მნიშვნელობა რამდენად ლამაზები ან ჭკვიანები არიან ამ ზოდიაქოს წარმომადგენლები, რადგან მათი ურთიერთობა იშვიათად არის ბედნიერი...

    ვერძი: მოერიდეთ კირჩხიბს
    თქვენ ზედმეტად პირდაპირი ხართ, კირჩხიბს კი ეს სძულს. ეს ემოციური ნიშანია ხშორად სჭირდება მხარდაჭერა, მისი გააჭარბებული კომუნიკაციის მოთხოვნილება კი თქვენ უბრალოდ გაგაღიზიანებთ.

    კურო: მოერიდეთ მშვილდოსანს
    ამ ორი პერსონაჟის კომბინაციამ შეიძლება ნამდვილი სერიალი შექმნას. კურო ჯიუტია, მშვილდოსანი კი სპონტანური და მათი თანაცხოვრება თითქმის შეუძლებელია.

    ტყუპები: მოერიდეთ ქალწულს
    ქალწულებს არ აკლიათ ინტელექტი და სულიერება თქვენთან კარგად კომუნიკაციისთვის,
    უბრალოდ პრობლემა ის არის, რომ მათი ემოციები და აზრები ძალიან დახურულია, მაშინ როცა თქვენ ყოველთვის ამბობთ იმას, რასაც ფიქრობთ. ტყუპები ბედნიერია ხალხის გარემოცვაშ, ქალწული კი სიმშვიდის მოყვარულია და მათი ერთად ყოფნა დიდი გაურკვევლობაა.

    კირჩხიბი: მოერიდეთ მერწყულს
    თქვენ არ იცით, როგორ დამალოთ თქვენი გრძნობები. კირჩხიბი თანამგრძნობი პარტნიორია, რომელსაც სჯერა, რომ ყველა ადამიანი ასეთი უნდა იყოს. მერწყულს კი, პირიქით, არ უყვარს ემოციური გამოხტომები. ეს არ ნიშნავს, რომ ის გულგრილია თქვენი ემოციების მიმართ. მან უბრალოდ არ იცის, რა გააკეთოს, როცა გულახდილად ესაუბრებიან.

    ლომი: მოერიდეთ ვერძს
    თქვენ ცხოვრობთ იმისთვის, რომ იყოთ ყურადღების ცენტრში. ვერძს ძალიან უყვარს კონკურენცია და ეცდება, თქვენდამი მომართული ყურადღება თვისკენ მიიზიდოს. ის ყველაფერში შეგეჯიბრებათ და თქვენზე გამარჯვება არანაირ დისკომფორტს არ შუქმნის. თქვენ გჭირდებათ ადამიანი, ვინც მხარ დაგიჭერთ და არ ის, ვინც შეგეჯიბრებათ.

    ქალწული: მოერიდეთ კირჩხიბს
    თქვენ ხართ ძალიან კრიტიკული და არამხოლოდ საკუთარი თავის მიმართ, არამედ სხვა ადამიანების მიმართაც. ამან შეიძლება გამოიწვიოს კირჩხიბთან დიდი პრობლემები, როცა მას რჩევას მისცემთ ან კონსტრუქციულად გააკრიტიკებთ.

    სასწორი: მოერიდეთ მორიელს
    მოგწონთ, როცა ურთიერთობა ჰარმონიაშია და ყველაფერი მშვიდობიანად მიდის. თქვენი მიზანია ნებისმიერ ფასად აიცილოთ კონფლიქტური სიტუაცია, მორიელს კი უყვარს დრამა, ძლიერი ემოციები და უსაზღვრო ვნება. მაგრამ თქვენ უბრალოდ ვერ გაუმკლავდებით ამ ემოციების დამანგრეველ ძალას და ყველაფერი თავისთავად დასრულდება.

    მორიელი: მოერიდეთ ლომს
    ამ ნიშნებს ძალიან ბევრი საერთო აქვთ. მაგრამ იმის ნაცვლად, რომ ყველაფერზე შეთანხმდეთ, ყოველთვის საპირისპირო მხარეებს იკავებენ. მორიელი და ლომი ქარიზმატულები და მგზნებარეები არიან, მაგრამ ეს ხელს არ უშლის მათ კონკურენცია გაუწიონ ერთმანეთს, სანამ რომელიმე მათგანი პატიებას არ ითხოვს.

    მშვილდოსანი: მოერიდეთ თხის რქას
    ჩიტივით თავისუფლად გრძნობთ თავს და ეს არ არის შესაფერისი თხის რქისთვის, რომელსაც უყვარს კონტროლი. ამ ნიშანს არ ესმის თქვენი მომთაბარე ცხოვრების წესი, ის თქვენ სულელად მიგიჩნევთ. ამგვარი დამოკიდებულება კი მუდმივ კონფლიქტს იწვევს.

    თხის რქა: მოერიდეთ ვერძს
    მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ორი ძალიან შრომისმოყვარე ხართ, ვერძს თქვენი პედანტურობა აღიზიანებს, რადგან ამისთვის დრო არ აქვს. მიუხედავად თქვენი მოთმინებისა, ვერძს სრულიად განსხვავებული შეხედულება აქვს ცხოვრებაზე. ის ცხოვრობს აწმყოში და, თქვენგან განსხვავებით, ყოველთვის მზადაა თავგადასავლებისთვის.

    მერწყული: მოერიდეთ კუროს
    ძალიან მოუსვენარი ბუნება გაქვთ, ამიტომ ცხოვრებაშ დრამა არ გაკლიათ. კუროს კი სტაბილურობა მოსწონს. მას არ სურს რაღაცის შეცვლა, თუ ყველაფერი კარგად მიდის. ეს ზოდიაქოს ნიშანი არ არის საკმარისად მოქნილი და ღია თქვენი იდეებისთვის, ამიტომ ჯობს, მშვიობიანად დაიშალოთ.

    თევზები: მოერიდეთ მერწყულს
    მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით გეჩვენებათ, რომ ერთმანეთისთვის ხართ შექმნილი, მერწყულს უჭირს ემოციებთან გამკლავება. თქვენ გჭირდებათ ადამიანი, რომელიც ყოველთვის მზად იქნება, მოგისმინოთ და დაინტერესებული იყოს ყველაფრით, რაც ხდება თქვენს ცხოვრებაში. და მერწყული ზედმეტად მერყევია, რომ ეს ყველაფერი შეძლოს.

    წყარო: marao.ge
    102 ნახვა
    7-12-2021, 00:00