GOGA.TV
ვეფხვს ხორცი უყვარს - აი, რა უნდა დაახვედროთ ახალ, 2022 წელს საახალწლო სუფრაზე
  • ვეფხვს ხორცი უყვარს - აი, რა უნდა დაახვედროთ ახალ, 2022 წელს საახალწლო სუფრაზე

    ახალი წელი ის დღესასწაულია, რომელიც თითქმის ყველას უყვარს. როგორ შეხვდე მას, როგორ გააფორმო სახლი, რა ჩაიცვა და რა მოამზადო? - ეს კითხვები დეკემბრის თვიდან ჩნდება.

    ჩინური კალენდრის მიხედვით, ახალი 2022 წელი ვეფხვის წელია. იმისათვის, რომ მას ასიამოვნოთ და მომდევნო წელი თქვენთვის იღბლიანი აღმოჩნდეს, უნდა გაითვალისწინოთ ასტროლოგების რჩევები და არ დაივიწყოთ ვეფხვის კულინარიული უპირატესობები.

    2022 წელი ცისფერი წყლის ვეფხვის წელიწადი იქნება. ის მიზანსწრაფულ და აქტიურ ცხოველად ითვლება. ამიტომ ცვლილებების პერიოდი იწყება, რაც ბევრისთვის წარმატებული აღმოჩნდება. 2022
    წლის სტიქია წყალი და ხეა. წლის ფერები - თეთრი, ლურჯი, ოქროსფერი და ვერცხლისფერი. ცხოველთა მეფე დააფასებს ელეგანტურ გაფორმებას საახალწლო მაგიდაზე. მაგიდის მოსართავად გამოიყენეთ ნაძვის ხის ტოტები, გირჩები, სანთლები, ხის ჭურჭელი ან აქსესუარები.

    გამომდინარე იქიდან, რომ ვეფხვის წელია, საახალწლო სუფრის მთავარი ინგრედიენტი აუცილებლად უნდა იყოს ხორცი და ხორცისგან მომზადებული პროდუქტები, რადგან ის ვეფხვის საყვარელი საჭმელია.

    აი, რა შეგიძლიათ დადოთ საახალწლო სუფრაზე:
    ხორცპროდუქტების დაფა
    საახალწლოდ ტრადიციული კერძების მომზადება ერთგვარი ჩვეულებაა, თუმცა ბევრი ოჯახი, განსაკუთრებით, ბოლო წლებში, უპირატესობას ანიჭებს არატრადიციულ, განსხვავებულ, მარტივ და საინტერესო კერძებს. ყველას არც აქვს დრო, მოამზადოს ლაბა, საცივი, ხარჩო და სხვა ისეთი კერძები, რომლებსაც დიდი დრო და ძალისხმევა სჭირდება. ხორცპროდუქტების დაფა ძალიან კარგი ვარიანტია, როცა საახალწლო სუფრის მინიმალისტურად გაშლა გაქვს გადაწყვეტილი. კომპანია „ნიკორას“ წარმოების შაშხი, პრემიუმ ხაზის ხორცპროდუქტები, რომლებიც გერმანული ტექნოლოგიის მიხედვით მზადდება, განსაკუთრებით უხდება ღვინოსა და შამპანურს, რომლებიც საახალწლო სუფრის განუყოფელი ნაწილია.

    როგორ ავაწყოთ ხორცის დაფა და რომელი პროდუქტები მოვათავსოთ მასზე?
    პირველ რიგში, აირჩიეთ ხის დაფა ან ხის დიდი თეფში, რადგან ეს მასალა აუცილებლად უნდა ფიგურირებდეს 2022 წლის საახალწლო მაგიდაზე. მრავალფეროვნებისთვის, დაფაზე დაალაგეთ თხელ ნაჭრებად დაჭრილი ძეხვეული და შაშხი. იდეალური არჩევანი იქნება „კაიზერის“ პროდუქცია, რომელიც გერმანული ტექნოლოგიით მზადდება და პრემიუმ ხაზს წარმოადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ გამოირჩევა განსაკუთრებული გემოთი და არომატებით. ძეხვეულიდან შეარჩიეთ „ბრაუნშვაიგური“ და „სალიამი“, რომლებიც ვიზუალურად განსხვავდება ერთმანეთისგან და ძალიან გემრიელია. დაფაზე ლამაზად დაალაგეთ რამდენიმე თხლად დაჭრილი ნაჭერი. ასევე, მოათავსეთ სხვადასხვა სახეობის შაშხის 5-6 ნაჭერი, მაგალითად: მანდოლინა, ჩალაღაჯი კლასიკური, შეიკა, პროშუტო ან ღორის შაშხი. ზოგადად, ღორის ხორცი კეთილდღეობის სიმბოლოა. იტალიაში და მრავალ სხვა ქვეყანაში საახალწლო სუფრაზე ყოველთვის ფიგურირებს „პროშუტო“ - ნედლად გამოყვანილი ღორის ხორცი, რომელიც ძალიან თხელ ნაჭრებად იჭრება და უგემრიელესია, როგორც ღვინოსთან მისართმევად, ისე სხვადასხვა კერძში გამოსაყენებლად. ხორცპროდუქტების დაფა შეგიძლიათ გააფორმოთ ზეთისხილით.

    კანჭის მენიუ
    კანჭის მენიუ კიდევ ერთი შესანიშნავი ვარიანტია ლურჯი წყლის ვეფხვის გულის მოსაგებად. შებოლილი კანჭი მზა სახით შეგიძლიათ შეიძინოთ „ნიკორას“ სუპერმარკეტების ქსელში. მაგიდაზე მიტანამდე, მოათავსეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში და დატოვეთ 20-25 წუთით, სანამ კანი კარგად არ დაიბრაწება და ტკაცუნა არ გახდება. პარალელურად, მოამზადეთ გარნირი:

    მჟავეს ასორტი (კომბოსტოს, წიწაკის და კიტრის მწნილი);
    3-4 სახეობის რამდენიმე ცალი შებრაწული სოსისი (მაგალითად, „ნიკორას“ სოსისი „ივერია“ ან „მიუნხენური“ და სარდელი. არ დაგავიწყდეთ, რომ სოსისები და სარდელები შეწვამდე დანით დასეროთ, რათა მათ ლამაზი ვიზუალი ჰქონდეთ. შეგიძლიათ კანჭთან ერთად ღუმელში შეწვათ 3-5 წუთის განმავლობაში. მენიუს დაურთეთ სასურველი სოუსი.

    თევზი
    თუ აღმოსავლურ ტრადიციებზე ვისაუბრებთ, უნდა გავიხსენოთ, რომ პრაქტიკულად ყოველი ოჯახი ჩინეთში ახალი წლის მოსვლამდე თევზს მიირთმევს. მათთვის თევზი სიმდიდრის სიმბოლოა, რადგან თავად სიტყვა „თევზი“ და „სიუხვე“ ერთნაირად გამოითქმის. ჩინელები არ ჭამენ მთლიან თევზს, ისინი სიმბოლურ მარაგს მომავალი დღეებისთვისაც ტოვებენ. ამიტომ, ნორვეგიული ორაგული იდეალური არჩევანი იქნება. ის ნაჭრებად იყიდება და თანაც, სამეფო ცხოველს მოეწონება ყველაფერი მდიდრული და ოქროსფერი, მათ შორის, თევზიც.

    მწვანილი და ბოსტნეული
    ხორცის გარდა, მაგიდაზე უნდა იდოს ყვითელი, ნარინჯისფერი და ყავისფერი ბოსტნეული. მწვანე ფერი წარმატების სიმბოლოა. დადეთ თეფშით ცოცხალი მწვანილიც (სალათის ფოთოლი, წიწმატი, რუკოლა) და მწვანე ბოსტნეული, ოღონდ არ შეურიოთ ასორტში ბაზილიკი, ქინძი, ოხრახუში და ნიახური. 2022 წლის სიმბოლო არა მარტო ხორცი, არამედ ბოსტნეულიცაა. შეგიძლიათ მოთუშოთ ან ორთქლზე მოამზადოთ ისინი.

    ქათამი, ინდაური, იხვი
    ვეფხვს, ცხოველების გარდა, ასევე უყვარს ფრინველიც. სასურველია, ის მთლიანი დადოთ საახალწლო სუფრაზე. შეგიძლიათ ღუმელში გამოაცხოთ ქათამი, ინდაური ან იხვი, გემრიელი შიგთავსით.

    დესერტი
    ასტროლოგები გვირჩევენ, რომ დესერტები 2022 წლის საახალწლო სუფრისთვის უნდა იყოს მკაფიო ფერების. ეს მოეწონება ვეფხვს და სახლში წარმატებას მოიზიდავს. ვეფხვს არ უყვარს ტკბილი. ამიტომ, არ ღირს ძალიან ტკბილი კერძების მომზადება. მთავარია, რომ დესერტში გამოიყენოთ რძის პროდუქტები, თხილეული და ეგზოტიკური ხილი. ძალიან კარგი იქნება, თუ ვეფხვს გაახარებთ ანანასით, ფორთოხლებით. მაგიდის ცენტრში დადგით ვაზა მანდარინებით. ასევე, შეგიძლიათ დადოთ გოგრა, ხურმა, ნებისმიერი ხილი ნარინჯისფერ-ოქროსფერ ფერებში.

    რაც მთავარია, ახალ წელს კარგი განწყობით უნდა შეხვდეთ. ყველაფერი ცუდი 2021 წელს გაატანეთ და არ დაგავიწყდეთ ნაძვის ხესთან სურვილის ჩაფიქრება, როცა საათი 12-ს ჩამოჰკრავს.

    წყარო: marao.ge
    78 ნახვა
    8-12-2021, 00:05