7
3 ივნისი, მთვარის მეცხრამეტე დღე
  • 3 ივნისი, მთვარის მეცხრამეტე დღე

    კვირა, მთვარე გადის მერწყულის ზოდიაქოს
    საშიში ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით.
    არ წამოიწყოთ ახალი საქმეები.
    მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას.
    ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად.
    მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ.
    პასიურად დაისვენეთ.
    არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობა. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ.
    თმის ვარცხნილობის შეცვლა სიცოცხლეს გაგიხანგრძლივებთ.
    ამ დღის ქვებია: მორიონი, მწვანე ძოწი, ქრიზოლითი.

    მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 00:05

    სამედიცინო რეკომენდაციები - მთვარე მერწყულში
    გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, აპენდიქსზე (ბრმა ნაწლავი) პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე.
    არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
    კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
    მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
    გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
    წყარო: astrologi.ambebi.ge
    2 805 ნახვა
    3-06-2018, 00:04