X
GOGA.TV - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
gzavnili
კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 4-10 ივნისი
  • კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 4-10 ივნისი

    თქმა არ უნდა რომ დამდეგი კვირა აქტიური, დინამიური და მოვლენებით დატვირთული იქნება. სატურნი რეტროგრადულ ფაზაშია და ყველა იმ შეცდომის გამოსწორებას, გააზრებას გვთხოვს რომელსაც ჩვენ ცხოვრებაში გასული წლის მიწურულიდან ჰქონდა ადგილი. ამ პერიოდში მოსალოდნელია წინ წამოიწიოს და განსაკუთრებულად აქტუალური გახდეს საზოგადოებრივი მორალისა და ეთიკის ნორმების დაცვაზე საუბარი. იქნება ტენდენცია რომ ბევრ საკითხში დამყარდეს კანონი და წესრიგი. სატურნი სიმბოლურად ხელისუფლების თემას შეესაბამება, ამიტომ მისი რეტროგრადულ მდგომარეობაში მოძრაობა იმასაც მიუთითებს, რომ ხელისუფლების წინაშე საკმაოდ რთულ ამოცანებს დააყენებს ხალხი.

    6 ივნისს მზისა და მერკურის შეერთება ყველაზე კომუნიკაბელურ ტყუპის ზოდიაქოში სიტუაციას მისცემს განმუხტვის საშუალებას. ეს კარგი დროა მოლაპარაკებების და მნიშვნელოვანი შეთანხმებების საწარმოებლად. მნიშვნელოვნად გაადვილდება ინფორმაციის გაცვლა და გავრცელება. ამავე პერიოდში ვენერა და პლუტონი ქმნიან ოპოზიციას ცაზე რის ხარჯზეც, შესაძლოა წარმოიშვას პრობლემები როგორც პირად ისე ფინანსურ საკითხებში. სასურველია ვერიდოთ ეჭვიანობას და ფინანსურ მაქინაციებში მონაწილეობას. იმიტომ რომ ყველაფერი ზემოთთქმულის პარალელურად მერკური-ნეპტუნის კვადრატურაც აქტიური იქნება ცაზე ამის გავლენით კი მარტივია ადამიანი შეცდომაში შევიდეს ან აყვეს ილუზიებს.

    კვირის ბოლოს ცაზე ფიქსირდება ასპექტი რომელიც დიდი ალბათობით მოიტანს, დროთა განმავლობაში დაგროვილი პრეტენზიებისა და აგრესიის გამოვლინების დაუძლეველ სურვილს. რის ხარჯზეც აუცილებელია აკონტროლოთ საკუთარი ემოციები და ამბიცია. ეცადოთ რომ კონფლიქტები მაქსიმალურად დიპლომატიური გზით მოაგვაროთ. ნაკლებად ჩართოთ კომუნიკაციაში აგრესია და სიჯიუტე.
    წყარო: astrologi.ambebi.ge
    5 028 ნახვა
    3-06-2018, 23:58