X
GOGA.TV - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
gzavnili
9 ივნისი, მთვარის ოცდამეხუთე დღე
  • 9 ივნისი, მთვარის ოცდამეხუთე დღე

    შაბათი, მთვარე გადის ვერძის ზოდიაქოს
    ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ.
    კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის.
    არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, - აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს.
    კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის.
    სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა.
    ამ დღეს დაბადებული ბავშვი ჩვილობიდანვე ავლენს სიბრძნეს. იღბლიანია და ხშირად ხედავს წინასწარმეტყველურ სიზმრებს.
    მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს.
    სუსტი წერტილია ყურები: მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას.
    თმის სტილისტთან ვიზიტი სხვა დღისთვის გადადეთ.
    ამ დღის ქვაა: წითელი იასპი.

    მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 2:20

    სამედიცინო რეკომენდაციები - მთვარე ვერძში
    ამ დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
    თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
    მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
    კარგია დიეტა. მიირთვით ხილი, ბოსტნეული, მარცვლეული პროდუქტი.
    წყარო: astrologi.ambebi.ge
    2 202 ნახვა
    9-06-2018, 00:23