7
7
ქათამი კარტოფილით და ქამა სოკოთი

ქათამი კარტოფილით და ქამა სოკოთი

ინგრედიენტები
ქათმის ფილე - 400 გ
ქამა სოკო - 400 გ
კარტოფილი - 400 გ
არაჟანი - 300 გ
ნიორი - 2 კბილი
ზეითუნის ზეთი - 2 ს/კ
ოხრახუში - პატარა კონა
მარილი და პილპილი

მომზადების წესები
კარტოფილი გაფცქვენით, გარეცხეთ და დაჭერით პატარა კუბიკებად. შეწვით ზეითუნის ზეთში 20-25 წუთის განმავლობაში.
გადაიტანეთ ჯამში.
ქათამი დაჭერით საშუალო კუბიკებად, სოკო გაჭერით შუაზე, ნიორი გაფცქვენით და დაჭერით წმინდად.
იგივე ტაფაში, სადაც კარტოფილი შეწვით მოხრაკეთ ქათამი სოკოსთან ერთად, დაუმატეთ ნიორი და თუშეთ 5-7 წუთის განმავლობაში. მოაყარეთ მარილი და პილპილი.
დაუმატეთ არაჟანი და თუშეთ კიდევ 5 წუთი. შემდეგ დაუმატეთ შემწვარი კარტოფილი, აურიეთ, დაუმატეთ კიდევ ცოტაოდენი მარილი და პილპილი გემოვნებით.
სუფრასთან მიტანის წინ მოაყარეთ დაჭრილი ოხრახუში.

გემრიელად მიირთვით!
1 889 ნახვა
13-06-2018, 00:13
GOGA.TV © 2005