ზოდიაქოს სამი ნიშნით დაბადებული მამაკაცი, რომელსაც ქალი ვერასოდეს მართავს » GOGA.TV - ინტერნეტ ტელევიზია
goga.tv
Goga.tv
gzavmili
7
ზოდიაქოს სამი ნიშნით დაბადებული მამაკაცი, რომელსაც ქალი ვერასოდეს მართავს

ზოდიაქოს სამი ნიშნით დაბადებული მამაკაცი, რომელსაც ქალი ვერასოდეს მართავს

ალბათ ყველა ქალს მოსწონს ისეთი კაცი, რომელსაც უნარი გააჩნია საკუთარი სიტყვის პატრონი იყოს და ნებისმიერი დაპირება ბოლომდე, პირნათლად შეასრულოს. თუმცა, მიზეზთა და მიზეზთა გამო, ადამიანები ხშირად ტყუიან. ზოგჯერ უბრალოდ სიტუაციაც აიძულებთ, რომ შეცვალონ მოქმედების გეგმა და არ შეასრულონ დანაპირები. თუმცა, არსებობს მამაკაცების ისეთი კატეგორიაც, რომელიც თითქმის არასდროს ღალატობს თავის პრინციპებს. ეს რა თქმა უნდა, ქალებთან მათ დამოკიდებულებასაც ეხება. თუმცა, მედალს ხომ ორი მხარე აქვს ქალბატონებო, ერთი მხრივ კარგია, როცა კაცი თავისი სიტყვის პატრონია, მეორე მხრივ კი იგი არასოდეს მოგცემთ კიდევ ერთ შანსს ურთიერთობაში იმიტომ, რომ პრინციპების მქონე კაცი ავტომატურად გულისხმობს თავის თავში მაქსიმალისტ ადამიანს, რომელიც არასოდეს გადაუხვევს ერთხელ აღებული გეზიდან.


ასტროლოგები თვლიან, რომ განსაკუთრებული პრინციპულობა და სიჯიუტე სამი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ მამრებს ახასიათებთ...


კურო - ერთი შეხედვით მშვიდი, უკონფლიქტო და გაწონასწორებული მამაკაცის შთაბეჭდილებას ტოვებს და ასეც იქნება მანამ სანამ, წითელ ნაჭერს არ აუფრიალებთ ცხვირწინ. კუროები ბუნებით მშვიდობისმოყვარეები არიან, მაგრამ შეყვარებული ხარი ძალზე ეჭვიანი და მესაკუთრე ხდება. შესაბამისად, თუკი მისმა გულისსწორმა ნდობა არ გაუმართლა, იგი უკან დასახევ ყველა გზას საბოლოოდ მოჭრის. კუროს სიჯიუტე კი განუსაზღვრელი და უვადოა. იგი არასოდეს ბრუნდება იქ, სადაც ერთხელ ტკივილი მიაყენს. ემოციური მეხსირება მას ძალზე ფაქიზი აქვს.

მორიელი - დესპოტური ბუნების, ძალზე ეჭვიანი, მაგრამ საშინლად მოსიყვარულე და თბილი მამაკაცია. გააჩნია რამდენად ახლოს მიგიშვებთ იგი საკუთარ გულთან. თუმცა, სანამ ეს მოხდება, ალბათ ბევრ გამოცდას ჩაგიტარებთ ერთგულებასა და გულწრფელობაზე "დასატესტად". ღმერთმა ნუ ქნას, რომ ამის შემდეგ მისი ნდობა ვერ გაამართლოთ. ის აუცილებლად ეცდება შურისძიებას და პრინციპულად აღარასოდეს დაბრუნდება თქვენთან. შესაძლოა ძალიან უყვარდეთ ამ დროს, თუმცა ღალატის ან მისი მცდელობის პატიება მორიელისთვის წარმოუდგენელია.

თხის რქა - თავშეკავებული, მოზომილი და ემოციურად საკმაოდ ცივი მამაკაცია. თუმცა, თუკი ისე მოხდა, რომ ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე კარგად შეძელით მისი გაცნობა, სავსებით შესაძლებელია გული და ხელიც შემოგთავაზოთ. მაგრამ ამ გადაწყვეტილების მისაღებად მას დრო და ბევრი ფიქრი დასჭირდება. თუ მისი მოლოდინი ვერ გაამართლეთ ან ზედმეტად ანჩხლი, ჭირვეული ცოლი გამოდექით, რომელიც ამასთან ერთად არც მის ოჯახს მოეწონება, თხის რქა ერთხელ და სამუდამოდ დასვამს წერტილს ურთიერთობაში. აზრი არ აქვს ამის შემდეგ მის გადარწმუნებას. რაც მეტს შეეცდებით მისთვის საკუთარი სიმართლის დამტკიცებას ხედ, ქვად, რკინად ან სულაც აისბერგად გადაიქცევა. შესაბამისად, აჯობებს აკრძალული ხაზი არასოდეს გადაკვეთოთ თხის რქასთან ურთიერთობაში.
წყარო: astrologi.ambebi.ge
11 357 ნახვა
13-06-2018, 00:16
toyota
GOGA.TV © 2005