როგორ მოვხიბლოთ ზოდიაქოს ყველაზე ნაზი ქალი -რჩევები თევზი ქალის ხელში ჩასაგდებად » GOGA.TV - ინტერნეტ ტელევიზია
goga.tv
Goga.tv
gzavmili
7
როგორ მოვხიბლოთ ზოდიაქოს ყველაზე ნაზი ქალი -რჩევები თევზი ქალის ხელში ჩასაგდებად

როგორ მოვხიბლოთ ზოდიაქოს ყველაზე ნაზი ქალი -რჩევები თევზი ქალის ხელში ჩასაგდებად

მართალია, მამაკაცების 99% თავს ქალის ფსიქოლოგიის მცოდნე უბადლო ექსპერტად მიიჩნევს, მაგრამ რეალურად რომ ვიმსჯელოთ, ქალის ჭეშმარიტი ბუნება ძლიერი სექსის წარმომადგენლებს შორის თითზე ჩამოსათვლელ ეგზემპლარებს თუ ესმით, ისიც სანახევროდ. ასტროლოგების აზრით, ქალები, ისევე როგორც მამაკაცები, თორმეტ ძირითად ფსიქოტიპად იყოფიან და იმის მიხედვით, თუ კონკრეტულად რომელი ზოდიაქოს ნიშნით დაიბადა ქალი, შესაძლებელია, მისი ხასიათის და სუსტი წერტილების ამოცნობა. შესაბამისად, მარტივდება მამაკაცისთვის დიპლომის დაცვა თემაზე "რა სურთ ქალებს"...
ასე რომ, ძვირფასო მამაკაცებო, მოდით, გავშალოთ კარტი და გავიგოთ, რა მეთოდებია საჭირო ქალის მოსახიბლად, თუკი ზუსტად ვიცით ამ უკანასკნელის ზოდიაქოს ნიშანი




როგორ მოვხიბლოთ ქალი თევზები

მისი ნაზი, სათუთი და ერთი შეხედვით უმწეო იმიჯის შემხედვარე ალბათ ძნელი წარმოსადგენია ის, თუ რაოდენ ჭირვეული შეიძლება იყოს ეს ქალი სიყვარულში. რეალურად კი ზუსტადაც ასე გახლავთ. ზოგადად ქალი თევზი, ადამიანებისადმი ძალზე ლოიალური და შემწყნარებლური დამოკიდებულებით გამოირჩევა. მაგრამ როცა საკითხი მის პირად გრძნობებს ეხება და ცხოვრების მეგზურის შერჩევაზე მიდგება საქმე, იგი ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ გააკეთებს არჩევანს – საუკეთესოზე!

საიმისოდ რომ მისი კეთილგანწყობა მოიპოვოს, მამაკაცს მოეთხოვება სირბილე, გალანტური მიდგომა, რომანტიკულობა და ტაქტი. აგრესიული დევნა ან ულტიმატუმების ენით საუბარი, ქალთევზას მხოლოდ დააფრთხობს და შესაძლოა, სამუდამოდ შორსაც დაიჭიროს თქვენგან თავი.
ეს ქალი ბუნებითა და სულით ხელოვანია; შესაბამისად, თუ თქვენ სახელოვნებო სფეროებთან ისე ხართ როგორც დაბნეული თხა ბიბლიოთეკაში, ვეჭვობ შანსები გაგაჩნდეთ თევზი ქალის მოსახიბლად. ინტელექტი და ერუდიციის მაღალი დონე, ერთ-ერთი უმთავრესი ატრიბუტია მისი მხრიდან ინტერესისა და სიმპათის დასამსახურებლად.

საიმისოდ, რომ სიმპათია გაუჩნდეს მამაკაცის მიმართ, თევზი ქალი პირველ რიგში უნდა ენდობოდეს მას. ნდობა კი მისთვის მხოლოდ ხანგრძლივი ნაცნობობის შემდეგ მოდის. შესაბამისად, თუკი იგი საწყის ეტაპზე მხოლოდ მეგობრობას გთავაზობთ თქვენი გრძნობების სანაცვლოდ, ეს ნორმალური მოვლენაა მისი მხრიდან. თევზი ქალისთვის ნდობა მეგობრობის ხარჯზე იწყება, ნდობის შემდეგ კი უკვე სიყვარული მოდის როგორც წესი.

არასოდეს სცადოთ მისი გრძნობების გაღვივება სხვა ქალებთან აშკარა ფლირტის ან ეჭვიანობის ხელოვნურად პროვოცირების ხარჯზე. იგი, რა თქმა უნდა, იეჭვიანებს, მაგრამ ამ ფაქტით სამუდამოოდ დაასამარებს ასევე, თქვენ მიმართ გაჩენილ ნდობასა და სიმპათიას.
იმ შემთხვევაში თუ მას თქვენ მიმართ სერიოზული გრძნობები გააჩნია, შესაძლოა საწყის ეტაპზე ერთგულების დონე სხვადასხვა სახის ხრიკებითაც კი გადაამოწმოს თქვენში. მაგალითად, მომხიბვლელი დაქალი მოგიგზავნოთ საცდუნებლად.

თევზი ქალი ბუნებით რბილი და დელიკატურია, თუმცა არამც და არამც უმწეო ან უსუსრი. მას ძალა შესწევს იყოს თქვენთვის სულიერი თანამოაზრე, მეგობარი და საქმიანი კომპანიონი თუ კი სიტუაცია მოითხოვს ამას. ამასთან ერთად, ყოველთვის ყოფნის ტაქტი გაჩუმდეს იქ, სადაც საჭიროა და მამაკაცს დიდსულოვნად აძლევს ურთიერთობაში წამყვანი პარტიის თამაშის საშუალებას. რაც დამეთანხმებით, ყოველთვის მნიშვნელოვანია ძლიერი სქესისთვის საკუთარი თავის რწმენის ასამაღლებლად.
წყარო: astrologi.ambebi.ge
2 103 ნახვა
13-06-2018, 00:17
toyota
GOGA.TV © 2005