ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებული ადამიანები არიან ყველაზე ხშირად ღარიბები » GOGA.TV - ინტერნეტ ტელევიზია
goga.tv
Goga.tv
gzavmili
7
ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებული ადამიანები არიან ყველაზე ხშირად ღარიბები

ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებული ადამიანები არიან ყველაზე ხშირად ღარიბები

ფინანსური სტაბილურობა, ალბათ ნებისმიერი ჩვენგანის ოცნება და მიზანია. თუმცა, არიან ადამიანები, ვინც მარტივად ახერხებენ გამდიდრებას, მაშინ როცა ზოგი თითქოსდა მუხლჩაუხრელად შრომობს მუდამ, მაგრამ სიმდიდრე არა და არ ჩანს მათ ცხოვრებაში. ასტროლოგები გვთავაზობენ ზოდიაქოს ნიშნებს ე.წ. "შავ სიას", რომელთაც ყველაზე ნაკლებად გამოსდით გამდიდრება.

მაგრამ ამქვეყნად ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს. შესაბამისად, თუკი თქვენ ზემოხსენებულ "შავ სიაში" მოხვდით კარგად გადახედეთ საკუთარი ზოდიაქოს ცუდ თვისებებს, რომლის გამოც სამყარო ხელს გიშლით გამდიდრებაში და ვინ იცის, იქნებ თქვენთვისაც "გამოიდაროს" ოდესმე...

სასწორი - ფინანსების გამომუშავებაში ის უშლის ხელს, რომ ყოველთვის ვიღაცის "ხელის წაკვრას" ელოდება. სასწორი პარტნიორობაზე ორიენტირებული ნიშანია, ამიტომ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულთაგან ზოგიერთს მთელი ცხოვრება აქვს იმედი იმისა, რომ ვიღაც გამოჩნდება და ფინანსურ ფერხულში "გამოიცეკვებს". ასტროლოგები ურჩევენ სასწორს, ოპოზიციურ ნიშანს ვერძს დააკვირდეს და მისგან მეტი დამოუკიდებლობა ისწავლოს. ეს არის ერთადერთი გზა სასწორისთვის ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

თევზები - როგორც წესი, ფინანსურ პრობლემებამდე პასიურობასა და ილუზიებში ცხოვრების მოთხოვნილებას მიჰყავს. თევზების ნიშნით ბევრი მართლაც ნიჭიერი ხელოვანი იბადება, თუმცა ბრძოლისუუნარობა და დინებაზე მიყოლის სურვილი, რომელსაც ასტროლოგები თევზის ნიშნის ერთ-ერთ ნაკლად ასახელებენ, ხშირად ხდება მიზეზი იმისა, რომ ნიჭიერი, მაგრამ პასიური თევზები ვერა და ვერ ახერხებს სიღარიბის მორევს დააღწიოს თავი.

მშვილდოსანი - ამ ადამიანებს სხვანაირად ასტროლოგები "ქუდბედიანებსაც" უწოდებენ, იმიტომ რომ პლანეტა იუპიტერი, რომელიც მათ ნიშანს მართავს, ხშირად იბერტყავს წყალობის კალთას ბევრ მათგანზე. თუმცა ნაშოვნ ფულს რომ მოფრთხილება და სწორად დაბანდება უნდა, ამას ბევრი მშვილდოსანი მთელი სიცოცხლის მანძილზე ვერ სწავლობს ჯეროვნად. შესაბამისად, მშვილდოსნებიც არაერთგზის დგანან ხოლმე სიღარიბის ზღვარზე.
წყარო: astrologi.ambebi.ge
8 605 ნახვა
13-06-2018, 23:55
toyota
GOGA.TV © 2005