ბათუმში 4 წლამდე გოგონა ოჯახის ნაცნობმა ცემით მოკლა » GOGA.TV - ინტერნეტ ტელევიზია
goga.tv
Goga.tv
gzavmili
7
ბათუმში 4 წლამდე გოგონა ოჯახის ნაცნობმა ცემით მოკლა

ბათუმში 4 წლამდე გოგონა ოჯახის ნაცნობმა ცემით მოკლა

ბათუმში 4 წლამდე გოგონა ოჯახის ნაცნობმა ცემით მოკლა. აეროპორტის გზატკეცილზე მცხოვრებლები ამბობენ, რომ მკვლელი უზბეკი ქალბატონია, რომელმაც ცემის შედეგად გარდაცვლილი ბავშვი პოლიციის განყოფილებაში თავად მიიყვანა. მან სამარ​თალდამცავებს მომხდარის შესახებ თავად უამბო.

თვითმხილველების თქმით შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას სამართალდამცავებმა ნაგვის ურნაში მოკლული ბავშვის ტანსაცმელი და დანაც იპოვეს. თუმცა უცნობია გამოიყენა თუ არა უზბეკმა ქალმა ბავშვზე ძალადობისას ცივი იარაღიც. ბავშვი ცხედარს ექსპერტიზა უტარდება.

მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე, სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს და 13-და 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
421 ნახვა
14-06-2018, 09:16
GOGA.TV © 2005