7
7
15 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

15 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
წვრილ-წვრილი ვალდებულებების შესრულება მოგიწევთ. შეიძლება ახლობლებს თქვენი დახმარება დასჭირდეთ. განსაკუთრებულ მზრუნველობას საჭიროებენ შინაური ცხოველები. სხვა დღისთვის გადაიტანეთ პაემანი.

კურო
დილიდან შეადგინეთ სამოქმედო გეგმა. იყავით ორგანიზებული და დაკვირვებული. წვრილმანების გამო საყვარელ ადამიანს ნუ წაეჩხუბებით. საღამო შვილებთან ერთად გაატარეთ.

ტყუპი
გაურკვევლობა სამსახურსა და ოჯახის წევრებთან დიპლომატიურად მოაგვარეთ. შეიძლება კონკრეტულ საქმეზე იმაზე მეტი დროის დახარჯვა დაგჭირდეთ, ვიდრე ვარაუდობდით. იყავით დაკვირვებული დეტალებისადმი.

კირჩხიბი
ნუ გააკეთებთ იმ საქმეს, რომელიც რთულია ან არ მოგწონთ. ყურადღება გმართებთ მგზავრობისას, სამედიცინო შემოწმებისას. სხვებს რომ ალალად ეხმარებით ნურც თავად მოგერიდებათ დახმარების თხოვნა.

ლომი
ნაკლები ყურადღება მიაქციეთ ჭორებს; უსიამოვნო ადამიანებს. სამსახურში გვიანობამდე ნუ გაჩერდებით, მეტად დაისვენეთ ოჯახის წევრების, ბავშვების გარემოცვაში.

ქალწული
მოსალოდნელია განწყობის ცვალებადობა. ნუ მოკიდებთ ხელს რთულ, ტექნიკურ საქმეებს. საქმიანი შეხვედრების დროს მეტად გამოავლინეთ დიპლომატია და იუმორის გრძნობა.

სასწორი
დილიდან ჩამოწერეთ პრაქტიკული საქმეების სია. ნუ მოცდებით არაფრისმომცემ საუბრებსა და გასართობზე. ყურადღება გმართებთ მგზავრობისას.

მორიელი
წვრილმანების გამო ნუ გაართულებთ ურთიერთობას ოჯახის წევრებთან. თუ დარწმუნებული ხართ, რომ თქვენი იდეა ღირებულია, იბრძოლეთ სასურველის მისაღწევად. ისწავლეთ კომპრომისზე წასვლა.

მშვილდოსანი
მცირე კამათს ჩხუბში ნუ გადაზრდით, მოიშველიეთ იუმორის გრძნობა, დიპლომატია. მეტი დრო დაუთმეთ ვალდებულებებს, გადაუდებელ საქმეებს.

თხის რქა
ყურადღებას საჭიროებენ ტექნიკასთან, მკურნალობასთან, კომუკაციასთან დაკავშირებული საქმეები. ისწავლეთ უარის თქმა ღიმილით, მაგრამ მკაფიოდ. გამონახეთ დრო შინაური ცხოველებისთვის.

მერწყული
თავისუფლად მოქმედების საშუალება მოგეცემათ. ნუ გაჩერდებით სამსახურში გვიანობამდე, მეტი დრო გაატარეთ შვლებთან, საყვარელ ადამიანთან ან ოჯახის წევრებთან ერთად. გაუფრთხილდით კუჭს.

თევზები
აგრესიული ქმედება და სარკაზმი გამორიცხეთ მეტყველებიდან. იყავით რბილი და იუმორით აღსავსე. ნუ გაართულებთ ურთიერთობას პარტნიორთან. განსაკუთრებით სასიყვარულოსთან ან იმასთან, ვისთან ერთადაც საერთო პროექტზე მუშაობთ.
წყარო: astrologi.ambebi.ge
3 863 ნახვა
14-06-2018, 13:49
GOGA.TV © 2005