7
სამი ყველაზე რომანტიული მამაკაცი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

სამი ყველაზე რომანტიული მამაკაცი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ოცდამეერთე საუკუნის ქალების უმრავლესობა თვლის, რომ რომანტიკული და პოეტური მამაკაცები ბუნებაში აღარ არსებობენ. ის კი არა, კარგი მეოჯახისა და ტრადიციების მოყვარულის (ამ სიტყვის ჯანსაღი გაგებით რა თქმა უნდა) პოვნაც კი გართულებულია დღესდღეობით. თუმცა, ასტროლოგები თვლიან, რომ კონსერვანტიზმი და პოეტური სული, ეს ისეთი რამაა, რასაც პლანეტების გავლენა უზრუნველყოფს და არა საუკუნის მიერ ჩამოყალიბებული ფასეულობები. ასე რომ, დღეს იმ სამ "უნიკალურ" ინდივიდს გაგაცნობთ, რომელთა შორისაც სავსებით შესაძლებელია შენიღბული სახით იმალებოდეს გამოუსწორებელი რომანტიკოსი, სიყვარულსა და ურთიერთობებზე "ძველმოდური" შეხედულებით.

კურო - შესაძლოა ერთი შეხედვით ცოტა ტლანქი, მოუქნელი, ჭამასა და ფულზე ორიენტირებული ინდივიდი გგონიათ. თუმცა კურო, რომელიც "ვენერას შვილია" გულის სიღრმეში საოცრად ემოციური და ძველმოდურად რომანტიკული მამაკაცია. მას შეიძლება მოსწონდეს შავ-თეთრი ფილმები, თქვენი ფანჯრების ქვეშ სერენადების სიმღერა (მით უმეტეს, რომ კუროების უმეტესობას ხმის ხავერდოვანი ტემბრი გააჩნია) და რომანტიკული აღიარებები, როდის და რომელი წუთიდან შეუყვარდით. თუმცა ეს ყველაფერი მხოლოდ მაშინ, როცა მისი გულისკენ მიმავალ გზაზე წარმატებით გაივლით კუჭს (კურო აღმერთებს გემრიელად სმა-ჭამას) და ერთგულების ტესტსაც უშეცდომოდ ჩააბარებთ.

სასწორი - პლატონური სიყვარულის და ფლირტის "მეფეა". სასწორ მამაკაცს უყვარს ემოციების ლამაზად გამოხატვა. იგი გალანტური, მოხდენილი და საოცრად დახვეწილია. ამის გამო არასოდეს უჩივის თაყვანისმცემელი ქალების ნაკლებობას. თუმცა, გულის სიღრმეში ის საშინლად "ძველმოდური" და რომანტიკულია. ამიტომ, თუკი შესძლებთ, რომ მასში პოეტური სული გააღვიძოთ, თქვენი სილამაზით აღაფრთოვანოთ და საშუალებას მისცემთ რაღაც პერიოდი მაინც ურთიერთობა პლატონური სიყვარულის ფორმატში განვითარდეს, ის უზომოდ ბედნიერი იქნება.

თხის რქა - სერიოზული, საათის მექანიზმივით ზუსტი, მოწესრიგებული და კონსერვატორული კაცია. ამიტომ ალბათ გაგიჭირდებათ იმის დაჯერება თუ გეტყვით, რომ გულში საოცრად რომანტიკული, მოსიყვარულე, ერთგული და პოეტურია რეალურად. თუმცა, ყველაფერი ამის გამოსამჟღავნებლად თხის რქასთან არათუ კვირეები ან თვეები, წლებიც შეიძლება დაგჭირდეთ. ეს კაცი "მძიმე არტილერიაა" ამიტომ უნდა გახსოვდეთ, თუკი მოთმინებითა და სიმშვიდით არ აღიჭურვებით, ძველმოდური რომანტიკოსის ნაცვლად მიიღებთ სფინქსს შუშის თვალებითა და უემოციო ღიმილით, რომელიც გულის კარს მოუთმენელი და არასტაბილური ქალებისთვის არასოდეს გახსნის.
წყარო: astrologi.ambebi.ge
1 970 ნახვა
11-07-2018, 00:31
GOGA.TV © 2005