7
ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებული ადამიანები ქმნიან ყველაზე ხშირად იდეალურ ოჯახებს

ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებული ადამიანები ქმნიან ყველაზე ხშირად იდეალურ ოჯახებს

დავა იმაზე, თუ კონკრეტულად რომელ ზოდიაქოს ნიშანს უნდა დაუკავშიროთ ბედი საიმისოდ, რომ სამომავლოდ ოჯახური ცხოვრება ჰარმონიული გქონდეთ, ინდივიდუალური საკითხია. შესაბამისად, ნებისმიერი ასტროლოგი დაგიდასტურებთ იმას, რომ მხოლოდ ნიშნებს შორის თავსებადობა ნამდვილად არ მოგცემთ ბედნიერი ქორწინების სრულ გარანტიას. ოჯახი თავისებური "სამუშაოა", რომელშიც ორივე პარტნიორი ერთნაირად უნდა დაიხარჯოს, წინააღმდეგ შემთხვევაში რაც არ უნდა ჰარმონიული იყოს თქვენი და თქვენი მეუღლის ზოგადი ასტროლოგიური თავსებადობა მაიცნ მოხდება კონფლიქტები. თუმცა, იმის გათვალისწინება, თუ ვის ეწყობით ხასიათის უმთავრესი შტრიხებიდან და ფსიქოლოგიური ბუნებიდან გამომდინარე ნამდვილად მნიშვნელოვანი ფაქტორია საიმისოდ, რომ მომავალში პოტენციურ მეორე ნახევართან ურთიერთობა გაგიადვილდეთ. ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ არსებობს სამი "სუპერ-წყვილი" ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით ვისაც რეალურად 99% ოდენობის შანსი გააჩნია საიმისოდ, რომ მომავალში ჰარმონიული და შეხმატკბილებული ოჯახი შექმნას...


კურო - ქალწული

ამ ორ ადამიანს შორის ეტაპობრივად, მაგრამ ძალზე მჭიდრო და ურყევი კავშირი ყალიბდება. როგორც წესი, ისინი ერთმანეთს საერთო საქმიანობის ან სამსახურეობრივი ატმოსფეროს გავლენით უახლოვდებიან. ერთიც და მეორეც მარტივად არასოდეს იღებს დაოჯახების გადაწყვეტილებას, ამიტომ მათ დრო სჭირდებათ პარტნიორთან მისაჩვევად. კურო დინჯი და თავშეკავებულია, ქალწული დაკვირვებული, გამჭრიახი და მეთოდური. ის საუკეთესო თანაშემწე, მეუღლე, მეგობარი და თანამოაზრეა კუროსთვის. კურო კი თავის მხრივ ქალწულს აძლევს იმას, რაც ამ უკანასკნელს ყველაზე მეტად ესაჭიროება - ეს არის სტაბილურობა, როგორც ემოციური ისე ფინანსური კუთხით. ქალწულს შეუძლია მოთმინება, კუროც არანაკლებ მომთმენი და გაწონასწორებულია. ეს ორი მალე არა, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ და სტაბილურად აშენებს საკუთარ ბედნიერ მომავალს. მათი შვილები ყოველთვის ჯანსაღი ფსიქიკით იზრდებიან, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მოკლებულნი არიან ოჯახურ ჩხუბსა და აყალმაყალში ყოფნას. დედასა და მამას ჩუმად, უსიტყვოდ მაგრამ ძალიან ძლიერად უყვართ ერთმანეთი.



ვერძი - ლომი

მათი კავშირი ხშირად საოცრად ხმაურიანი, დრამატული და ზოგჯერ კონფლიქტებით სავსეც კია. თუმცა, გარშემო მყოფთა გასაკვირად ისინი მაინც ერთად არიან ლამის სიცოცხლის ბოლომდეც... ლომი და ვერძი ერთად, ასტროლოგიურ-ანატომიური შესაბამისობის მიხედვით თავი და გულია, ჰოდა, მითხარით განა შეიძლება გონებამ გულის გარეშე იმუშაოს? გული კი გონების გარეშე რამედ ვარგა? ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ ამგვარი წყვილი მიუხედავად მრავალრიცხოვანი კონფლიქტებისა, ყველაზე ხშირად ინარჩუნებს ხანგრძლივ, სასიყვარულო და სექსუალურ ლტოლვას ერთმანეთის მიმართ. ისინი მისაბაძ მაგალითს წარმოადგენენ საკუთარი შვილებისთვის როგორც თავგანწირული და ნამდვილი სიყვარულის მაგალითი.


კირჩხიბი - მორიელი

გახსოვთ ცნობილი ფრაზა - "მელას, თავისი მაღრჩობელა უყვარს?" სწორედ კირჩხიბი-მორიელის წყვილზე ეს ფრაზა მორგებული. მორიელიც და კირჩხიბიც თავისი ბუნებით ორივე ემოციური, მგრძნობიარე და საოცრად ინტუიციური ტიპია. თუმცა, განსხვავება იმაშია, რომ ერთს ტანჯვა მოსწონს, მეორეს კი მდგომარეობა იყოს "ტანჯული". მორიელი აღმერთებს სიტუაციის მართვა-ბატონობას, მაშინ როცა კირჩხიბს მუდმივად აქვს პარტნიორის მიმართ მორჩილების გაუცნობიერებელი მოთხოვნილება. მორიელს ნგრევა უყვარს, კირჩხიბი კი ბუნებით კოლექციონერი და მშენებელია. ამიტომ ისინი იდეალურად უწყობენ ფეხს ერთმანეთს. მათ შორის ბევრი დრამატიზმი, წყენა და ეჭვიანობის სცენებია. თუმცა, ეს მხოლოდ ამყარებს ამ ორის კავშირს.
წყარო: astrologi.ambebi.ge
1 896 ნახვა
12-07-2018, 00:23
GOGA.TV © 2005