7
7
ყველაზე რთული და არაბავშვური ბავშვების TOP- სამეული

ყველაზე რთული და არაბავშვური ბავშვების TOP- სამეული

ალბათ დამეთანხმებით ბავშვი ცელქი, ლაღი და ხალისიანი უნდა იყოს, უნდა ეტყობოდეს ბავშვურობა. თუმცა, ისეც ხდება, რომ ბევრი მშობელი გაუოცებია საკუთარი ნაშიერის არაბავშვურ საქციელს და მისი მხრიდან წამოსულ ე.წ. "ჩამჭრელ" შეკითხვებს. საქმე იმაშია, რომ არსებობენ განსაკუთრებული ინდივიდუალიზმით დაჯილდოებული ზოდიაქოს ნიშნები, რომელთაც პატარა ასაკიდანვე გააჩნიათ სამყაროს არაორდინალური ხედვა და სერიოზულობა, რითაც ისინი ხშირად აშინებენ კიდეც საკუთარ მშობლებს. შესაბამისად, თუ თქვენ ქვემოთ ჩამოთვლილი ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელის ბედნიერი დედა ან მამა ხართ, მანამ სანამ ნერვოპათოლოგთან ან ფსიქოლოგთან დააპირებთ მის წაყვანას ამ სტატიას გადახედეთ.

მერწყული – ურანით მართული პატარები ყოველთვის გამოირჩევიან დაუოკებელი ცნობისმოყვარეობითა და დაუმორჩილებელი ხასიათით. თქვენი შვილი იდეების გენერატორია; ნუ გიკვირთ როცა მას ოჯახში არსებული ყველა ნივთს შიგთავსის დაშლა/შესწავლა სწადია. იგი მომავლის ადამიანია, შესაბამისად, მისი ინტერესების სფერო ჩვენს რეალობას სცდება. მერწყულის ზოდიაქოს ნიშნით ხომ ყველაზე მეტი ვუნდერკინდი და გენიოსი ევლინება ქვეყანას.

თხის რქა – "პატარა დიდები" ასე უწოდებენ ასტროლოგები თხის რქის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ბავშვებს. იგი საოცარი სერიოზულობით გამოირჩევა ჩვილობიდან. უკვე წამოზრდილს კი მოსწონს ის "სათამაშოები" რომლითაც დიდები "თამაშობენ" – აქედან გამომდინარე, მისი სახით შესანიშნავი დამხმარე ეზრდება დედას სამზარეულოში, მამას კი – ავტოფარეხში მანქანის შეკეთებისას. ნუ ფიქრობთ, რომ თქვენი შვილის სერიოზულობა მთელი ცხოვრება გასტანს, იგი უბრალოდ უკუღმა ვითარდება და კარგი კონიაკივით წლები მისცემს მას უფრო მეტ სილაღესა და სიჯანსაღეს.

ქალწული – მისი გონება დეტალიზაციის უნიკალური უნარითაა აღჭურვილი. შესაბამისად, სასაცილო მდგომარეობაში არაერთხელ აღმოჩნდებით, როცა შეეცდებით, ენის მოჩლექით ესაუბროთ, ან სანტა-კლაუსის არსებობაში დაჟინებით დაარწმუნოთ. დიდი ალბათობით, იგი ამ დროს ერთობ "ჩამჭრელი" შეკითხვებით მოახერხებს თქვენს გაჩუმებას ან ხანგრძლივ "ნოკ-აუტში" ჩაგდებას. თქვენი შვილის უმთავრესი ნაკლი ასოციალურობაა, სამაგიეროდ, მისი სახით არამხოლოდ თქვენ, ხანდაზმულ ოჯახის წევრებსაც საუკეთესო მომვლელი და მზრუნველი ადამიანი ეზრდება. ის ერთადერთია, ვინც არასოდეს დაიშურებს თქვენთვის არც მატერიალურ, არც ადამიანურ რესურსს დიდობაში.
წყარო: astrologi.ambebi.ge
901 ნახვა
12-07-2018, 00:26
GOGA.TV © 2005