7
გამომცხვარი ბოსტნეული ხორცის ფარშით
  • გამომცხვარი ბოსტნეული ხორცის ფარშით

    ინგრედიენტები
    ბადრიჯანი - 1 კგ
    პომიდორი - 1 კგ
    ბულგარული წიწაკა - 500 გ
    ხორცის ფარში - 600 გ
    ხახვი - 3 თავი
    ნიორი - 2 კბილი
    ქინძი, რეჰანი, ოხრახუში - თითო კონა
    ცხიმი - 1 ს/კ
    მარილი და წიწაკა
    ძირა

    მომზადების წესები
    ხახვი წვრილად დავჭრათ. წიწაკებს ამოვაცალოთ თესლი და მეოთხედებად დავჭრათ. პამიდვრები გავჭრათ შუაზე, ბადრიჯნები – მსხვილ, მოგრძო ნაჭრებად. ხახვი ხორცის ფარშთან ერთად მოვშუშოთ. შუშვისას დავუმატოთ ცოტა წყალი. ფარშს დავუმატოთ სანელებლები და ნიორი. საცხობ ფორმას წავუსვათ ცხიმი, ჩავაწყოთ ბადრიჯანი, შემდეგ წიწაკა, ხორცის ფარში, დაჭრილი მწვანილი და ბოლოს – პამიდვრები. ყველა ფენას მოვაყაროთ მარილი და წიწაკა. პამიდვრებს ზემოდან წავუსვათ ცოტა ცხიმი და შევდგათ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, სანამ მომზადდება.
    934 ნახვა
    12-07-2018, 23:10