7
7
კარმული კვანძები სახლებში - მერვე/მეორე სახლი

კარმული კვანძები სახლებში - მერვე/მეორე სახლი

მათთვის, ვინც ჩვენს საიტზე გამოქვეყნებულ სტატიების ციკლს გაეცნო კარმული კვანძების შესახებ, უკვე ნაცნობია ის თუ რას ნიშნავს დაღმავალი და აღმავალი კვანძი .
რახუ და კეტუ კარმულ მისიებს წარმოადგენენ, რომელიც ამა თუ იმ ინდივიდის რუკაში მის ამქვეყნიურ მისიაზე და განვლილ ინკარნაციაში დაგროვილ გამოცდილებაზე მიუთითებს. თუმცა კეტუ (იგივე დაღმავალი კვანძი) წინა ცხოვრებაში დაგროვილ გამოცდილებასთან ერთად, იმის მიმანიშნებელიც არის თუ კონრეტულად რა სახის შეცდომები დავუშვით გასული ინკარნაციისას და რისი გამოსწორება გვმართებს ამ ცხოვრებაში. კარმული კვანძები, როგორც წესი, ურთიერთსაპირისპირო ზოდიაქოს ნიშნებშია განთავსებული, ისინი კი თავის მხრივ ერთმანეთის ოპოზიციურ სახლებში არიან განლაგებული. ამიტომ თუ აღმავალი კვანძი ანუ რახუ პირველ სახლში გაქვთ, განვლილი ცხოვრების პერიპეტიები მეშვიდე სახლის არეალში უნდა ვეძებოთ. დღეიდან გთავაზობთ სტატიების ციკლს მთვარის კვანძების განლაგებაზე უკვე სახლების მიხედვით. თუკი ზოდიაქოს ნიშანი რომელშიც კარმული კვანძია გალაგებული ადამიანის ამა თუ იმ სფეროსკენ მიდრეკილებაზე მიუთითებს, სახლი მისი განვითარების არეალს განაპირობებს. ამიტომ სასურველია გულდასმით გადაავლოთ თვალი თქვენი კარმული კანძების მდებარეობას; შემდეგ კი, მათ შესაბამისი სახლი "მოარგოთ". ასე გაცილებით უფრო მარტივი გახდება თქვენთვის იმის გააზრება თუ სად, როგორ ან რა ფორმით შეგიძლიათ იპოვნოთ საკუთარი ადგილი მზის ქვეშ, ისე რომ წარსული ინკარნაციიდან გადმოყოლილი ცოდვების "დამუშავებაც" მოახერხოთ ამის პარალელურად.


რახუ მერვე სახლში, კეტუ მეორე სახლში

ადამიანი რომელსაც ნატალურ რუკაში კარმული კვანძების ამგვარი მდებარეობა გააჩნია, უნდა ერიდოს დამგროვებლობას და მომხვეჭელობას. არ აქვს მნიშვნელობა ბრელოკების კოლექციონერი იქნება იგი, თუ ნაირ-ნაირი სახის საბანკო ანაბრების, მას ერთმნიშვნელოვნად ეკრძალება რაიმეს შეგროვება/დაგროვება. წარსულ ინკარნაციაში იგი სავარაუდოდ ძვირფასი ქვებით მოვაჭრე ან განძის (ოქროს) მაძიებელი იყო. ამ ეტაპზე მან უნდა ისწავლოს მატერიალური დოვლათი რისკის ხარჯზე მოიპოვოს. უნდა შეეგუოს იმ აზრს რომ ქონება და ფული, დღეს აქვს ადამიანს ხვალ შეიძლება აღარ გააჩნდეს. ამიტომ საკუთარი ქონების სასწორზე დადება უპრობლემოდ უნდა შესძლოს თუ უნდა რომ მომავალში ბედისწერამ მისთვის მეტი მატერიალური სიკეთე გამოიმეტოს. ზოგადად ადამიანი კარმული კვანძების მსგავსი განლაგებით ცხოვრების მანძილზე არაერთგზის განიცდის აღზევება-დაცემის პერიოდებს. ამას გარდა იგი მიდრეკილია ტრამვებისკენ და ხშირად ხვდება სხვადასხვა სახის უბედურ შემთხვევებში. ცხოვრება მერვე (მორიელის) სახლის ფარგლებში მას აიძულებს ხშირად იყოს ე.წ „განტევების ვაცი“ გარშემომყოფთა თვალში, ამიტომ გამორიცხული არაა უსამართლო ბრალდებები მის მიმართ. სასურველია თუ იგი პროფესიული სფეროს არჩევისას ე.წ „მსახურების“ სფეროზე შეაჩერებს არჩევანს. ამ მხრივ საუკეთესო ვარიანტია ქირურგის პროფესია, რადგან მასში გაერთიანებულია რისკის და მსახურების თემატიკა. ნებისმიერ შემთხვევაში ინდივიდმა კვანძების მსგავსი მდებარეობით უნდა გამოიმუშაოს საკუთარ თავში რისკის და სპონტანურად, პრინციპულად ქმედების უნარი. სხვა შემთხვევაში კვანძების უკუფაზის პერიოდი მას დაგროვილი ქონების დაკარგვის ან გაფლანგვის ალბათობით „დაასაჩუქრებს“. ამას გარდა იგი დაკარგავს ჯანმრთელობას და მასთან ერთად სასიცოცხლო ენერგეტიკას (მეორე სახლის ანუ კუროს სფეროს).
წყარო: astrologi.ambebi.ge
777 ნახვა
12-07-2018, 23:20
GOGA.TV © 2005