7
არის თუ არა თქვენი შვილი ვუნდერკინდი - ამას მისი ზოდიაქოს ნიშანი განაპირობებს

არის თუ არა თქვენი შვილი ვუნდერკინდი - ამას მისი ზოდიაქოს ნიშანი განაპირობებს

ნებისმიერი მშობლის სურვილია, მისი შვილი ჯანმრთელი და ნიჭიერი გაიზარდოს. რაღა თქმა უნდა ნიჭიერებასთან ერთად წარმატებულიც. თუმცა, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, არსებობენ ისეთი ბავშვები, რომელთაც განსაკუთრებული შესაძლებლობები დაჰყვათ ბავშვობიდან, ამას პლუს ლიდერის ნიჭი და ამბიციები... ჰოდა, ერთ დღესაც ვინმე ცნობილი სელებრითის მშობელი ხართ.

როგორც ასტროლოგებს მიაჩნიათ, სახელოვნებო სფეროში ყველაზე დიდი წარმატებით ლომი, ვერძი და სასწორი ბავშვები ახერხებენ თავის გამოჩენას. თუმცა, ლომსა და ვერძს სასწორისგან განსხვავებით, საკმარისი ამბიცია და ენერგიულობა გააჩნია საიმისოდ, რომ თავად დაიმკვიდროს ადგილი მზის ქვეშ. სასწორს კი ამ მხრივ ცოტა ხელის შეშველება დასჭირდება.

სპორტულ სარბიელზე მშვილდოსანის ან ტყუპის მშობლებს ელით სიამაყის განცდა საკუთარი ნაშიერის წარმატების ხარჯზე. მშვილდოსანი ფიზიკური აქტივობით გამოირჩევა და ქუდბედიანობის ხარჯზე ხშირად ხვდება საჭირო დროს საჭირო ადგილზე, ტყუპს კი მოქნილი კიდურები გააჩნია ამიტომ მისგან კარგი ფეხბურთელი ან კალათბურთელი გამოდის.

კირჩხიბები, თხის რქები, კუროები, ქალწულები, თევზები – უფრო ვიწრო ოჯახურ წრეში ავლენენ საკუთარ ნიჭსა და ტალანტს. თუმცა მათ შორისაც გვხვდებიან გამორჩეული ინდივიდები.

აი, რაც შეეხება მორიელს, მის მშობელს საკმაოდ კარგი პერსპექტივა აქვს ცნობილი კრიმინალის დედის ან მამის სტატუსის დასამსახურებლად. ეს, რა თქმა უნდა, ნახევრად ხუმრობით, ისე თუკი პატარა მორიელს ჩანასახშივე განუვითარებთ სულიერებას, გულმოწყალების გრძნობასა და სხვების პატივისცემას, მომავალში მისგან შესაძლოა დიდი მოაზროვნე და საზოგადო მოღვაწეც დადგეს.

თუმცა, განსაკუთრებული შანსები ვუნდერკინდი შვილის ყოლის და მისით სიამაყის მაინც მერწყული ბავშვის მშობლებს გააჩნიათ. როგორც ასტროლოგები თვლიან, სწორედ ამ ნიშნის გავლენით მოდიან ამქვეყნად ყველაზე მეტი ინდიგოს ტიპის ინდივიდები, რომელთაც განსაკუთრებული უნარები და რეფორმატორული ნიჭი გააჩნიათ მსოფლიოს უკეთესობისკენ შესაცვლელად.
წყარო: astrologi.ambebi.ge
1 423 ნახვა
14-07-2018, 00:38
GOGA.TV © 2005