GOGA.TV
2022 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
  • 2022 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

    ვეფხვის წელი სასიყვარულო ურთიერთობების გაუმჯობესებისკენ მოგვიწოდებს. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა, სექსუალური თავგადასავლები გელით. უნდა გააუმჯობესოთ დამოკიდებულება მეუღლესთან, ნათესავებთან, მეგობრებთან, საქმიან პარტნიორებთან. კარგი წელია მათთვის, ვინც შვილის გაჩენას აპირებს. ერთი სიტყვით, 2022 წელი სიყვარულის, რომანტიკის, ფლირტის წელია, მაგრამ საინტერესოა, რა გელოდებათ კონკრეტულად თქვენ, თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?..

    ვერძი
    რომანტიკული თავგადასავალი გელით მარტოხელა ვერძებს. აი, დაწყვილებულებს კი გაქვთ შანსი, ჰარმონიამ დაისადგუროს ურთიერთობაში. საინტერესო ნაცნობობა და რომანტიკული შეხვედრები გელით. თუმცა, ნაცნობობის უმეტესობა შეიძლება გადაიზარდოს მეგობრულ ან საქმიან ურთიერთობაში. ნუ
    დამალავთ გრძნობებს, იყავით რომანტიკული, ოპტიმისტური. დაწყვილებულებმა მაქსიმალურად შეამცირეთ კონფლიქტები. შეყვარებულებმა აპრილ-აგვისტოში შეიძლება ან დაქორწინება გადაწყვიტოთ, ან თანაცხოვრება. მარტოხელებს საბედისწერო ნაცნობობა გელით წვეულებაზე ან კულტურულ ღონისძიებაზე. შეიძლება რომანი გააბათ შეძლებულ ადამიანთან, ვინც ფინანსურად უზრუნველგყობთ, ბიზნესსაქმიანობის დაწყებაში დაგეხმარებათ. დაწყვილებულებსაც შეიძლება გაგიუმჯობესდებთ ფინანსური მდგომარეობა მეუღლის მხარდაჭერით. ზოგიერთმა შეიძლება მიიღოთ მემკვიდრეობა ან უძრავი ქონების მფლობელი გახდეთ.

    კურო
    2022 წელი პირადი ცხოვრებისა და პარტნიორული ურთიერთობების განახლების, ცვლილებების წელია. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან, გახდებით მეტად პოპულარული. თავისუფლებს 2022 წელი დაუვიწყარ შეხვედრებს გპირდებათ. რომანტიკული შეხვედრები და ფლირტი მოსალოდნელია სამუშაო რეჟიმში, დასვენებისას ან შვებულების დროს. ამიტომ, ხშირად ისეირნეთ და გამოელაპარაკეთ გარშემო მყოფებს. შანსი გაქვთ, რომ სერიოზულ, წარმატებულ ადამიანს დაუკავშიროთ ბედი. მთავარია, არ ააჩქაროთ ადამიანი, თავად კი დაკვირვებული იყოთ მის მიმართ. სხვათა შორის, ეს საქმიან პარტნიორებსაც ეხება და მეგობრობასაც. მეგობარს არ ენდომება, რომ მის გამო თქვენ დარდობდეთ და განიცდიდეთ. ყველა სფეროში მოერიდეთ ყალბ ადამიანებს. ზოგიერთი კურო დაქორწინებას გადაწყვეტს, ზოგი დაქორწინებული კი - განქორწინებას. ზოგიც საქმიანობას შეიცვლის. გამორიცხული არაა, შეიცვალოთ ქალაქი, ქვეყანა. გადახედეთ თქვენს პირად ურთიერთობას. ისწავლეთ კომპრომისზე წასვლა. უნდა ისწავლოთ გაცემაც მიღებასთან ერთად.

    ტყუპი
    თუ თქვენ გვერდით არის ადამიანი, ვის მიმართაც ნამდვილი გრძნობა გაკავშირებთ, გამოუტყდით. გამორიცხული არაა, რომ სიამოვნება ხანმოკლე კავშირებმა, სექსუალურმა თავგადასავლებმა მოგანიჭოთ. მთავარია, რას გეუბნებათ გული და რას გრძნობთ ინტუიციურად. გაფრთხილდით ინტიმური სიახლოვისას უცხოსთან. მარტოხელებს გაქვთ ყველა შანსი, რომ ბედი დაუკავშიროთ იმ ერთადერთსა და განუმეორებელს. გამორიცხული არაა, რომანი გააბათ სამსახურში, მეგობართან ან თქვენზე სოციალურად მაღლა მდგომ ადამიანთან. რომანტიკული ნაცნობობა მოსალოდნელია ოფისში ან სამედიცინო დაწესებულებაში. გაზაფხულზე დაწყებული რომანი ხანგრძლივი იქნება. გამორიცხული არაა, მეორედ იქორწინოთ ადამიანზე, ვისაც ადრე დაშორდით ან მეორე ქორწინებაში უპირატესობა მიანიჭოთ ადამიანის ინტელექტის დონეს. თუ მოზრდილი შვილები გყავთ, დაქორწინება მათაც ელით.

    კირჩხიბი
    ძლიერ და ღრმა გრძნობებზე იქნებით მობილიზებული, ფლირტი და ერთდღიანი თავგადასავალი არ დაგაინტერესებთ. დაკვირვებული უნდა იყოთ, რომ რთული საკითხები მშვიდობიანად მოაგვაროთ. მიმართეთ რჩევისთვის გამოცდილ მეგობრებს. მათი დახმარებით მიზნების განხორციელებას შეძლებთ. მარტოხელები გაიცნობთ ადამიანს, რომლის გვერდითაც მოგინდებათ მთელი ცხოვრების გატარება. მეუღლესთან ურთიერთობა უნდა დაათბოთ. განქორწინებულები ნუ ფიქრობთ, რომ ბედნიერებაზე აღარ უნდა იფიქროთ, რომანტიკული ნაცნობობა ჯვრისწერამდეც კი მიგიყვანთ. გამორიცხული არაა, რომ რომანი გააბათ კოლეგასთან. მოერიდეთ ვამპირ ადამიანებთან კონტაქტს, გამოფიტვისა და დეპრესიის მეტს არაფერს მოგიტანთ. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება და-ძმებთან, ნათესავებთან. რომანტიკული შეხვედრა მოსალოდნელია წვეულებაზე ან საქმიან სფეროში, ან სამეგობროში. გამორიცხული არაა, დაქორწინდეთ შვილიან ადამიანზე. ხოლო, თუ შინ მოზრდილი შვილები გყავთ, ისინი დაქორწინდებიან ან მშობლები გახდებიან. ახალგაზრდა ბებია კირჩხიბმა შეიძლება შვილიშვილის დახმარებით გაიცნოთ თქვენი მომავალი მეორე ნახევარი.

    ლომი
    მთელ წელს რომანტიკულ გარემოში გაატარებთ. მოსალოდნელია ცვლილებები, საბედისწერო შეხვედრა. ამასთან, ზოგიერთ წყვილს მოუნდება თავისუფლება. სახლში მოერიდეთ დიქტატორობას, ლიდერობას, ჯიუტობას. იყავით მეტად რომანტიკული, შეინარჩუნეთ ქორწინება. შეყვარებული ლომების გულებში ვნებისა და ეჭვიანობის ცეცხლი დაინთება. თუ მარტოხელა ხართ, თქვენს მონათესავე სულს შეხვდებით. ოფიციალური ქორწინება დამყარებული იქნება საიმედოობაზე, მეგობრობასა და ვნებაზე. დაწყვილებულებს მოგინდებათ ექსპერიმენტები და თავგადასავლები. ზოგიერთმა შეიძლება ინტერნეტრომანი გააბათ. მიიზიდავთ ინტელექტუალურად განვითარებულ ადამიანს. ნაცნობობა შესაძლებელია სახლიდან შორს, - მივლინების ან მოგზაურობის დროს. თუ დაქორწინებული იყავით, წელს აჩქარებით მეორედ დაოჯახებას არ გირჩევთ, უმჯობესია, კარგად გაიცნოთ ადამიანი. გამორიცხული არაა, რომანი გააბათ ადამიანთან, ვისთანაც ადრე ერთად მუშაობდით. ახალი რომანი განგკურნავთ და ბევრსაც გასწავლით. თუ შვილის გაჩენას ფიქრობდით, ეს სურვილიც აგისრულდებათ. გლობალური ცვლილებები ელით ახლო ნათესავებს ცხოვრებაში. შეიძლება მსხვილი მემკვიდრეობა მიიღოთ, ნათესავისგან საჩუქრად მიიღოთ მიწის ნაკვეთი, ბინა. თუ აქამდე მშობლებთან ერთად ცხოვრობდით, ცალკე გადახვალთ ან არსებული ბინიდან მიიღებთ შემოსავალს, მაგალითად, გაქირავებით.

    ქალწული
    დაუვიწყარი რომანტიკული თავგადასავლები გელით. მამაკაცებისგან გადამეტებულ ყურადღებას იგრძნობთ. განსხვავებული ტიპაჟები გამოჩნდებიან თქვენს ცხოვრებაში და მათ გამო ხანდახან ზოგიერთ ასპექტში (ჩაცმის სტილი, გართობა) ცვლილების შეტანა მოგიწევთ. მთავარია, არსებულ პარტნიორს სამსახურის საქმეების გამო ყურადღება არ მოაკლოთ. თავისუფალ ნიშნებს უამრავი რომანტიკული შეხვერა გელით და უმეტესობა საბედისწერო იქნება. საბედოსთან შეხვედრა მარტში გელით. მიიღეთ გადაწყვეტილება გონებით და არა გულით. დაწყვილებულებმა მეტი დრო გაატარეთ პარტნიორის გვერდით. მეტად დაინტერესდით ერთმანეთის საქმეებით. დაქორწინებულები მოერიდეთ მეუღლის ღალატს. მსუბუქი ფლირტიც კი არ გეპატიებათ. ოჯახში კონფლიქტები დიპლომატიურად მოაგვარეთ. მეტად იზრუნეთ ოჯახის, სანათესაოს გამთლიანებაზე. გამორიცხული არაა, რომანი აღადგინოთ ყოფილთან. თუმცა, კვლავ დაქორწინებას არ გირჩევთ და არც თავად მოგინდებათ თავისუფლების დაკარგვა. გამორიცხული არაა, ერთ-ერთი მოგზაურობის დროს ბედი საზღვარგარეთ მცხოვრებს დაუკავშიროთ.

    სასწორი
    ბუნებით კომუნიკაბელი ხართ და რომანტიკული კავშირების გაბმა არ გაგიჭირდებათ. იყავით მომართული სერიოზულ ურთიერთობაზე. განსაკუთრებით, თუ წელიწადზე მეტია მარტოხელა ხართ. შეყვარებულები ოფიციალურ ქორწინებას გადაწყვეტთ. პარტნიორის მიმართ უნდა იყოთ ყურადღებიანი და მოსიყვარულე. გრძნობებზე უნდა იყოთ ორიენტირებული და არა ბანალურ სექსზე. პირად ცხოვრებაში უსიამოვნებებს ვერსად გაექცევით, მაგრამ ივნისის ბოლოდან ყველაფერს დაალაგებთ. გირჩევთ, პირად ურთიერთობაში არ ჩაახედოთ მეგობრები, ოჯახის წევრები. შეიძლება რომანი გააბათ საზოგადოებაში გავლენიან ადამიანთან ამ ასაკით უფროსთან, მაგრამ პირზე კლიტე უნდა დაიდოთ. ნაცნობობა მოსალოდნელია წვეულებაზე, კონფერენციაზე. ზოგმა კი შეიძლება განაახლოთ რომანი ყოფილთან. თქვენმა მეუღლემ შეიძლება ახალი სამსახური მიიღოს, დიდი ხელფასით. ყურადღებით უნდა იყოთ შვილების მიმართ. თუ დაქორწინებული ხართ, მატერიალურ მდგომარეობას მეუღლის საშუალებითაც გაიუმჯობესებთ. გამორიცხული არაა, მიიღოთ მემკვიდრეობა.

    მორიელი
    მარტოხელებს საინტერესო წელი გელოდებათ. უკვე გაზაფხულზე ელოდეთ სასიამოვნო ცვლილებებს. თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდება ადამიანი, ვინც დაგატკბობთ, გაგიხალისებთ ცხოვრებას, გაჩუქებთ სითბოს, სიყვარულს. დაწყვილებულებმა უნდა იფიქროთ თანაცხოვრებაზე, ბუდის მოწყობაზე, ურთიერთობის გასერიოზულებაზე. ზაფხულის დაწყებამდე იუპიტერი თევზებში, თქვენს მონათესავე სტიქიაში იქნება და მოგიტანთ სასიამოვნო ცვლილებებს, რომანტიკას. მგრძნობიარე გახდებით სხვათა სურვილების მიმართ. თუ წუნია ხართ, რომანტიკული შეხვედრები 2022 წლის ბოლომდე გელით. დიდი შეყვარებულების უმეტესობა დაქორწინებას გადაწყვეტს. აი, ახალდაწყვილებულებმა უმჯობესია, არ იჩქაროთ და ერთმანეთი უკეთ გაიცნოთ. ზაფხულში იზრუნეთ ჯანმრთელობაზე, კარიერულ წინსვლაზე. წლის მეორე ნახევრიდან დინამიკურობა მოიმატებს, მეტად კომუნიკაბელური გახდებით, რაც დადებითად იმოქმედებს თქვენს პირად ცხოვრებაზე. მოსალონელია რომანტიკული ნაცნობობა და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება.


    მშვილდოსანი
    თავისუფალმა ნიშნებმა მეტად უნდა მოინდომოთ, რომ დაწყვილდეთ, დაწყვილებულები კი ეცადეთ, შეინარჩუნოთ არსებული კავშირი. თავდაპირველად იზრუნეთ საკუთარი შეცდომების გამოსასწორებლად, კომპლექსების დასაძლევად. თუ დაწყვილება გსურთ, სახლში ნუ გამოიკეტებით. მეტი უნდა იკონტაქტოთ, იმოგზაუროთ. მთავარია, არ გააიდეალოთ ადამიანი. გაზაფხული საუკეთესოა სიყვარულისა და რომანტიკისთვის. მიხვდებით, რომ ბედნიერება და სიცოცხლის ხალისი დაგიბრუნდათ. 2022 წელს სასიყვარულო თავგადასავლები გელით და მზად იყავით. გაზაფხულის ბოლოდან ოქტომბრის ჩათვლით პირად ცხოვრებაში სიახლეებს ელოდეთ. შეიძლება გადაწყვიტოთ ძველი კავშირების აღდგენა. თუმცა, ახალი შეხვედრაც დაუვიწყარი იქნება. შემოდგომაზე ნუ გასცემთ დაპირებებს, რომლებსაც ვერ აასრულებთ. გირჩევთ დაიცვათ რეჟიმი, რეგულარულად დაისვენოთ, გამოიძინოთ. სასურველია, გათავისუფლდეთ მავნე ჩვევებისგან. ყველას უნდა მიუჩინოთ თავისი ადგილი. არაფერს არ უნდა შეუშინდეთ, თქვენი მმართველი პლანეტა იუპიტერი დაგეხმარებათ გათავისუფლდეთ კომპლექსებისგან. შემოდგომა საუკეთესო დროა რომანტიკული მოგზაურობისა და შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად.

    თხის რქა
    თქვენს ცხოვრებაში მოიმატებს რომანტიკული შეხვედრები. მამაკაცებისგან ყურადღებას იგრძნობთ. სამეგობრო წრეში გამოგიჩნდებიან საჭირო და საინტერესო ადამიანები. ზოგი კი საერთოდ გაქრება თქვენი ცხოვრებიდან. მოგინდებათ მშობლიური ბუდიდან გაფრენა და ცხოვრების დამოუკიდებლად დაწყება. წლის დასაწყისში საუკეთესო დროა ახალი რომანის დასაწყებად ან უკვე დაწყებულის გასავითარებლად. მარტოხელებმა მეტი დრო გაატარეთ საზოგადოებაში. ნაცნობობა მოსალოდნელია მგზავრობისას, წვეულებაზე. ნურც ინტერნეტნაცნობობაზე იტყვით უარს. იანვარი საუკეთესო დროა ფლირტისთვის. აი, თუ ხანგრძლივი კავშირი გსურთ, თებერვალს დაელოდეთ. დაწყვილებულებმა დაიტკბეთ ენა, როცა საყვარელ ადამიანს ელაპარაკებით. მაისში იუპიტერი გაგიძლიერებთ ინტერესს ოჯახური ცხოვრებისადმი. მოგინდებათ ოჯახის შექმნა. არსებულში სითბო და სიყვარული. ზაფხულში ოჯახთან ერთად გაემგზავრეთ დასასვენებლად. იყავით ლაღი და მოსიყვარულე. ზაფხული კარგი დროა უძრავი ქონების შესაძენად. გაიჩენთ ახალ მეგობრებს და მეორე ნახევარსაც. უარი არ თქვათ კულტურულ ღონისძიებაზე დასწრებაზე, ქალაქგარეთ გამგზავრებაზე. ზოგადად მგზავრობა კარგია წელს თქვენთვის. უარი არ თქვათ კულტურულ ღონისძიებაზე დასწრებაზე, პიკნიკებსა და ექსკურსიებზე.

    მერწყული
    წლის დასაწყისში ახალი რომანის განვითარებას ნუ ელით. თებერვალში ფარულ ურთიერთობას გააბამთ. ამის მიზეზი შეიძლება იყოს: დაოჯახებული ადამიანის შეყვარება, კოლეგა. ზაფხულში პარტნიორული ურთიერთობების, ქორწინების, რომანტიკული ურთიერთობების რადიკალურად შეცვლა მოგინდებათ. მამაკაცების ყურადღება და პატივისცემა არ მოგაკლდებათ. მარტივად გააბამთ სასურველ კავშირებს. დაწყვილებულებმა შეიძლება გაიგოთ მეუღლეზე საიდუმლო, რაც არ გესიამოვნებათ. ახალი ნაცნობობისთვის კარგი პერიოდი მარტის თვეა. ეს თვე დაუთმეთ გარეგნობის, იმიჯის შეცვლას. მოიმატებს თქვენი პოპულარობა მამაკაცებში. მაისში დაიწყეთ "სცენაზე გამოსვლა". გაიცნობთ საინტერესო, საჭირო ადამიანებს. აპრილში მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების შანსი მოგეცემათ. ივნისის ბოლოდან რომანტიკული შეხვედრების, სიურპრიზების პერიოდი გეწყებათ. უამრავ დადებით ემოციას მიიღებთ. დეკემბერში საყვარელი ადამიანის გამო ფულის ხარჯვა მოგიწევთ. მოგინდებათ საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, უძრავი ქონების, ავეჯის შეძენა, ბინის გარემონტება. გამორიცხული არაა, რომ ახალი ოჯახის წევრი შემოგემატოთ ან პირიქით, - მოზრდილმა შვილებმა დატოვონ მშობლიური სახლი.

    თევზები
    მოიმატებს ოპტიმიზმი. დაგილაგდებათ ურთიერთობა ყველა სფეროში. გახდებით მშვიდი და დალაგებული. თუ თავად ჰარმონიული იქნებით საკუთარ თავთან, გათვისუფლდებით შინაგანი შიშებისა და კომპლექსებისგან, საყვარელ ადამიანთანაც დაგილაგდებათ ურთიერთობა. უნდა შეძლოთ წარსული შეცდომების გამოსწორება, გაააცნობიეროთ თქვენი როლი ოჯახში, სამსახურში, საზოგადოებაში; გახდეთ მეტად თავდაჯერებული. დაივიწყეთ, გაუშვით ძველი წყენა, უსიამოვნებები მოიცილეთ გულიდან. არც კი დაკარგოთ დრო წარსულ უსაიმოვნებაზე ფიქრზე. გათავისუფლებული უფრო მეტს მიაღწევთ. ახალი რომანების, დაუვიწყარი შეხვედრების დრო თებერვლიდან გეწყებათ. მეტი დრო და მზუნველობა უნდა დაუთმოთ ოჯახს. გაითვალისწინეთ პარტნიორის სურვილები, მაგრამ ნურც საკუთარ თავს დაივიწყებთ. ეცადეთ, რომ ოჯახს მატერიალური პრობლემები არ შეექმნას. ახალდაშორებულებს ნუ გგონიათ, რომ "ცხოვრება დასრულდა", ახალი რომანის დაწყება გელით. შეიძლება თქვენი მეორე მომავალი ნახევარი თქვენ გვერდითაა, მაგრამ ჯერ ვერ ამჩნევთ მას. გაიჩენთ ნაცნობებს საზღვარგარეთ, გაეცნობით უცხო ქვეყნის კულტურას. საზღვარგარეთ გამგზავრების მიზეზი შეიძლება გახდეს მოქალაქეობა ან სიყვარული.

    წყარო: marao.ge
    77 ნახვა
    9-01-2022, 00:17