GOGA.TV
12 კარმული კანონი, რომლებიც მართავს ჩვენს ცხოვრებას - ის, რაც წარმატებასა და სიმშვიდეს მოგიტანთ
  • 12 კარმული კანონი, რომლებიც მართავს ჩვენს ცხოვრებას - ის, რაც წარმატებასა და სიმშვიდეს მოგიტანთ

    რა არის კარმა? სანსკრიტიდან ეს სიტყვა ითარგმნება, როგორც "მოქმედება". კარმა არის ნიუტონის კანონის ერთგვარი გამეორება, რომ ყველა მოქმედებას აქვს რეაქცია. როდესაც ვფიქრობთ, ვლაპარაკობთ ან ვმოქმედებთ, ამით ვიწვევთ შესაბამისი ძალის რეაქციას. ეს ძალა შეიძლება შეიცვალოს ან შეჩერდეს კიდეც, მაგრამ ადამიანები, როგორც წესი, ვერ ახერხებენ მის განეიტრალებას. თქვენ ვერ გაექცევით თქვენი ქმედებების შედეგებს, მაგრამ დაზარალდებით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თავად შექმნით ამის პირობას. კანონის იგნორირება არ გიხსნით პასუხისმგებლობას.

    რა უნდა იცოდეთ კარმული კანონების შესახებ, რათა შეწყვიტოთ შიში
    და გააცნობიეროთ თქვენი პოტენციალი?

    ურთიერთკავშირის კანონი
    ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული, ასე რომ, მაშინაც კი, თუ ჩვენი ქმედებები არათანმიმდევრულად გვეჩვენება, დაწყებული სამუშაო მაინც უნდა დასრულდეს. გახსოვდეთ, ყველაფერი ურთიერთდაკავშირებულია: მომავალი, აწმყო და წარსული.

    კაცობრიობის კანონი
    ცვლილებები გარდაუვალია. გახსოვდეთ, რომ ცვლილებების უარყოფა ყოველთვის სასარგებლო არ არის. მიიღეთ და გამოიყენეთ ისინი თქვენ სასარგებლოდ.

    განვითარების კანონი
    „სადაც უნდა წახვიდე, საკუთარ თავს ვერ დაშორდები“. როცა რაღაც რიგზე არ არის, უნდა ვეცადოთ, რომ მიზეზი საკუთარ თავში ვიპოვოთ და არ ვეძებოთ ის სხვა ადამიანებში, საგნებში ან გარემოებებში.

    დაბრუნების კანონი
    „რასაც დასთეს, იმას მოიმკი“. გსურთ იცხოვროთ ბედნიერებაში, მშვიდობაში, სიყვარულსა და მეგობრობაში? მაშინ იყავით მშვიდი, ბედნიერი, მზრუნველი და გულწრფელი მეგობარი. გახსოვდეთ, სამყარო ყოველთვის აბრუნებს იმას, რაც მას ეგზავნება.

    პასუხისმგებლობის კანონი
    ჩვენ ვართ ანარეკლი იმისა, რაც ჩვენ გარშემოა, ჩვენი გარემო კი საკუთარი თავის ანარეკლია. ჩვენ უნდა ვიყოთ პასუხისმგებელი იმაზე, რაც ხდება ჩვენს ცხოვრებაში.

    კონცენტრაციის კანონი
    რამდენიმე რამეზე ერთდროულად ფიქრი არ შეიძლება. კონცენტრირდით იმაზე, რაც თქვენთვის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია. ამით წარმატება გარდაუვალია.

    სტუმართმოყვარეობისა და კეთილშობილების კანონი
    თუ რაღაცის გულწრფელად გჯერათ, ის თქვენს ცხოვრებაში აუცილებლად მოხდება. ნუ დაგავიწყდებათ, რომ პოზიტიური გამოცდილება სხვებსაც გაუზიაროთ და სიკეთე არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ სხვებისთვისაც აკეთოთ.

    აქ და ახლა კანონი
    წარსულში მომხდარის გაანალიზებისა და იმაზე ფიქრისას, თუ რა გველოდება წინ, ჩვენ ბოლომდე ვერ გავამახვილებთ ყურადღებას იმაზე, რაც გვაქვს აქ და ახლა.

    ცვლილების კანონი
    ისტორია მეორდება იმდენჯერ, რამდენჯერაც საჭიროა, რათა ვისწავლოთ გაკვეთილი, რომელიც გვჭირდება ჩვენი გზის შესაცვლელად.

    მოთმინებისა და ჯილდოების კანონი
    ნებისმიერი ჯილდო, რომელსაც სამყარო გვიგზავნის, მოითხოვს ძალისხმევას. ღირებული ჯილდოს მიღება შეუძლებელია მოთმინებისა და შრომის გარეშე.

    მნიშვნელობისა და მოტივაციის კანონი
    თქვენ მიერ გაღებული ნებისმიერი ძალისხმევა ანაზღაურდება. რაღაცის ღირებულება თქვენი ენერგიისა და მისწრაფების პირდაპირი შედეგია. გახსოვდეთ, რომ სამყაროში არაფერი იკარგება.

    შემოქმედების კანონი
    ჩვენ და სამყარო ერთნი ვართ, როგორც გარეთ, ასევე შიგნით. ჩვენ გარეთ არსებული გარემო მიუთითებს ჩვენს შინაგან მდგომარეობაზე. ეცადეთ, გარშემორტყმული იყოთ იმით, რისი ნახვაც გსურთ თქვენს ცხოვრებაში.

    წყარო: marao.ge
    74 ნახვა
    9-01-2022, 00:21