GOGA.TV
10-16 იანვრის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
  • 10-16 იანვრის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

    ვერძი
    საინტერესო პროექტების განხორციელების პერიოდია. იყავით მოვლენების ცენტრში, ხშირად დაესწარით კულტურულ ღონისძიებებს. არ გაართულოთ დამოკიდებულება მათთან, ვისაც თქვენ წინსვლაში დახმარება შეუძლია.

    კურო
    ჩვეულ გრაფიკს - სახლი-სამსახური-სახლი - კიდევ ერთი ვალდებულება უნდა დაამატოთ: საზოგადო საქმეები ბევრ დროსა და ენერგიას წაგართმევთ, მაგრამ შექებასაც მიიღებთ. უქმეებზე მიზნების განხორციელებას შეძლებთ.

    ტყუპი
    შეიძლება შეამჩნიოთ, რომ ახლობლებში აფერისტი ადამიანები შემოგეპარათ. იყავით დაკვირვებული. სასიამოვნო ცვლილებები გელოდებათ პროფესიულ საქმიანობაში. ვალდებულებების მიუხე
    დავად, პაემანზე წასვლასაც მოახერხებთ.

    კირჩხიბი
    ემოციებს აყოლილს გაგიჭირდებათ სწორი გადაწყვეტილებების მიღება. სამსახურში დასაჩუქრება და მივლინება გელით. საქმიან პარტნიორებთან მეგობრული ურთიერთობა ჩამოგიყალიბდებათ. უქმეები ოჯახთან ერთად მხიარულად გაატარეთ.

    ლომი
    არ მოგინდებათ შეზღუდვებსა და წესებზე დამორჩილება, რის გამოც უსიამოვნებები არ აგცდებათ. საქმეების გამო პირადი ცხოვრებისთვის დრო აღარ დაგრჩებათ, მაგრამ საყვარელი ადამიანი სიურპრიზებით გაგანებივრებთ.

    ქალწული
    უფროსი ერთ თავისუფალ წუთსაც კი არ დაგიტოვებთ, მაგრამ რთულ თავსატეხებსაც მარტივად გაუმკლავდებით. უქმეებზე დაარეგულირეთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან.

    სასწორი
    ყველას დაუმტკიცებთ, რომ ქარაფშუტა არა ხართ და სარფიან საქმიან ხელშეკრულებას გააფორმებთ. წარმატება გელით შემოქმედებითი იდეების განხორციელებისას. პირად ურთიერთობაში სიურპრიზები და რომანტიკა გელით.

    მორიელი
    რაც უფრო დისციპლინირებული იქნებით, მით მეტ საქმეს შეასრულებთ. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება საქმიან პარტნიორებთან. რომანტიკული ნაცნობობა სასიამოვნოდ გაგრძელდება. უქმეები სუფთა ჰაერზე გაატარეთ.

    მშვილდოსანი
    სასიამოვნო პერიოდი დაგიდგათ, გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა; გაიცნობთ გავლენიან ადამიანებს, უფროსობა შეგაქებთ. შეიძლება მივლინებაში გაემგზავროთ ან მეგობრებთან ერთად უქმეებზე - ქალაქგარეთ.

    თხის რქა
    საინტერესო, დასამახსოვრებელი მოვლენებით აღსავსე კვირა გელით. შეხვედრების, ნაცნობობის პერიოდია. მიიღებთ ფინანსურ მხარდაჭერას ახალი პროექტების განსახორციელებლად. პირად ცხოვრებაში რომანტიკულ სიურპრიზებს ელოდეთ.

    მერწყული
    ამ კვირაში საკუთარ თავზე უნდა იზრუნოთ. სიურპრიზები გელით ფინანსურ სფეროში. პირად ცხოვრებაში მომხდარი მოვლენები შეიძლება სიზმარს ან ზღაპარს მიამსგავსოთ. უქმეებზე გამონახეთ დრო შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად.

    თევზები
    ამ კვირაში სიბრძნე და მოთმინება უნდა გამოავლინოთ. ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ. კარგი განწყობა ჩამოგიყალიბდებათ ბოსთან. მოითხოვეთ სამუშაო პირობების გაუმჯობესება.

    წყარო: marao.ge
    51 ნახვა
    10-01-2022, 14:15