GOGA.TV
როდის უნდა შევიჭრათ თმა და როდის უნდა ჩავიტაროთ მანიპულაციები სახეზე - 10-16 იანვრის სილამაზის კალენდარი
  • როდის უნდა შევიჭრათ თმა და როდის უნდა ჩავიტაროთ მანიპულაციები სახეზე - 10-16 იანვრის სილამაზის კალენდარი

    მზარდი მთვარის კვირაა, მაგრამ გონების მმართველი პლანეტა მერკური რეტროგრადული ხდება 14 იანვარს (4 თებერვლამდე). ეს პერიოდი გამოიყენეთ საქმეების, პროექტების, ნივთების გადასაკეთებლად, გამოსასწორებლად. ვენერა ისევ რეტროგრადულია, 29 იანვრამდე. ამიტომ სილამაზის პროცედურების ჩატარებას, ძვირად ღირებული და საიუველირო ნივთების შეძენას არ გირჩევთ.

    10 იანვარი, მთვარე 18:51-ზე გადავა კუროში, მანამდე იქნება ვერძში

    მთვარე ვერძში: მოიმატებს მოძრაობის, აქტიურობის, რამის კეთების სურვილი. ამასთანავე, სიფრთხილე გვმართებს და განსაკუთრებით, მჭრელ საგნებთან. მოერიდეთ ტრავმებს. კარგია სპორტი, ცურვა, ნებისმიერი აქტიურობა. გაუფრთხილდით თავს.

    კარგია - თმის
    ნიღბის, თავის მასაჟის გაკეთება, სახისა და კანის სასარგებლო ბალახეულის ყინულით გაწმენდა.

    ცუდია - არ გაცივდეთ, არ გაიციოთ თავი, ცხვირ-პირი. მოერიდეთ სახეზე ოპერაციას, სილამაზის ნემსების გაკეთებას, ყურების გახვრეტასა და კბილების გეგმურ მკურნალობას.

    მთვარე კუროში: კარგი დღეა კოსმეტოლოგთან ჩასაწერად, თავისა და სახის კანის კვებისთვის. თმის შეღებვა. გემრიელობის ჭამით გაგიუმჯობესდებათ განწყობა, სასარგებლოა - თევზი და ზღვის პროდუქტები.

    კარგია - მკვებავი ნიღბების გაკეთება, წარბების კორექცია, პილინგი, სკრაბი, პარაფინის პროცედურები, თმის შეღებვა.

    ცუდია - მოერიდეთ ნებისმიერ მანიპულაციას ტუჩებზე, ყელის გაციებას ან გადატვირთვას (თუნდაც, ხმამაღალი ლაპარაკით). პროცედურებით არ ჩაერიოთ კისრისა და ყელის ზონებში. არ მიიღოთ ცივი სასმელები და საკვები.

    13 იანვარი, მთვარე 07:08-დან ტყუპშია

    კარგია სუფთა ჰაერზე სეირნობა. მოიმატებს ინფორმაციის გაცვლის, ურთიერთობისა და გადაადგილების სურვილი. მოუფრთხილდით ხელებს, ფილტვებს.

    კარგია - სუნთქვითი ვარჯიში, მასაჟი, არომათერაპია. შეგიძლიათ გაიკეთოთ პირსინგი, ტატუ.

    ცუდია - მანიკიური, ფრჩხილების დაგრძელება, ნებისმიერი მანიპულაცია ხელებთან.

    15 იანვარი, მთვარე 14:40-ზე ესტუმება კირჩხიბს

    იმატებს მგრძნობელობა და ემოციურობა. დიასახლისებს საჭმელი გამოსდით განსაკუთრებით გემრიელი. სასარგებლოა პურისა და სხვა ფქვილეულის გამოცხობა. არ გადატვირთოთ კუჭი.

    კარგია - აბაზანის მიღება. კარგ შედეგს მოგიტანთ დამატენიანებელი კრემების გამოყენება. შეგიძლიათ გაიკეთოთ პირსინგი, ტატუ.

    ცუდია - კუჭის გამოკვლევა, ნებისმიერი მანიპულაცია მკერდის და საშვილოსნოს ზონასთან, ტყუილის თქმა.

    წყარო: marao.ge
    47 ნახვა
    10-01-2022, 14:17