GOGA.TV
რომელი პლანეტა განსაზღვრავს 2022 წელს ჩვენს ბედს და რა უნდა გაითვალისწინოს თითოეულმა ნიშანმა სასიყვარულო ურთიერთობაში
  • რომელი პლანეტა განსაზღვრავს 2022 წელს ჩვენს ბედს და რა უნდა გაითვალისწინოს თითოეულმა ნიშანმა სასიყვარულო ურთიერთობაში

    ორი ძალიან რთული წლის შემდეგ, რომლებიც ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია შიშით გაიხსენოს, აუცილებელია კვლავ მომავლის რწმენა დაგვიბრუნდეს, დავსახოთ გეგმები და მიზნები. სამყარო შეიცვალა, მაგრამ ისეთივე ახალი შესაძლებლობა იხსნება ჩვენ წინაშე, როგორც ადრე. იქნება დიდი ცვლილება და შთაგონებები, რადგანაც 2022 წლის პირველ თვეებში იუპიტერი სამ სხვა პლანეტას დაუკავშირდება - და ეს იქნება შთაგონება, ახალი მიმართულება, რომელიც ჩვენ, ყველას გვჭირდება.

    პირველი ურთიერთქმედება ურანთან ხდება. იუპიტერი და ურანი ერთად ფეთქებადი კომბინაციაა ( ისინი ძალიან აქტიურები იყვნენ გასული წლის დასაწყისში იყვნენ); მაგრამ მათი კომბინაცია 2022 წელს გაცილებით უფრო მშვიდია. მეტიც, ციკლი, რომელიც 2010 წელს დაიწყო, დასასრულს უახლოვდება. ეს პლანეტარული წყვილი გვეხმარება გადაწყვიტოთ: რა არის წარსულიდან სასარგებლო, რისი შენახვა ღირს და რა შეიძლება უსაფრთხოდ დავტოვოთ? ეს არის გადახედვის დრო და, შესაძლოა, მკაცრი გადაწყვეტილებების პერიოდი, როდესაც ჩვენ უარს ვიტყვით იმ ნივთებსა და ურთიერთობებზე, რაც ნამდვილად გვსიამოვნებდა 2010-იან წლებში.

    იუპიტერისა და ნეპტუნის შეერთება 12 აპრილს მოხდება და ეს არის წლის ყველაზე მნიშვნელოვანი პლანეტარული მოვლენა. თუმცა, მისი გავლენა შეიძლება მხოლოდ მრავალი თვის შემდეგ გამოჩნდეს. ნეპტუნი შთაგონებისა და ახალი იდეების პლანეტაა; გამოჩნდება, რა გვახარებს და რისკენ ვისწრაფვით. იუპიტერი დადებით ენერგიასთან ერთად, ახალ სტილს, ახალ ჟღერადობასა და პიროვნული ფასეულობების ახალ კომპლექტს ქმნის. იუპიტერი და ნეპტუნი ასე ხვდებიან ყოველ 13 წელიწადში ერთხელ და ერთად კრეატიული იდეების ახალ ტალღას ქმნიან, რომლებიც ყველაზე ხშირად ფერწერისა და მუსიკის საშუალებით გამოიხატება. ამჯერად ისინი გაერთიანდებიან თევზებში - ნიშანი, რომელშიც ორივე პლანეტა ყველაზე ძლიერია, ამიტომ ეფექტი ძალიან შესამჩნევი უნდა იყოს. ამიტომ, 2022 წელს თევზებს მნიშვნელოვანი ცვლილებები ელით.

    იუპიტერის ბოლო კონტაქტი ამ წელს პლუტონთანაა. მეორე პლანეტა მაქსიმალურად აძლიერებს პირველის ისედაც დიდ ენერგიას. ეს წყვილი ერთად ქმნის ველურ და უგუნურ განცდას - ყველაფერი ან არაფერი. წელს მათი ციკლის საწყისი ეტაპის მომსწრენი ვართ; მომენტი, როდესაც ორივე პლანეტა საკმაოდ თავშეკავებულად ეუბნება ერთმანეთს "დილა მშვიდობისა". ძლიერი, მაგრამ არა უკონტროლო იმპულსია. ეს გვეუბნება, რომ დროა, გავბედოთ და წინ წავიდეთ მას შემდეგ, რაც ბოლო ორი წელი შიშსა და სისულელეში გავატარეთ. კვლავ უნდა გავბედოთ გარისკვა, მაგრამ ამავე დროს არ ვეცადოთ ერთდროულად ბევრი რამის გაკეთება. ეს მხოლოდ დასაწყისია და წლის განმავლობაში ბევრი ცვლილება იქნება.

    2022 წელს კიდევ რაღაც გველოდება: დიდი პლანეტები აყალიბებენ მთელი ეპოქის განწყობას, მაგრამ პატარა პლანეტები ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას ქმნიან. ეს განსაკუთრებით ეხება ვენერასა და მარსს, რომელთა მუდმივად ცვალებადი ცეკვა ჩვენი სასიყვარულო ურთიერთობის ფონური მუსიკაა. როგორც წესი, როდესაც ეს ორი ერთად ხვდება, მხოლოდ რამდენიმე დღეა სასიყვარულო ურთიერთობებისთვის განსაკუთრებით ხელსაყრელი. 2022 წელს ისინი ორი თვის განმავლობაში რჩებიან ახლოს: თებერვალსა და მარტში. ეს კი შესანიშნავი დროა ღრმა და ხანგრძლივი ურთიერთობებისთვის. იმავე პერიოდში იუპიტერისა და ნეპტუნის შთამაგონებელი ეფექტით, ამ კავშირის შედეგს დიდი პერსპექტივა აქვს.

    წყარო: marao.ge
    55 ნახვა
    11-01-2022, 03:47