GOGA.TV
როგორი დაქალობა შეუძლია ზოდიაქოს ამა თუ იმ ნიშანს
  • როგორი დაქალობა შეუძლია ზოდიაქოს ამა თუ იმ ნიშანს

    შერ­ჩე­ვის თემა ნე­ბის­მი­ე­რი ჩვენ­გა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში ერ­თობ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რა­მაა. თუმ­ცა სა­ი­მი­სოდ, რომ არ­ჩე­ვან­ში არ შევ­ცდეთ, ან ჩვენს მე­გობ­რებ­თან უფრო გაგ­ვი­ად­ვილ­დეს ურ­თი­ერ­თო­ბა სა­სურ­ვე­ლია, გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ ამა თუ იმ კონ­კრე­ტუ­ლი მე­გობ­რის ზო­დი­ა­ქოს ნი­შა­ნი. იმი­ტომ რომ ზო­დი­ა­ქოს სხვა­დას­ხვა ნიშ­ნით და­ბა­დე­ბულ ქა­ლებს სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რი მე­გობ­რო­ბა შე­უძ­ლი­ათ.

    ასე მა­გა­ლი­თად, და­ქა­ლი ვერ­ძი ყო­ველ­თვის და­ი­ცავს თქვენს ინ­ტე­რე­სებს მა­ში­ნაც კი, როცა თქვენ აშ­კა­რად მტყუ­ა­ნი იქ­ნე­ბით. ამას­თან ერ­თად, იგი­ვეს მო­ე­ლის თქვენ­გა­ნაც.

    და­ქა­ლი კურო სა­ი­მე­დოს საყ­რდე­ნი იქ­ნე­ბა თქვენ­თვის მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კუ­თხით. ნაკ­ლი ის აქვს, რომ სა­შინ­ლად ჯი­უ­ტი და ზან­ტია პე­რი­ო­დუ­ლად.

    და­ქა­ლი ტყუ­პი მხი­ა­რუ­ლი და მრა­ვალ­მხრი­ვია, აქვს ნიჭი ხა­სი­ა­თი გა­მო­გი­კე­თოთ. თუმ­ცა მას­ზე დაყ­რდნო­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია. პე­რი­ო­დუ­ლად გა­მო­ირ­ჩე­ვა უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით.

    და­ქა­ლი კირჩხი­ბი დე­და­სა­ვით იზ­რუ­ნებს თქვენ­ზე. და­გა­პუ­რებთ და მო­გივ­ლით ხოლ­მე. მაგ­რამ ახა­სი­ა­თებს ზედ­მე­ტი "მო­წე­ბე­ბა" და მისი ზრუნ­ვა ხში­რად სუ­ლის ხუთ­ვას ემ­სგავ­სე­ბა.

    და­ქა­ლი ლომი წარ­მა­ტე­ბით გა­ზი­ა­რებთ სტი­ლი­სა და ელე­გან­ტუ­რო­ბის გაკ­ვე­თი­ლებს, ყო­ველ­თვის და­გი­ცავთ და მხარ­ში ამო­გიდ­გე­ბათ. ნაკ­ლი ის აქვს, რომ ვერ აი­ტანს, თუკი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მას­ზე უფრო მეტ ყუ­რა­დღე­ბას და­იმ­სა­ხუ­რებთ.

    და­ქა­ლი ქალ­წუ­ლი პრაგ­მა­ტუ­ლი, ჭკვი­ა­ნი და მზრუნ­ვე­ლია. ყო­ველ­თვის მოგ­ცემთ სა­ჭი­რო რჩე­ვებს. მისი ნაკ­ლი გა­და­მე­ტე­ბუ­ლი კრი­ტი­კაა, რაც ხში­რად გა­გა­ღი­ზი­ა­ნებთ.

    და­ქა­ლი სას­წო­რი რო­მან­ტი­კუ­ლი და მო­სიყ­ვა­რუ­ლეა. კარ­გი მსმე­ნე­ლი და კომ­პა­ნი­ო­ნია ასე­ვე. ნაკ­ლი კი ის აქვს, რომ მუდ­მი­ვად უჭირს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა და როცა აჩ­ქა­რებთ ჯი­უ­ტობს ხოლ­მე.

    და­ქა­ლი მო­რი­ე­ლი რთუ­ლი ხა­სი­ა­თი­საა, მაგ­რამ იცის ერ­თგუ­ლე­ბის ფასი. ნაკ­ლი ის აქვს, რომ სა­შინ­ლად ენამ­წა­რეა და არც მი­ყე­ნე­ბულ წყე­ნას ივი­წყებს.

    და­ქა­ლი მშვილ­დო­სა­ნი გუ­ლუხ­ვი, კე­თი­ლი და მხი­ა­რუ­ლია. შე­უძ­ლია თქვენს და­სახ­მა­რებ­ლად სა­კუ­თა­რი ინ­ტე­რე­სე­ბიც კი და­ა­ზა­რა­ლოს. მისი ნაკ­ლი ზედ­მე­ტი პირ­დაპ­რო­ბაა, რა­საც ხში­რად უთ­ვლი­ან უტაქ­ტო­ბა­ში.

    და­ქა­ლი თხის რქა მო­ზო­მი­ლი, წინ­და­ხე­დუ­ლი და სა­ი­მე­დო და­ქა­ლია. მისი იმე­დი ყვე­ლა­ფერ­ში შე­იძ­ლე­ბა გქონ­დეთ. ნაკ­ლი ის აქვს, რომ პე­რი­ო­დუ­ლად იცის გა­ჯი­უ­ტე­ბა.

    და­ქა­ლი მერ­წყუ­ლი ნამ­დვი­ლი და­ქა­ლია, ნამ­დვი­ლი მე­გო­ბა­რი. გო­ნი­ე­რი და სა­ინ­ტე­რე­სო მო­სა­უბ­რე. თუმ­ცა ნაკ­ლიც აქვს - ზედ­მე­ტი ექ­სტრა­ვა­გან­ტუ­რო­ბა და ეგო­იზ­მი.

    და­ქა­ლი თევ­ზე­ბი თქვე­ნი მე­სა­ი­დუმ­ლე და­ქა­ლია. მას ან­დო­ბენ ხოლ­მე ყვე­ლა­ზე სა­მარ­ცხვი­ნო სა­ი­დუმ­ლო­ე­ბებს. ნაკ­ლი ის აქვს, რომ დაბ­ნე­უ­ლია და თუ არ გა­აფრ­თხი­ლებთ, შე­საძ­ლოა, თქვე­ნი სა­ი­დუმ­ლო სად­მე წა­მოს­ცდეს.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    48 ნახვა
    12-01-2022, 02:25