7
კიევური მშრალი მურაბა
  • კიევური მშრალი მურაბა

    მშრალი მურაბა - შესანიშნავი ტკბილეულია ბავშვებისთვის, გამოიყენება ცხობისას და ტორტების მოსართავად. 2,5 კგ კენკრისგან გამოდის დაახლოებით 1,75 კგ მშრალი მურაბა.
    ინგრედიენტები
    კენკრა - 2,5 კგ
    წყალი - 2 ლ
    შაქარი - 1,25 კგ

    მომზადების წესები
    კენკრა გაარჩიეთ, გარეცხეთ, ბალს და ალუბალს გამოაცალეთ კურკები, გარეცხეთ. მოათავსეთ კენკრა ჯამში, დააყარეთ შაქარი და გააჩერეთ ერთო საათით, რატა გამოუშვას წვენი.
    ერთ საათში გადაიტანეთ კენკრა საწურზე. წვენი, რაც კენკრისგან დაიწურება, არ გადაღვაროთ, დაუმატეთ წყალი, დადგით ცეცხლზე და ხარშეთ 5-7 წუთის განმავლობაში, პერიოდულად მოხადეთ ქაფი.
    დაასხით ცხელი სიროპი და გააჩერეთ 3-4 საათით. შემდეგ კვლავ გადაუღვარეთ სიროფი და კვლავ აადუღეთ. დაასხით ისევ ცხელი სიროფი და კიდევ გააჩერეთ 3 საათი. გაიმეორეთ ეს პროცედურა 2 -ჯერ. რათა კენკრას კარგად გაუჯდეს სიროფი.
    გადაუღვარეთ ბოლოჯერ სიროფი, ხოლო კენკრა გაშალეთ პერგამენტდაფენილ ხის ზედაპირზე. მოათვსეთ 5-6 საათი 40-50 გრადუსზე გახურებულ ღუმელში გამოსაშრობად. ასევე შეგიძლიათ გააშროთ მზეზე, ამ შემთხვევაში გადააფარეთ კენკრას მარლა. გამომშრალი კენკრა ამოავლეთ შაქარში.
    1 531 ნახვა
    23-07-2018, 23:10
    google analytics