GOGA.TV
მერწყულის სასიყვარულო ასტროპროგნოზი - ვისთან ექნება მას იდეალური პარტნიორული ურთიერთობა?
  • მერწყულის სასიყვარულო ასტროპროგნოზი - ვისთან ექნება მას იდეალური პარტნიორული ურთიერთობა?

    ჰაერის სტიქიის წარმომადგენელ მერწყულისთვის, რომელსაც ურანი მართავს და თავისუფლების გარეშე სუნთქვა უჭირს, ვარსკვლავები საუკეთესო პარტნიორად მერწყულს, სასწორს, ტყუპებს და მშვილდოსანს მიიჩნევენ.

    მერწყული და სასწორი
    ჰაერის სტიქიის წარმომადგენელ წყვილს ბევრი თავგადასავალი და მხიარულება ელის. ორივეს უყვარს გართობა, ბევრი სიცილი და ჯანსაღი ემოციები. რთულია მათი გაბრაზება და თუ მაინც მოხდა აზრთა სხვადასხვაობა, გარკვეულ დათმობებზე წასვლა ორივეს მოუწევს.

    მერწყული და მერწყული
    როდესაც ორი მერწყული წყვილდება, ისინი სწრაფად პოულობენ საერთო ენას, აქვთ მსგავსი ინტერესის სფერო. კავშირი არის მშვიდი და
    მშვიდობისმოყვარე, თუმცა ბარიერების გადასალახავად ორივემ გულმოდგინედ უნდა იშრომოს.

    მერწყული და ტყუპები
    ტყუპები და მერწყული ჰაერის ორი ნიშანია, რომელთა უდარდელი სულები და მხიარული ბუნება ქმნის ძლიერ თავდაპირველ მიმზიდველობას. ამ ორს ბევრი სალაპარაკო ექნება, რადგან ორივეს აინტერესებს კულტურული თემების ფართო სპექტრი და ორივეს უყვარს სამყაროს ანალიზი.

    მერწყული და მშვილდოსანი
    მშვილდოსანი და მერწყული იზიარებენ ცხოვრების ლტოლვას, რომელიც მყისიერ მიზიდულობას იწვევს. ორივე ნიშანს სურს, რომ დამოუკიდებლობა შეინარჩუნოს. იმის გამო, რომ მშვილდოსანი და მერწყული მზად არიან ერთმანეთის მიმართ გახსნილები იყვნენ, ისინი აღმოაჩენენ, რომ მათი ცხოვრება სავსეა გასაოცარი მოვლენებით.

    მარიამ ყაველაშვილი

    წყარო: marao.ge
    96 ნახვა
    20-01-2022, 00:18