GOGA.TV
თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი მშვილდოსნებისთვის
  • თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი მშვილდოსნებისთვის

    აქ­ტი­უ­რი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის თვეა. გახ­შირ­დე­ბა მი­მო­წე­რა, ზა­რე­ბი, ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის მი­ღე­ბა. გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა მოგ­ზა­უ­რო­ბა, მივ­ლი­ნე­ბა. და­უ­მე­გობ­რდე­ბით გავ­ლე­ნი­ან ადა­მი­ა­ნებს. ამ­ბი­ცი­უ­რო­ბა ყვე­ლა სირ­თუ­ლეს და­გაძ­ლე­ვი­ნებთ. აქვე უნდა გა­გაფრ­თხი­ლოთ, ჯი­უ­ტად სა­კუ­თა­რი აზ­რის მტკი­ცე­ბას ყო­ველ­თვის არ მო­აქვს სი­კე­თე. ის­წავ­ლეთ დათ­მო­ბა­ზე წას­ვლა. იყა­ვით მე­ტად ტაქ­ტი­კუ­რი, დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი და მი­ნი­მუ­მამ­დე შე­ამ­ცი­რებთ კონ­ფლიქ­ტებს.

    სწავ­ლა, ბიზ­ნე­სი, კონ­ტაქ­ტე­ბი
    თვის და­სა­წყის­ში უამ­რა­ვი და­ვა­ლე­ბა გექ­ნე­ბათ შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი. უნდა მი­ი­ღოთ სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი მი­ღე­ბა. გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა, რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნის მა­გივ­რად მო­გი­წი­ოთ მუ­შა­ო­ბამ, მაგ­რამ ჯილ­დო­საც შე­სა­ფე­რისს მი­ი­ღებთ. გახ­შირ­დე­ბა შეხ­ვედ­რე­ბი საქ­მი­ან პარტნი­ო­რებ­თან, თათ­ბი­რე­ბი. ყვე­ლა შან­სი გა­მო­ი­ყე­ნეთ თვით­გან­ვი­თა­რე­ბის­თვის, წინსვლის­თვის. ზო­გი­ერ­თი შე­იც­ვლით სამ­სა­ხურს, უკე­თეს თა­ნამ­დე­ბო­ბას მი­ი­ღებთ. კარ­გი შე­დე­გე­ბი გექ­ნე­ბათ მათ, ვინც სწავ­ლობთ. ფული ზო­მი­ე­რად და გა­აზ­რე­ბუ­ლად ხარ­ჯეთ, შე­მო­სავ­ლის გაზ­რდას ნუ ელით. შე­იძ­ლე­ბა ფული დაგ­ჭირ­დეთ აუ­ცი­ლე­ბე­ლი ნივ­თე­ბის სა­ყიდ­ლად.

    ფული და სიყ­ვა­რუ­ლი
    თე­ბერ­ვალ­ში ცხოვ­რე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვან ად­გილს სამ­სა­ხუ­რი და­ი­კა­ვებს. რო­მან­ტი­კის­თვის დრო თით­ქმის არ დაგ­რჩე­ბათ. რო­მან­ტი­კუ­ლი ნაც­ნო­ბო­ბა და ურ­თი­ერ­თო­ბის გაბ­მა კი გე­ლით, მაგ­რამ ხან­მოკ­ლე იქ­ნე­ბა და იმედ­გაც­რუ­ე­ბის მეტს არა­ფერს და­გი­ტო­ვებთ. თუმ­ცა, სექ­სუ­ა­ლუ­რი თავ­გა­და­სავ­ლე­ბი მო­სა­ლოდ­ნე­ლია. და­წყვი­ლე­ბუ­ლებს საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის გამო ფი­ნან­სუ­რი ხარ­ჯი მო­გე­მა­ტე­ბათ. საქ­მე­ე­ბის გამო საყ­ვა­რელ ადა­მი­ანს თავს ნუ მო­ა­ნატ­რებთ.

    ჯან­მრთე­ლო­ბა
    საქ­მე­ე­ბი­სა და ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სას ნურც დას­ვე­ნე­ბას და­ი­ვი­წყებთ. იზ­რუ­ნეთ იმი­ჯის, ფი­ზი­კუ­რი ფორ­მის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე. მე­ტად მო­უფრ­თხილ­დით ხერ­ხე­მალს, კი­სერს. გან­სა­კუთ­რე­ბით, თუ მჯდო­მა­რე სამ­სა­ხუ­რი გაქვთ. ზო­მი­ე­რი ფი­ზი­კუ­რი დატ­ვირ­თვა კარგ შე­დეგს მო­გი­ტანთ.

    პირ­ვე­ლი თე­ბერ­ვლის შემ­დეგ უამ­რავ ადა­მი­ანს გა­იც­ნობთ პი­რა­და­დაც და ვირ­ტუ­ა­ლუ­რა­დაც. და­აკ­ვირ­დით მი­ღე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას. გა­მო­ყა­ვით დას­ვე­ნე­ბის­თვის გან­სა­ზღვრუ­ლი დრო. მო­ე­რი­დეთ ფსი­ქო­ლო­გი­ურ და­ძა­ბუ­ლო­ბას.

    16 თე­ბერ­ვლის შემ­დეგ ცვლი­ლე­ბე­ბი გე­ლით საქ­მი­ა­ნო­ბა­შიც და კონ­ტაქ­ტებ­შიც. მოხ­დე­ბა ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­და­ფა­სე­ბა, მო­გინ­დე­ბათ სუ­ლი­ე­რი ზრდა. და­უთ­მეთ მეტი დრო თვით­გან­ვი­თა­რე­ბას. ჩა­ე­წე­რეთ სას­წავ­ლო კურ­სებ­ზე.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    97 ნახვა
    21-01-2022, 13:22