GOGA.TV
თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი სასწორებისთვის
  • თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი სასწორებისთვის

    თა­მა­მი იდე­ე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბის თვე და­გიდ­გათ. ვერ გე­ტყვით, რომ ყვე­ლა­ფერს მარ­ტი­ვად მი­ი­ღებთ, მაგ­რამ, თუ მო­ინ­დო­მებთ და ძა­ლებს არ და­ი­შუ­რებთ, სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გებს მი­აღ­წევთ. საქ­მე­ებ­ზე, მიზ­ნე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ზე იყა­ვით ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, გარ­თო­ბის დრო კი მთე­ლი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­გე­ცე­მათ. თუ სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ებს უგუ­ლე­ბელ­ყოფთ, ოჯა­ხის წევ­რებ­თან კა­მა­თი არ აგ­ცდე­ბათ. სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო პრობ­ლე­მე­ბი თა­ვი­სით არ მოგ­ვარ­დე­ბა. უნდა და­ი­ვი­წყოთ აზარ­ტუ­ლი გა­სარ­თო­ბი და მავ­ნე ჩვე­ვე­ბი.

    სწავ­ლა, ბიზ­ნე­სი, კონ­ტაქ­ტე­ბი
    თვის და­სა­წყის­ში მე­ტად იქ­ნებთ ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სი­ა­მოვ­ნე­ბის მი­ღე­ბა­ზე, დას­ვე­ნე­ბა­ზე. მარ­ტი­ვად შეძ­ლებთ შე­მოქ­მე­დე­ბი­თი იდე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას. აი, შუა თე­ბერ­ვლი­დან და საქ­მე­ე­ბიც მო­გე­მა­ტე­ბათ და ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბიც. თვის და­სა­წყის­ში უმ­ჯო­ბე­სია, და­ას­რუ­ლოთ და­წყე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბი, მერ­კუ­რი რეტ­როგ­რა­დუ­ლია. იყა­ვით დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი სა­ბუ­თე­ბის შედ­გე­ნი­სას, მგზავ­რო­ბი­სას. და­ი­ცა­ვით ზო­მი­ე­რე­ბა ფუ­ლის ფლან­გვი­სას. თვის ბო­ლოს ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა საქ­მი­ა­ნო­ბა შე­იც­ვა­ლოთ. არ გირ­ჩევთ გა­ურ­კვე­ველ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში შე­ბი­ჯე­ბას, უმ­ჯო­ბე­სია, გქონ­დეთ ყვე­ლა­ფე­რი დე­ტა­ლუ­რად გათ­ვლი­ლი ან სა­თა­და­რი­გო ვა­რი­ან­ტი.

    ფული და სიყ­ვა­რუ­ლი
    და­წყვი­ლე­ბუ­ლე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში ჰარ­მო­ნია და­ი­სად­გუ­რებს. უფრო მე­ტიც, ნა­თე­სა­ვებ­თა­ნაც კი გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დე­ბათ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. თე­ბერ­ვალ­ში მშვი­დო­ბით და­ას­რუ­ლებთ ყვე­ლა უსი­ა­მოვ­ნე­ბა­სა და კონ­ფლიქტს. მათი დახ­მა­რე­ბა დაგ­ჭირ­დე­ბათ, როცა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა დაგ­ჭირ­დე­ბათ. დიპ­ლო­მა­ტი­უ­რად და­ი­ცა­ვით თქვე­ნი უფ­ლე­ბე­ბი. არ მის­ცეთ ნა­თე­სა­ვებს უფ­ლე­ბა, რომ მათი პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა და­გა­ვა­ლონ. თე­ბერ­ვალ­ში გა­მო­ნა­ხეთ დრო, რომ ოჯახ­თან ერ­თად და­ის­ვე­ნოთ, და­იგ­რო­ვოთ სა­სი­ა­მოვ­ნო მო­გო­ნე­ბე­ბი. მარ­ტო­ხე­ლებს სე­რი­ო­ზუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი გე­ლით. ახა­ლი რო­მა­ნი ხან­გრძლი­ვი არა, მაგ­რამ და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი ნამ­დვი­ლად იქ­ნე­ბა. გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა, თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში დაბ­რუნ­დეს ადა­მი­ა­ნი, ვის­თა­ნაც ადრე არ აგე­წყოთ ურ­თი­ერ­თო­ბა.

    ჯან­მრთე­ლო­ბა
    ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა თქვენს ემო­ცი­ებ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ის­წავ­ლეთ დას­ვე­ნე­ბა, სა­სი­ა­მოვ­ნო­ზე ფიქ­რი. ნუ იყ­რით ჯავრს ნა­თე­სა­ვებ­ზე. თუ ვარ­ჯიშს ვერ ახერ­ხებთ, ფე­ხით მა­ინც ისე­ირ­ნეთ. სუფ­თა ჰა­ერ­ზე ერ­თსა­ა­თი­ა­ნი სი­ა­რუ­ლი გა­გი­უმ­ჯო­ბე­სებთ ძილს, ნივ­თი­ე­რე­ბა­თა ცვლას, მო­გა­ცი­ლებთ ზედ­მეტ კი­ლოგ­რა­მებს. კარგ შე­დეგს მო­გი­ტანთ მა­სა­ჟი. კვე­ბის რა­ცი­ო­ნი­დან გა­მო­რი­ცხეთ შე­ბო­ლი­ლი და ცხა­რე.

    პირ­ვე­ლი თე­ბერ­ვლის შემ­დეგ დას­ვე­ნე­ბის, ფლირ­ტის დრო და­გიდ­გე­ბათ. და­ი­წყეთ შე­მოქ­მე­დე­ბი­თი იდე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. მე­ტად და­ის­ვე­ნეთ სუფ­თა ჰა­ერ­ზე, გა­ემ­გზავ­რეთ საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან ერ­თად ქა­ლაქ­გა­რეთ.

    16 თე­ბერ­ვლის შემ­დეგ უნდა გა­აქ­ტი­ურ­დეთ. თქვე­ნი დახ­მა­რე­ბა დას­ჭირ­დე­ბათ მე­გობ­რებს, ნა­თე­სა­ვებს. უნდა გა­და­ხე­დოთ ზო­გი­ერთ კავ­შირს და გა­წყვი­ტოთ, დას­ვათ სა­ბო­ლოო წერ­ტი­ლი. ნუ გახ­დე­ბით დო­ნო­რი მათ­თვის, ვის­გა­ნაც სა­პა­სუ­ხოდ ვე­რა­ფერს იღებთ. ნუ იდარ­დებთ, ახალ ნაც­ნო­ბებს სწრა­ფად გა­ი­ჩენთ.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    76 ნახვა
    22-01-2022, 00:06