7
7
ათი წელი რუსეთ-საქართველოს ომიდან

ათი წელი რუსეთ-საქართველოს ომიდან

საქართველოს გენერალურმა საკონსულომ ნიუ-იორკში, მიმდინარე წლის 7 აგვისტოს, „10 წელი რუსეთ-საქართველოს ომიდან“ ღონისძიება მოაწყო, რომელიც უცხოელ მეგობრებთან და ქართულ დიასპორასთან ერთად რუსეთ-საქართველოს ომის მსხვერპლთა მოხსენებას მიეძღვნა.

ღონისძიებაზე ნაჩვენები იქნა ოკუპირებული ტერიტორიების გასწვრივ საოკუპაციო ზოლთან არსებული სიტუაციის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა. გენერალურმა კონსულმა დიანა ჟღენტმა ისაუბრა კონფლიქტის ისტორიაზე, დღეს არსებულ ვითარებასა და საქართველოს მთავრობის პოლიტიკაზე კონფლიქტებთან მიმართებაში. ასევე, საერთაშორისო დღის წესრიგში რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებული საკითხების გააქტიურების მნიშვნელობაზე და ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობის როლს კონფლიქტის დარეგულირების პროცესში. საქართველოს დიასპორის სახელით, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ასოციაცია თვისტომის თავჯდომარემ ბ-ნ ნიკოლოზ ჩხეიძემაც.
253 ნახვა
GOGA.TV © 2005