7
7
შემწვარი ბადრიჯნის სალათა

შემწვარი ბადრიჯნის სალათა

ინგრედიენტები
ბადრიჯანი - 1 ცალი
სტაფილო - 2 ცალი
ნიორი - 1 კბილი
მარილი - გემოვნებით
ზეთი - 4 ს/კ
ხახვი - 1 თავი
პომიდორი - 2 ცალი
მაიონეზი - გემოვნებით
კამა - 1 კონა

მომზადების წესები
გარეცხეთ ბადრიჯანი, მოაჭერით ყუნწები, დაჭერით წრეებად, მოაყარეთ მარილი და გააჩერეთ 10 წუთი.
შეწვით ბადრიჯანი ზეთში ორივე მხრიდან. გადაიტანეთ ქაღალდის ხელსახოცზე და მოაშორეთ ზედმეტი ცხიმი.
გაფცქვენით და დაჭერით ხახვი, მოხრაეთ ზეთში. გაფცქვენით და გახეხეთ მსხვილად სტაფილო, შეწვით ისიც ზეთში. გარეცხეთ და დაჭერით პომიდორი წრეებად, დაჭერით წმინდად მწვანილი.
სოუსისთვის მაიონეზს დაუმატეთ დაჭრილი ან პრესში გატარებული ნიორი.
აიღეთ სასალათე და დაალაგეთ ინგრედიენტები ფენებად: ნაწილი შემწვარი ბადრიჯანი, მაიონეზი ნივრით, დაჭრილი ხახვის ნახევარი, ასევე ნახევარი სტაფილო, დარჩენილი შემწვარი ბადრიჯანი, მაიონეზი ნივრით, დარჩენილი ხახვი, სტაფილო, მაიონეზი, პომიდვრის ნახევარი, მაიონეზი, ნაწილი კამა, დარჩენილი პომიდორი, მაიონეზი და კვლავ კამა.
2 914 ნახვა
9-08-2018, 23:46
GOGA.TV © 2005