როგორ გაართოთ თქვენი პატარა - მშვილდოსანი » GOGA.TV - ინტერნეტ ტელევიზია
goga.tv
Goga.tv
gzavmili
7
როგორ გაართოთ თქვენი პატარა - მშვილდოსანი

როგორ გაართოთ თქვენი პატარა - მშვილდოსანი

თუკი პატარებს დააკვირდებით, ალბათ შეამჩნევთ, რომ ზოგიერთ ბავშვს, ეზოში თანატოლებთან სირბილი უყვარს, ზოგი თავისთვის წყნარად ერთობა კონსტრუქტორის შენებით, ზოგი კი ფერადი ფანქრებისა და სუფთა ფურცლის დანახვაზე ხდება დამყოლი და მშვიდი. ასტროლოგებს კი მიაჩნიათ, რომ იმის მიხედვით, თუ რომელი ზოდიაქოს ნიშნით მოევლინა ქვეყანას, ოჯახის პატარა წევრს შეგიძლიათ შესაფერისი გასართობი უპრობლემოდ შეურჩიოთ.



თუკი ოჯახში პატარა მშვილდოსანი გეზრდებათ

მშვილდოსანი "მოხეტიალე" ნიშანია. ამიტომ თუკი ბედმა პატარა "ისრიანის" მშობლობა გარგუნათ წილად, მისთვის საუკეთესო გასართობი პირველ რიგში, ხანგრძლივი სეირნობა იქნება. მას ასევე გაახარებს ნებისმიერი შინაური ცხოველის მოვლა-პატრონობაში მონაწილეობის მიღება. არანაკლებ ბედნიერი იქნება იგი, თუკი ეზოში ველოსიპედით ქროლვის ან ხეებზე ცოცვის უფლებას მისცემთ. მოსალოდნელი ტრამვების ნუ შეგეშინდებათ, მშვილდოსნები ხომ ქუდბედიანები არიან. დიდი-დიდი მოზრდილი კოპით დაიმშვენონ შუბლი.
წყარო: astrologi.ambebi.ge
1 138 ნახვა
9-08-2018, 23:51
toyota
GOGA.TV © 2005