7
7

გამომყევი ცოლად, მეგობარო / Épouse-moi mon pote

წელი: 2017
ჟანრი: კომედია
რეჟისორი: ტარეკ ბუდალი
როლებში: ტარეკ ბუდალი, ფილიპ ლაშო, შარლოტა გაბრისი, ანდი, დავიდ მარსე, ჟიულიენ არუტი, ბაია ბელალი, ფილიპ დიუკენი, ზინედინ სუალემი, დუდუ მასტა
ფილმის შესახებ:
იასინი, ახალგაზრდა მაროკოელი სტუდენტი, რომელსაც არქიტექტურის შესწავლა სურს, სტუდენტური ვიზით პარიზში მიემგზავრება. თუმცა, დაუდევრობის გამო ის გამოცდებს გამოტოვებს და ქყვეყანაში მისი ლეგალური სტატუსის გაგრძელების შესაძლებლობას დაკარგავს. მშობლიურ ქვეყანაში დეპორტაციით შეშინებული, იასინი შეიმუშავებს ეშმაკურ გეგმას, რომელიც მას პარიზში ლეგალურად ყოფნის საშვალებას მისცემს. ამისთვის, ის თავის საუკეთესო მეგობარს ფრედის ცოლობას სთხოვს. ბევრი ხვეწნა-მუდარის შემდეგ ფრედი მაინც თანხმდება არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის წარმომადგენლად ყოფნას, და მეგობრები ოფიციალურად არეგისტრირებენ მათ ქორწინებას. მაგრამ, მალევე ამ საზეიმო ღონისძიების შემდეგ ახალდაქორწინებულ წყვილზე ცნობისმოყვარე დეტექტივები იწყებენ თვალთვალს, რომლებიც მთელი ძალებით ცდილობენ ტყუილში გამოიჭირონ იასინი და ფრედი…
393 ნახვა
12-08-2018, 00:52
GOGA.TV © 2005