GOGA.TV
თებერვლის მნიშვნელოვანი მოვლენები: ჩინური ახალი წელი, პოზიტიური დღეები საყიდლებისთვის და ვინ იგრძნობს ახალმთვარეობას ყველაზე მეტად
  • თებერვლის მნიშვნელოვანი მოვლენები: ჩინური ახალი წელი, პოზიტიური დღეები საყიდლებისთვის და ვინ იგრძნობს ახალმთვარეობას ყველაზე მეტად

    თე­ბერ­ვა­ლი ახალმთვა­რე­ო­ბით იწყე­ბა და სწო­რედ ამ დღეს დგე­ბა ჩი­ნუ­რი ახა­ლი წელი. ახა­ლი წლის მმარ­თვე­ლი კი შავი წყლის ვე­ფხვი გახ­დე­ბა. დე­და­მი­წის მო­სახ­ლე­ო­ბის უმე­ტე­სო­ბა ახალ წელს პირ­ველ იან­ვარს აღ­ნიშ­ნავს ჩი­ნე­ლე­ბის­თვის ახა­ლი წელი ზამ­თრის მზე­ბუ­დო­ბი­დან მე­ო­რე ახალმთვა­რე­ო­ბა­ზე დგე­ბა, ჩვენ­თვის კი - იან­ვარ-თე­ბერ­ვალ­ში. აღ­მო­სავ­ლუ­რი კა­ლენ­და­რი 12-წლი­ა­ნი ციკ­ლის­გან შედ­გე­ბა და თი­თო­ე­ულ წელს ის ცხო­ვე­ლი გა­ნა­გებს, რა თან­მიმ­დევ­რო­ბი­თაც ისი­ნი ბუ­დას­თან გა­მო­ცხად­დნენ. ახა­ლი ციკ­ლი 2020 წელს და­ი­წყო და ის ვირ­თხის იყო, რად­გან პირ­ველ­მა მან მი­ირ­ბი­ნა ბუ­დას­თან, 2021 წელი ხა­რის გახ­ლდათ, ახლა კი ვე­ფხვი იქ­ნე­ბა 2022 წლის მმარ­თვე­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა წლის მმარ­თველ ელე­მენტს, ჩი­ნე­ლებს ის ხუთი აქვთ: წყა­ლი, ხე, ცე­ცხლი, მიწა და მე­ტა­ლი. 2022 წელი იქ­ნე­ბა წყლის, ჩი­ნეთ­ში წყა­ლი შავი ფე­რით აღი­ნიშ­ნე­ბა და ამი­ტო­მაც, ვამ­ბობთ, რომ 2022 წელი იქ­ნე­ბა შავი წყლის ვე­ფხვის წელი. წლის მმარ­თვე­ლი მოგ­ვი­წო­დებს, ვი­ყოთ მა­სა­ვით თა­მა­მი და არ შე­ვუ­შინ­დეთ ცვლი­ლე­ბებს, სირ­თუ­ლე­ებს: ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლონ სამ­სა­ხუ­რი, საქ­მი­ა­ნო­ბა, ზოგ­მა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლი, ზოგ­მა კი პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში გა­და­წყვი­ტოს კარ­დი­ნა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბა.

    ახალმთვა­რე­ო­ბა დად­გე­ბა პირ­ველ თე­ბერ­ვალს 09:47-ზე. ახალმთავ­რე­ო­ბის დღეს მზე და მთვა­რე მერ­წყუ­ლის მე-13 გრა­დუს­ში გან­ლაგ­დე­ბი­ან. მათ გვერ­დით კი ბრძე­ნი, კა­ნო­ნის დამ­ცვე­ლი და შემ­ზღუდ­ვე­ლი სა­ტურ­ნი დგას, რო­მე­ლიც მოგ­ვი­წო­დებს, ვი­ყოთ კა­ნონ­ზო­მი­ე­რე­ბი, პა­სუ­ხის­მგებ­ლი­ა­ნე­ბი. ამ დღეს (პლუს/მი­ნუს 2 დღე) მო­სა­ლოდ­ნე­ლია მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბე­ბიც, და­წყო­ბი­ლი გან­რი­გის არე­ვა. გქონ­დეთ სა­თა­და­რი­გო გეგ­მა. გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა, შე­ფერ­ხდეს ელექტრო­ე­ნერ­გი­ის მი­წო­დე­ბა, გა­მო­ვი­დეს მწყობ­რი­დან კომ­პი­უ­ტე­რე­ბი, ელექტრო­ტექ­ნი­კა. შე­იძ­ლე­ბა წარ­მო­უდ­გე­ნელ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში მო­გი­წი­ოთ მუ­შა­ო­ბამ. ამა­ვე დღეს მო­ე­რი­დეთ მკვეთრ გა­მო­ნათ­ქვა­მებს. არ გირ­ჩევთ ბილ­წსი­ტყვა­ო­ბას არც სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში და არც ახ­ლობ­ლებ­თან. ზო­გი­ერ­თი იგ­რძნობს ენერ­გი­ის მო­ზღვა­ვე­ბას, და­ი­სა­ხეთ კონ­კრე­ტუ­ლი მი­ზა­ნი და არ გა­გი­ჭირ­დე­ბათ სა­სურ­ვე­ლის მიღ­წე­ვა.

    ახალმთვა­რე­ო­ბამ­დე ადა­მი­ა­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბა გა­ნიც­დის თა­ვის ტკი­ვილს, უგუ­ნე­ბო­ბას, უე­ნერ­გი­ო­ბას. იყა­ვით მშვი­დი, ღი­მი­ლი­ა­ნი, ეცა­დეთ, სა­კუ­თარ თავს პო­ზი­ტი­უ­რი გან­წყო­ბა შე­უქ­მნათ. გწამ­დეთ, რომ ახალმთვა­რე­ო­ბა და ჩი­ნუ­რი ახა­ლი წელი ყვე­ლა­ფერ სა­უ­კე­თე­სოს მო­გი­ტანთ. ახალმთვა­რე­ო­ბამ­დე და­ა­ლა­გეთ სახ­ლი, პი­რა­დი ნივ­თე­ბი. მო­ი­ცი­ლეთ ყვე­ლა­ფე­რი უსარ­გებ­ლო. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ და­ი­ცავთ დი­ე­ტას, არ მი­ი­ღებთ ალ­კოჰოლს. ახალმთვა­რე­ო­ბა­ზე ჩა­იც­ვით ახა­ლი სა­მო­სი. შე­იქ­მე­ნით პო­ზი­ტი­უ­რი გან­წყო­ბა. და­ი­სა­ხეთ ახა­ლი მიზ­ნე­ბი, ჩა­მო­წე­რეთ სურ­ვი­ლე­ბი, რომ­ლებ­საც 7-8 თე­ბერ­ვლი­დან და­ი­წყებთ, როცა მერ­კუ­რი რეტ­როგ­რა­დუ­ლი სვლი­დან გა­მო­ვა და სწორ მი­მარ­თუ­ლე­ბას და­უბ­რუნ­დე­ბა. კარ­გი პე­რი­ო­დი გვე­ლო­დე­ბა 5 თე­ბერ­ვლი­დან 26 აპ­რი­ლის ჩათ­ვლით. ამ დროს არც ერთი პი­რა­დი პლა­ნე­ტა არაა რეტ­როგ­რა­დუ­ლი. თუმ­ცა, უკურ­სო მთვა­რის დღე­ე­ბი და ახალმთვა­რე­ო­ბი­სა და სავ­სემ­თვა­რე­ო­ბის პე­რი­ო­დე­ბი გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია.

    ახლა რაც შე­ე­ხე­ბა თე­ბერ­ვლის სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვან მოვ­ლე­ნებს: მზე მერ­წყულ­შია, გი­ლო­ცავთ, მერ­წყუ­ლე­ბი თქვე­ნი დრო დად­გა, უნდა გა­აქ­ტი­ურ­დეთ, რომ მი­ი­ღოთ სა­სურ­ვე­ლი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა სფე­რო­ში.

    4 თე­ბერ­ვლამ­დე მერ­კუ­რი რეტ­როგ­რა­დუ­ლი იქ­ნე­ბა თხის რქა­ში. 15 თე­ბერ­ვალს კი მერ­წყულ­ში გა­და­ვა. თხის რქა­ში მერ­კუ­რი სი­ტყვა­ძუნ­წია, საქ­მე­ებ­ზეა მო­მარ­თუ­ლი. მი­მო­წე­რა და ზა­რე­ბი შე­იძ­ლე­ბა იყოს ლა­კო­ნი­უ­რი, საქ­მი­ა­ნი, ხან­და­ხან მკაც­რი და ცი­ვიც. 15-დან მო­ი­მა­ტებს ორი­გი­ნა­ლუ­რო­ბა, გა­მომ­გო­ნებ­ლო­ბა, გახ­შირ­დე­ბა მი­მო­წე­რა, ზა­რე­ბი, მი­მოს­ვლა, მე­გობ­რუ­ლი შეხ­ვედ­რე­ბი.

    8, 16, და 23 თე­ბერ­ვა­ლი არის დღე­ე­ბი, როცა უნდა ვი­ყოთ მაქ­სი­მა­ლუ­რად ფრთხი­ლად. ამ დღეს და­გეგ­მი­ლი საქ­მე­ე­ბი შე­იძ­ლე­ბა სრუ­ლი­ად თავ­და­ყი­რა და­გიდ­გეთ. არა­ფე­რი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ამ დღე­ებ­ში არ და­გეგ­მოთ. არ შე­ი­ძი­ნოთ ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ნივ­თე­ბი, არ გა­ა­ფორ­მოთ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი.

    სიყ­ვა­რუ­ლის, სი­ლა­მა­ზი­სა და ფუ­ლის პლა­ნე­ტა ვე­ნე­რა თხის რქა­ში იქ­ნე­ბა 6 მარ­ტამ­დე. ვე­ნე­რა არის გრძნო­ბე­ბი და ნუ გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, თუ არ­სე­ბულ პარტნი­ო­რულ კავ­შირ­ში და ან პე­რი­ოდ­ში და­წყე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა იქ­ნე­ბა ცო­ტა­თი ცივი, მკაც­რი. ადა­მი­ა­ნი მე­ტად მო­მარ­თუ­ლი იქ­ნე­ბა ოფი­ცი­ა­ლურ, ხან­გრძლივ, სე­რი­ო­ზულ ქორ­წი­ნე­ბა­ზე, პრო­ფე­სი­ულ წინსვლა­ზე, სარ­ფი­ა­ნი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის გა­ფორ­მე­ბა­ზე.

    მარ­სი თხის რქა­ში იქ­ნე­ბა 24 იან­ვრი­დან 6 მარ­ტის ჩათ­ვლით. იყა­ვით მო­მარ­თუ­ლი კა­რი­ე­რულ წინსვლა­ზე, მიზ­ნე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ზე, მწვერ­ვა­ლე­ბის და­პყრო­ბა­ზე. ადა­მი­ა­ნებ­ში მო­ი­მა­ტებს შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბა, გაძ­ლე­ო­ბა.

    16 თე­ბერ­ვალს გვე­ლო­დე­ბა ვე­ნე­რა­სა და მარ­სის შე­ერ­თე­ბა. ამ პე­რი­ოდ­ში ორი­ვე პლა­ნე­ტა თხის რქა­ში იქ­ნე­ბა და პარტნი­ო­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი გახ­დე­ბა აქ­ტუ­ა­ლუ­რი; ადა­მი­ა­ნებს მო­უნ­დე­ბათ მეტი სე­რი­ო­ზუ­ლო­ბა, სა­ი­მე­დო­ო­ბა. შე­იძ­ლე­ბა მარ­სის გავ­ლე­ნით გა­დად­გათ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად. უმე­ტე­სო­ბის ცხოვ­რე­ბა­ში კარ­დი­ნა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბია მო­სა­ლოდ­ნე­ლი. ამას­თან, ვე­ნე­რა არის ფუ­ლის პლა­ნე­ტაც და ნუ გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, თუ მე­ტად აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თვე­ბით ფი­ნან­სუ­რი სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ში, გა­აქ­ტი­ურ­დე­ბით, რომ გა­მო­გიჩ­ნდეთ შე­მო­სავ­ლის და­მა­ტე­ბი­თი წყა­რო.

    ამა­ვე დღეს, 16 თე­ბერ­ვალს, 20:56-ზე გვე­ლო­დე­ბა სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა ლო­მის 28-ე გრა­დუს­ში. ამ დღეს მზე და მთვა­რე ერ­თმა­ნეთს უპი­რის­პირ­დე­ბა - მზე მერ­წყულ­შია, მთვა­რე - ლომ­ში. უნდა გა­და­ხე­დოთ, რა არის თქვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, ღი­რე­ბუ­ლი. რა უნდა და­ი­ტოვთ და რისი გა­ცე­მა შე­გიძ­ლი­ათ. მო­ი­მა­ტებს მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის, კა­პი­ტა­ლის დაგ­რო­ვე­ბის სურ­ვი­ლი. გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა, მო­გინ­დეთ უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის შე­ძე­ნა; გა­გიჩ­ნდეთ მი­წა­ზე მუ­შა­ო­ბის სურ­ვი­ლი; და­ა­ბან­დოთ ფული ძვირ­ფა­სე­უ­ლო­ბა­ში, ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შებ­ში. ამას­თან, ნუ ენ­დო­ბით გა­და­უ­მოწ­მე­ბელ ინ­ფორ­მა­ცი­ას, გა­და­ხე­დეთ სა­ბუ­თებს, სა­ნამ ხელს მო­ა­წერთ. არ მო­ტყუვ­დეთ და რაც მთა­ვა­რია, და­ი­ცა­ვით თავი ვირუ­სე­ბის­გან, ტყუ­ი­ლის­გან. მო­ე­რი­დეთ ალ­კოჰო­ლის მი­ღე­ბას და ფრთხი­ლად წყალ­თან.

    მზე თევ­ზებ­ში გა­და­ვა 18 თე­ბერ­ვალს და დარ­ჩე­ბა 20 მარ­ტამ­დე. კარ­გი პე­რი­ო­დია შე­მოქ­მე­დე­ბი­თი იდე­ე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად. პრო­დუქ­ტი­უ­ლი დრო და­უდ­გე­ბათ ხე­ლოვ­ნე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს. აგ­რეთ­ვე კარ­გი პე­რი­ო­დია ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი, ეზო­ტე­რი­კუ­ლი თე­მე­ბის­თვის, არტთე­რა­პი­ის­თვის. ამა­ვე დღეს, 18 თე­ბერ­ვალს გვე­ლის იუ­პი­ტე­რი და ურა­ნის მე­გობ­რუ­ლი კავ­ში­რი. იუ­პი­ტე­რიც და ვე­ნე­რაც არი­ან თევ­ზებ­ში. ორი­ვე არის ბედ­ნი­ე­რე­ბის პლა­ნე­ტა - იუ­პი­ტე­რი დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბის, ვე­ნე­რა მცი­რე, მაგ­რამ ორი­ვე და­გეხ­მა­რე­ბათ, რომ სა­სურ­ველ შე­დეგს მი­აღ­წი­ოთ, ურა­ნი კი არის მო­მენ­ტა­ლუ­რი შან­სი, მო­მენ­ტა­ლუ­რი აფეთ­ქე­ბა ამი­ტომ, უნდა ისარ­გებ­ლოთ მო­მენ­ტით და არ უნდა გა­უშ­ვათ შან­სი ხე­ლი­დან.

    მო­ე­რი­დეთ ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ნივ­თე­ბის, ელექტრო­ტექ­ნი­კის ყიდ­ვას 22-28 თე­ბერ­ვლის შუ­ა­ლედ­ში და გან­სა­კუთ­რე­ბით, 25-ში (უფრო მე­ტიც, ამ დღეს ფრთხი­ლად უნდა იყოთ ტექ­ნი­კას­თან, დენ­თან). სა­ყიდ­ლე­ბის­თვის კარ­გი დღე­ე­ბია 5-12 თე­ბერ­ვლის შუ­ა­ლე­დი და გან­სა­კუთ­რე­ბით 8 თე­ბერ­ვა­ლი.

    ვინ იგ­რძნობს ახალმთვა­რე­ო­ბას ყვე­ლა­ზე მე­ტად: რა თქმა უნდა მერ­წყუ­ლის ქვეშ და­ბა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი. ახლა თქვე­ნი დროა, მო­ემ­ზა­დეთ რე­ფორ­მე­ბი­სა და პროგ­რე­სის­თვის. გან­სა­კუთ­რე­ბით ისი­ნი, ვინც და­ი­ბა­დეთ 29 იან­ვრი­დან 4 თე­ბერ­ვა­ლის შუ­ა­ლედ­ში. ახალმთვა­რე­ო­ბა იმოქ­მე­დებს კუ­რო­ზე და გან­სა­კუთ­რე­ბით 29 აპ­რი­ლი­დან 5 მა­ი­სის შუ­ა­ლედ­ში და­ბა­დე­ბუ­ლებ­ზე, ლომ­ზე (პირ­ვე­ლი-7 აგ­ვის­ტოს შუ­ა­ლედ­ში და­ბა­დე­ბუ­ლებ­ზე გან­სა­კუთ­რე­ბით) და მო­რი­ელ­ზე (გან­სა­კუთ­რე­ბით პირ­ველ-7 ნო­ემ­ბერს და­ბა­დე­ბუ­ლებ­ზე). მთვა­რის ამ თვე­ში დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი უნდა იყოთ. მო­გი­წევთ შრო­მაც. თუ მოთ­მი­ნე­ბით აღი­ჭურ­ვე­ბით და სირ­თუ­ლე­ებს არ შე­უ­შინ­დე­ბით, გა­მარ­ჯვე­ბას აუ­ცი­ლებ­ლად მი­აღ­წევთ. ახალმთვა­რო­ბა ჰარ­მო­ნი­ულ ცვლი­ლე­ბებს გპირ­დე­ბათ: ვერძს (30 მარ­ტის-5 აპ­რი­ლის შუ­ა­ლედ­ში და­ბა­დე­ბუ­ლებს), ტყუპს (30 მა­ი­სი­დან-5 ივ­ნისს და­ბა­დე­ბუ­ლებს), სას­წორ­სა (2-8 ოქ­ტომ­ბრის შუ­ა­ლედ­ში და­ბა­დე­ბუ­ლებს) და მშვილ­დო­სანს (პირ­ველ-7 დე­კემ­ბრს და­ბა­დე­ბუ­ლებს). იყა­ვით დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბის, ცვლი­ლე­ბე­ბი­სად­მი.

    თუ პი­რა­დი რუკა შედ­გე­ნი­ლი გაქვთ, ნა­ხეთ, რო­მე­ლი პლა­ნე­ტა ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წერ­ტი­ლი ხვდე­ბა ვერ­ძის, კუ­როს, ტყუ­პის, ლო­მის, სას­წო­რის, მო­რი­ე­ლის, მშვილ­დოს­ნი­სა და მერ­წყუ­ლის 10-16 გრა­დუს­ში. ან რო­მელ სახ­ლში ხვდე­ბა მერ­წყუ­ლის მე-13 გრა­დუ­სი. ცვლი­ლე­ბე­ბი ამ სფე­რო­ებ­შია მო­სა­ლოდ­ნე­ლი.

    ბედ­ნი­ერ ახალმთვა­რე­ო­ბას გი­სურ­ვებთ! ჩი­ნურ­მა ახალ­მა წელ­მა ბედ­ნი­ე­რე­ბა, სიყ­ვა­რუ­ლი, ხვა­ვი და ბა­რა­ქა მო­გი­ტა­ნოთ, ჯან­მრთე­ლად იყა­ვით!

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    99 ნახვა
    28-01-2022, 00:05