GOGA.TV
მქონდა სურვილი ამეხსნა ეს პროცესი, მიპასუხა, პოლიტიკაში აღარ ვარო - ზურაბიშვილი ივანიშვილზე
  • მქონდა სურვილი ამეხსნა ეს პროცესი, მიპასუხა, პოლიტიკაში აღარ ვარო - ზურაბიშვილი ივანიშვილზე

    პრეზიდენტ ზურაბიშვილის განცხადებით, წელიწადნახევარია ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობა არ ჰქონია, თუმცა ამბობს, რომ ჰქონდა სურვილი, მისთვის "აეხსნა" და ესაუბრა ეროვნულ თანხმობასთან დაკავშირებულ პროცესზე, თუმცა მიიღო პასუხი, რომ პოლიტიკაში აღარ არის:

    "იმას გეტყვით, მქონდა სურვილი, რომ მისთვისაც ამეხსნა ეს პროცესი, შევთავაზე, მაგრამ მიპასუხა, რომ მე პოლიტიკაში აღარ ვარო. არც მითქვამს წინასწარ, რომ საუბარი ამაზე იქნებოდა, მაგრამ საუბარი არ შედგა" თქვა ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე.
    174 ნახვა
    28-01-2022, 11:52