7
გერმანული ფუნთუშა - ბერლინერი
  • გერმანული ფუნთუშა - ბერლინერი

    ინგრედიენტები
    ფქვილი - 500-600 გ
    საფუარი - 2 ჩ/კ
    რძე - 300 მლ
    კვერცხის გული - 2 ცალი
    შაქარი - 60 გ
    მწიკვი მარილი
    კარაქი - 50 გ
    არაყი ან კონიაკი - 1 ს/კ
    ჯემი - 200 გ (ნებისმიერი ხილის)
    ვანილი - 1 ცალი
    შაქრის პუდრა - 100 გ

    მომზადების წესები
    ცომი:
    თბილ რძეში გავხსნათ საფუარი, 1 ს.კ. შაქარი და ცოტაოდენი ფქვილი. გადავაფაროთ ჩაის ტილო და დავტოვოთ ერთი 20 წუთით სითბოში, საფუარის ამუშავებამდე.
    ცალკე მოზრდილ ჯამშ შევურიოთ ფქვილი, შაქარი, მარილი, ვანილი და ამოფუებული საფუარი. ჩავზილოთ, შემდეგ დავუმატოთ კონიაკთან ათქვეფილი კვერცხის გული და გამლღვალი კარაქი. კარგად მოვზილოთ ცომი, გადავაკრათ პლასტიკი და დავტოვოთ კიდე ერთი 2 საათით ამოსაფუებლად.
    ცომი ორჯერ მაინც უნდა გაიზარდოს ზომაში.
    ამის შემდეგ, გამოვძერწოთ დაახლოებით კაკლისოდენა ბურთები (დაახლოებით 20 ცალი გამოვა), გადავაფაროთ ჩაის ტილო და კიდე ერთი საათი ვაცადოთ.
    ღრმა სქელძირიან ტაფაში გავახუროთ ბლომად ზეთი, ამასობაში ჩვენი ფუნთუშები კიდე გაიზრდება ზომაში. ჩავალაგოთ ფუნთუშები ტაფაში და მოვამზადოთ ორივე მხრიდან, სანამ არ გაოქროსფერდება.
    გადავიტანოთ ქაღალდის ხელსახოცებზე, ზედმეტი ზეთი რომ დაიწრიტოს და საკონდიტრო შპრიცით ან ტომრით ამოვავსოთ სასურველი კონფიტურით.
    ზევიდან მოვაყაროთ შაქრის პუდრა.
    გემრიელად მიირთვით!
    290 ნახვა
    29-09-2018, 23:52