7
7
ზოდიაქოს 4 ნიშანი ყველაზე ლამაზი მკერდით

ზოდიაქოს 4 ნიშანი ყველაზე ლამაზი მკერდით

დაფიქრებულხართ, რომ შესაძლებელია ძილის პოზა თქვენი მკერდის ფორმაზე აისახოს? დიახ, თუ თქვენ ზურგის ნაცვლად, მუცელზე წვებით, მკერდი დაკარგავს ლამაზ ფორმას და გვერდზე გავა.


მკერდის შესახებ ბევრი საინტერესო ფაქტი არსებობს: ალბათ გაოცდებით, როცა გაიგებთ, რა აჩვენა კვლევამ... დიდი მკერდი მოსწონთ იმ კაცებს, რომლებიც ფინანსურად წელში გამართული არ არიან; ენი ჰოკინს-ტერნერი არის ქალი, რომელსაც სამყაროში ყველაზე დიდი მკერდი აქვს, თუმცა მშვენიერი ფორმით ვერ დაიკვეხნის. მიუხედავად იმისა, რა ზომისაა მკერდი, მთავარია მისი ფორმა და სიმკვრივე - ამაზე ერთხმად თანხმდებიან მამაკაცები.


გთავაზობთ ზოდიაქოს 4 ნიშანს, რომელსაც ყველაზე ლამაზი მკერდი აქვს:

კირჩხიბი

პირველ ადგილს ღირსეულად იკავებს კირჩხიბი. დიახ, თუ ქალის დეკოლტემ თვალი მოგწყვიტათ, დიდი ალბათობით კირჩხიბს აკვირდებით. ხშირად მათი მკერდი სავსე, ნაზი და ფუმფულაა. ძირითადად ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებს დიდი ძუძუები აქვთ, მაგრამ თუ გენეტიკამ თავისი როლი ითამაშა ან კირჩხიბი ზედმეტად გამხდარია, მას მცირე ზომის მკერდი შეიძლება ჰქონდეს. ამ შემთხვევაში მაინც მოახერხებს თქვენს მოხიბვლას ძუძუს ფორმითა და ხავერდოვნებით. კირჩხიბის გაშიშვლების შემდეგ კი გამოგიწვევთ მუქი ხორცისფერი ან მოყავისფრო, საშუალო ზომის კერტები.

ვერძი

მეორე ადგილი ვერძებს ეთმობათ. მათი მკერდი ხშირ შემთხვევაში მკვრივი და ერთმანეთზე მიტყუპებულია. ძუძუებს შორის წარმოშობილი ღარი კაცებში სექსუალურ ფანტაზიებს აღვიძებს. თუ ვერძი რეგულარულად ივარჯიშებს, მისი მკერდი არც ბავშვის გამოკვებით დეფორმირდება და ვერც ასაკი მოერევა მარტივად. ვერძს ძუძუ - ბრწყინვალე დგომით - ლიფზე უარის თქმის საშუალებას აძლევს ახალგაზრდობაში (მისი ტარება დიდად არც უყვარს. აბა რა, თავისუფლება ძუძუებს!), თუმცა ასაკის მატებასთან ერთად, უმჯობესია, ბიუსტჰალტერს დაუმეგობრდეს.


კურო

გამომწვევი მკერდი კუროს კოზირიცაა. იშვიათად შეხვდებით კუროს, რომელსაც ლამაზი მკერდი არ აქვს. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულები კაცებს ჭკუას აკარგვინებენ თავიანთი დეკოლტეთი. ხშირად კუროები ხორცსავსეები არიან და მათ ”ქალურ ღირსებასაც“ წონას მიაწერენ, მაგრამ მაშინაც კი, თუ მანდილოსანი წონაში იკლებს, მკერდი არ უპატარავდება.

თხის რქა

შეუძლებელი იყო ტოპეულში თხის რქა არ მომხვდარიყო. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ქალებს დიდი, მკვეთრად გამოყვანილი მკერდი აქვთ. თხის რქა ქალი ოცნებაა ყველა იმ კაცისთვის, რომელიც დიდ ძუძუს ეტრფის. აქვე დავძენ, რომ თხის რქის გარეგნობაში მკერდი ერთადერთი მიმზიდველი ელემენტი სულაც არ არის.
წყარო: astrologi.ambebi.ge
138 ნახვა
11-10-2018, 00:20
GOGA.TV © 2005