7
თაფლის ნამცხვარი ანუ იდეალური მედოკი

თაფლის ნამცხვარი ანუ იდეალური მედოკი

მომზადების წესები

პროპორციები მოცემულია 24 სმ/დმ – ის ფორმისთვის.

თაფლის ფირფიტები:

ნედლეული:

კვერცხი – 3 ც

შაქარი – 250 გრ

თაფლი – 3 ს/კ

სოდა – 2 ჩ/კ

კარაქი – 60 გრ

ფქვილი – 500 გრ

ორთქლის აბაზანაზე დავდგათ ფქვილის გარდა ყველაფერი და მოვხარშოთ, სანამ არ მივიღებთ ერთგვაროვან მასას, თან ვურიოთ. როდესაც ოდნავ გასქელდება, გადმოვდგათ და დავამატოთ ფქვილი. ვურიოთ ხის კოვზით. მივიღებთ თხელ ცომს.

მზა ცომი, ფქვილის დახმარებით, გავყოთ 8 თანაბარ ნაწილად. ცომი ძალიან ეკრობა, ვინაიდან თაფლი აქვს. ამიტომ სულ გამოვიყენოთ მცირე რაოდენობით ფქვილი.

მზა გუნდები, გავაბრტყელოთ სასურველ ფორმებად და რიგ-რიგობით გამოვაცხოთ ფირფიტები.170 გრადუსზე 4-5 წუთი

.

მე, ფირფიტები რომ გავაბრტყელე, გამოვჭერი 24 სმ/დმ – ის ფორმითვე, ანუ პირდაპირ იმ ფორმის გამოვაცხვე როგორიც მინდოდა ამეწყო. გამოცხობის წინ, ჩანგლით ჩავჩხვლიტე, რომ ზედმეტად არ გაფუებულიყო.

გოზინაყი:

ნიგოზი – 300 გრ

თაფლი – 200 გრ

ნიგოზი დავჭრათ , ღუმელში მოვხალოთ მსუბუქად (90 გრადუსზე 10 წუთი). თაფლი და ნიგოზი მოვათავსოთ საკონდიტრო თასში, წამოვადუღოთ 7-8 წუთი საშუალო ცეცხლზე, თან ვურიოთ. როდესაც მომზადდება, იმავე ფორმაში, ჩავასხათ და თანაბრად გადავანაწილოთ. ძირზე დავუფინოთ საცხობი ქაღალდი. რომ გაგრილდება შეგვიძლია შევინახოთ მაცივარში, რომ კარგად გამაგრდეს.

კარამელის მუსი:

ნაღები (33%) – 130 გრ

გლუკოზის სეროფი – 50 გრ

შაქარი – 65 გრ

უმარილო კარაქი – 15 გრ

ავადუღოთ ნაღები და როგორც კი ადუღდება მოვხსნათ ცეცხლიდან.გლუკოზის სეროფი და შაქარი ერთად მოვათავსოთ საკონდიტრო ქვაბში და ვადუღოთ სანამ არ მივიღებთ ქარვის ფერს.მოვხსნათ ცეცხლიდან კარამელი და მოვათავსოთ კარაქი. დავამატოთ ადუღებული ნაღები (თუ ამასობაში ნაღები გაგრილდა, კვლავ წამოვადუღოთ) და დავაბრუნოთ მთლიანი მასა ცეცხლზე, წამოვადუღოთ სანამ არ მიაღწევს 103 გრადუსს. (თუ თერმომეტრი არ გვაქვს, უბრალოდ ვადუღოთ 5 წთ) და გადავდოთ გვერდზე სანამ არ გაგრილდება ოთახის ტემპერატურაზე.

კარამელისა და მასკარპონეს კრემი:

ჟელატინის ფირფიტა – 1 ც (2,5 გრ)

კარამელის მუსი – 150 გრ (რაც მოვამზადეთ)

კვერცხის გული – 4ც

ნაღები (33%) – 140 გრ

მასკარპონე – 280 გრ

დავალბოთ ჟელატინის ფირფიტა ცივ წყალში
გაგრილებულ კარამელის მუსში ავურიოთ კვერცხის გულები

ავადუღოთ ნაღები და შევურიოთ კარამელის მუსს , თან ვურიოთ კარგად

ეს მასა მოვათავსოთ საკონდიტრო ქვაბში და ვადუღოთ 85 გრადუსზე. რომ წამოდუღდება, გადავდგათ ცეცხლიდან.

მდუღარე კარამელის მუსში, მოვათვსოთ ჟელატინის ფირფიტა, რომ ჩადნეს.

მიღებული მუსი, კარგად დავაბლენდეროთ და შევინახოთ მაცივარში 4 საათით, ან სანამ კარგად არ გაგრილდება.

როდესაც კარამელი გაცივდება, ავთქვიფოთ მასკარპონე და ნელ – ნელა დავამატოთ ცივი კარამელი. მაღალ სიჩქარეზე 30 წამი გავთქვიფოთ. (ბევრი თქვეფა არ უნდა, მასკარპონე მალევე შეიძლება აგვეჭრას).

აწყობა:

თაფლის ფირფიტაზე მოვათავსოთ კარამელის მუსის თხელი ფენა, შემდეგ გოზინაყის ფენა, შემდეგ დანარჩენი ფირფიტების და კრემის მონაცვლეობით ავაწყოთ ჩვენი ნამცხვარი.

ზემოდან სურვილისამებრ, მოვაფრქვიოთ დარჩენილი ცომისგან, გამომცხვარი ფირფიტის გახეხილი ნატეხები.

კარამელის ნიგვზები:

შაქრის სეროფი ვადუღოთ სანამ მუქი ფერის კარამელს არ მივიღებთ. რომ გაგრილდება ამოვავლოთ ნიგვზები და გვეჭიროს თავდაყირა. როდესაც წვეტები გამაგრდება, მაკრატლით მოვაჭრათ სასურველ სიგრძემდე და დავაცადოთ სანამ ბოლომდე არ გაგრილდება.
281 ნახვა
12-10-2018, 00:03
GOGA.TV © 2005