7
თაფლის ნამცხვარი ,,მადონა"

თაფლის ნამცხვარი ,,მადონა"

ინგრედიენტები
კვერცხი - 3 ცალი
შაქრის ფხვნილი - 1.5 ჭიქა
თაფლი - 3 ს/კ
კარაქი - 300 გ
შედედებული რძე - 1 ქილა
ფქვილი - 5 ჩ/ჭ
სოდა - 1 ჩ/კ
ძმარი - 1 ს/კ
ვანილი - გემოვნებით

მომზადების წესები
3 კვერცხისა და ჭიქანახევარი შაქრის ფხვნილისგან გავაკეთოთ გოგლიმოგლი, დავამატოთ 3 ს.კ გამდნარი თაფლი, 3 ს.კ გამდნარი კარაქი, სოდა, ძმარში გახსნილი, 3 ჩ.ჭ ფქვილი და მოვზილოთ ცომი. წინასწარ ჯამითავადუღოთ წყალი, შიგ ჩავდგათ ქვაბი, რომელშიც ზემოაღნუშნული მასაა მოთავსებული და გავაჩეროთ 10 წუთი. ( ცომი უნდა იყოს წებოვანი). შემდეგ გადმოვიღოთ ფქვილმოყრილ ფიცარზე. კარგად დავზილოთ და გავყოთ 8 ნაწილად. თითოეული ნაწილი ცომისა უნდა გამოვაცხოთ ცალ ცალკე. წავუსვათ კრემი ყველა ფენას, დავალაგოთ ერთმანეთზე, ბოლო ფენასაც წავუსვათ კრემი და მოვაყაროთ დაფხვნილი შემოჭრილი ნაპირები.
კრემისთვის 300 გრ კარაქი კარგად გავთქვფიოთ გათეთრებამდე, შევაზილოთ 1 ქილა შედედებული რძე და ვანილი.

გემრიელად მიირთვით!
187 ნახვა
6-11-2018, 23:29
momitane
GOGA.TV © 2005