7
დაწნული ღვეზელი ჯემით ბებოს რეცეპტით

დაწნული ღვეზელი ჯემით ბებოს რეცეპტით

ინგრედიენტები
კარაქი - 150 გ
შაქარი - 200 გ
არაჟანი - 2 ს/კ
სოდა - 0,5 ჩ/კ + 1 ს.კ ძმარი
კვერცხი - 3 ცალი
ფქვილი - 3-4 ჭიქა
ნებისმიერი ხილის ჯემი - 1 ქილა
კვერცხის გული - 1 გული
შაქრის პუდრა

მომზადების წესები
კარაქი და შაქარი ავთქვიფოთ, დავუმატოთ კვერცხი, არაჟანი, სოდა ძმრით და დაახლოებით 2 ჭიქა ფქვილი, უნდა მივიღოთ სქელი არაჟნის კონსისტენციის ცომი, რომელიც ხელს ეკრობა და ვერ იზილება. ცომის 2/3 ნაწილი ცხიმწასმულ, ფქვილმოყრილ ფორმაში გადავიტანოთ და თხელ ფენად მოვათავსოთ. ზემოდან ფქვილიანი ხელებით მივცეთ თანაბარი ფორმა. დანარჩენ ცომს ავურიოთ იმდენი ფქვილი, რომ ხელს არ მიეკროს. ფორმაში ჩადებულ ცომზე გადავანაწილოთ ჯემი. ცომი გავაბრტყელოთ, გავაკეთოთ წვრილი ზოლები და სასურველი ფორმით მოვათავსოთ ნამცხვარზე. ზემოდან წავუსვათ გათქვეფილი კვერცხის გული. გამოვაცხოთ 180 გრადუსზე. მზა ნამცხვარს მოვაყაროთ შაქრის პუდრი.
131 ნახვა
22-11-2018, 23:42
GOGA.TV © 2005