7
ტორტი „ნეტარება“

ტორტი „ნეტარება“

რეცეპტში გამოყენებულია უკვე მზა ბისკვიტი. შეგიძლიათ თავად გამოაცხოთ ის (იხ. რეცეპტი) და გაყოთ 3 ნაწილად. კრემისთვის გამოიყენეთ ყველაზე ცხიმიანი არაჟანი. ხოლო იმისათვის, რომ ტორტი კიდევ უფრო გაალამაზოთ და გააგემრიელოთ, გირჩევთ, გამოიყენოთ სხვადასხვა ფერის ყურძენი!
ინგრედიენტები
მზა ბისკვიტის თხელი ფენა - 3 ცალი
არაჟანი - 500 გ
ყურძნის წვენი - 100 მლ
ჟელატინი - 15 გ
შაქარი - 1 ჭიქა
თეთრი ყურძენი - 200 გ
შავი ყურძენი - 200 გ


მომზადების წესები
ჟელატინს დაასხით ყურძნის წვენი, აურიეთ და გააჩერეთ, შემდეგ დადგით წყლის აბაზანაზე და გაადნეთ. არ აადუღოთ.
არაჟანს შეათქვიფეთ ნელ-ნელა შაქარი, შემდეგ დაუმატეთ ჟელატინიანი მასა და კვლავ კარგად ათქვიფეთ.
დასაშლელი ფორმის ფსკერზე დადეთ ბისკვიტის ერთი ფენა, წაუსვით არაჟნის კრემი, დაალაგეთ ყურძნის სხვადასხვა ფერის ლებნები.
შემდეგ დაადეთ მეორე ბისკვიტი, კვლავ წაუსვით კრემი, დაალაგეთ ყურძენი. დაადეთ მესამე ბისკვიტი, წაუსვით კრემი და მორთეთ ყურძნის ლებნებით.
მოათავსეთ ტორტი მაცივარში რამდენიმე საათით. უმჯობესია, მთელი ღამით. შემდეგ ფრთხილად ამოიღეთ ფორმიდან, დაჭერით და გემრიელად მიირთვით!
142 ნახვა
24-11-2018, 23:35
GOGA.TV © 2005