7
ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებიც 2018 წლის ბოლომდე სიყვარულს იპოვიან და ფინანსური მდგომარეობა გამოუსწორდებათ

ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებიც 2018 წლის ბოლომდე სიყვარულს იპოვიან და ფინანსური მდგომარეობა გამოუსწორდებათ

2018 წელი სულ მალე მიიწურება, თუმცა ასტროლოგები ვარაუდობენ, რომ ის საბოლოო კუდის მოქნევას მაინც მოასწრებს. ზოდიქოს 4 ნიშისთვის დეკემბრის თვე განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდება. ზოგიერთი ნამდვილ სიყვარულს შეხვდება, სხვანი კი ფინანსურად დაწინაურდებიან.




კირჩხიბი
როგორც იქნა დადგა დრო, რომ უკანასკნელ წლებში თქვენ მიერ ჩადებული ამდენი შრომა სათანანოდ დაფასდეს. ეს ის წელია, რომლის მიწურულიც კუთვნილ ფინანსურ კეთილდღეობას, საკუთარი თავის რწმენასა და სიმშვიდეს მოგიტანთ. თქვენს ცხოვრებაში ახალი, საინტერესო და რაც მთავარია, სასარგებლო ნაცნობები გაჩნდებიან დეკემბერში, რაც კიდევ უფრო მეტი სტიმულითა და ოპტიმიზმით აგავსებთ. გამოიჩინეთ ზომიერი





რისკი და სითამამე. წლის დასასრულს ფორტუნა თქვენ მხარეს იქნება, რაც თავის მხრივ, 2019 წლის კარგ დასაწყისს მოასწავებს.




სასწორი
ასტროლოგები თვლიან, რომ თუკი ცხოვრებას ბანქოს შევადარებთ, რამდენიმე ტუზი ამ წლის ბოლოს სწორედ სასწორებს ერგებათ. 2018 წლის მიწურულს ამ ნიშნით დაბადებულთა უმრავლესობას საოცრად უღიმის ბედი, როგორც პირად ცხოვრებაში, ისე პროფესიული კუთხით. თუმცა ყველაზე ამაღელვებელი მოვლენები მაინც სასიყვარულო სარბიელზე ხდება. შესაძლოა ზუსტად ამ წელს იპოვოთ თქვენი ჭეშმარიტი მეორე ნახევარი და საბოლოოდ იგრძნოთ თავი სრულფასოვან, ბედნიერ ადამიანად.

Astrologia



მშვილდოსანი
ასტროლოგები თვლიან, რომ მშვილდოსნები ზოგადად ყველაზე იღბლიანი ნიშანია. არც 2018 წლის ბოლო აღმოჩნდება გამონაკლისი პერიოდი მათთვის.  თუ აქამდე გიჭირდათ, აუცილებლად გამოიდარებს  თქვენს  ცხოვრებაში, დროებით მაინც, რომ დაისვენოთ  და  თავი სრულყოფილ ადამიანად იგრძნოთ. გასაღებს იპოვით იმ კარისთვის, რომელიც აქამდე ვერა და ვერ გააღეთ. ასევე, ამ წლის მიწურულს, თქვენი, კარიერასთან დაკავშირებული, ყველაზე დიდი ოცნება შეიძლება ახდეს. 



მერწყული
დრო დადგა ხელები დაიკაპიწოთ. იმიტომ რომ, წლის მიწურული თქვენგან მაქსიმალურ შრომას მოითხოვს. სამაგიეროდ, ბედს ნამდვილად ვერ გაუნაწყენდებით, რადგან ზუსტად 2018  წლის ბოლოს მოგცემთ კოსმოსი შანსს, რომ რაღაც გრანდიოზული და პერსპექტიული წამოიწყოთ, როგორც პირადი ცხოვრების, ისე პროფესიული საქმიანობის კუთხით. თუმცა, ყველაზე მეტი სიურპრიზები  ბიზნესის კუთხითაა მოსალოდნელი.


წყარო: astrologi.ambebi.ge
256 ნახვა
27-11-2018, 23:23
GOGA.TV © 2005