7
ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებიც თამბაქოსკენ არიან მიდრეკილი და ფილტვის კიბოთი დაიღუპებიან, დროულად თუ არ დაანებებენ მოწევას თავს

ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებიც თამბაქოსკენ არიან მიდრეკილი და ფილტვის კიბოთი დაიღუპებიან, დროულად თუ არ დაანებებენ მოწევას თავს

მოწევა, რომ საშიშია - მეტიც, კლავს - ეს ყველამ კარგად იცის, კოლოფსაც აწერია დიდი ასოებით, მაგრამ არავინ აქცევს ყურადღებას. სანამ შედეგის წინაშე არ დადგებიან, რომლის შეცვლაც ძალიან რთულია, ადამიანები ვერ ანცობიერებენ საშიშროებათა სიმწვავეს. არსებობს ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებსაც განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ: თუ თამბაქოს არ შეეშვებიან, ფილტვის კიბო იმსხვერპლებთ.

ტყუპი
ამ ნიშნით დაბადებულები ჯერ კიდევ თინეიჯერობაში იწყებენ მოწევას, ზოგი მათგანი მოდას აჰყვება ხოლმე, ზოგს ცნობისმოყვარეობა სძლევს, სხვებისთვის განტვირთვის საშუალებაა და, რა თქმა უნდა, არსებობს ტყუპი, რომლებსაც წარმოდგენა არ აქვთ, რატომ დაიწყეს მოწევა, რადგან ამის გარდაუვალი აუცილებლობა არ არსებობდა მათ ცხოვრებაში. ეს ადამიანები თამბაქოს (როგორც იტყვიან) ”გადაგდებას" არც ცდილობენ. საბოლოო ჯამში, ემართებათ ყელის ან ფილტვის კიბო. 

Astrologia



სასწორი
სასწორებს თამბაქო არა მარტო სასუნთქ სისტემას უსუსტებს - უფრო მარტივად ემართებათ ბრონქიტი და ფილტვების ანთება, რთულად ამარცხებენ ხველას, წყალი უგროვდებათ ფილტვებში - არამედ უსპობს ღრძილებს და  უზრდის ყელის კიბოს გაჩენის რისკს.


Astrologia

თხის რქა
თხის რქები საკუთარ თავში არიან ჩაკეტილები და, რადგან ემოციებს ვერ გამოხატავენ, რაღაც მაინც სჭირდებათ ნერვების დასამშვიდებლად. სწორად





მიხვდით, ეს ”რაღაც" ხშირ შემთხვევაში სიგარეტი აღმოჩნდება ხოლმე. გარდა ამისა, ეს ნიშანი დაუღალავად შრომობს და, რომ არ გადაიწვეს, პერიოდულად საქმიდან მოწყვეტის 5 წუთს აძლევს თავს, თამბაქოს დახმარებით. 


Astrologia

თევზები
ამ ადამიანებს ცუდი ჩვევებისკენ აქვთ მიდრეკილება - ნარკომანობა, ალკოჰოლიზმი, სიგარეტის მოწევაზე საუბარიც ზედმეტია - რადგან დეპრესიული ხასიათი აქვთ და რაიმეს უნდა გადააყოლონ გული, რომ არ გაგიჟდნენ. თითქმის ყველა თევზი მწეველია. ერთადერთი შემთხვევა, როდესაც თევზმა შესაძლოა თამბაქოზე უარი თქვას, ორსულობაა. პირადი სიამოვნებისთვის არასდროს დააზიანებს ან ავნებს ნაყოფს. თუ მამაკაცი თევზი ნიკოტინს გემოს გაუსინჯავს, ძალიან უჭირს მასზე უარის თქმა მომავალში, ამიტომ სჯობს თავიდანვე თავი დაიზღვიოს და არ აეკაროს ან მოგვიანებით სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა გაუმართოს თავს. 

Astrologia


წყარო: astrologi.ambebi.ge
215 ნახვა
29-11-2018, 23:51
GOGA.TV © 2005