7
ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც მთელი ცხოვრება ანგელოზი მფარველობს

ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც მთელი ცხოვრება ანგელოზი მფარველობს

არსებობენ ზოდიაქოს ის ნიშნები, რომლებსაც ანგელოზი მთელი ცხოვრების მანძილზე მფარველობთ.
ტყუპი
ყველა მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო მოვლენა, რაც ტყუპის ცხოვრებაში ხდება - ბედნიერი შემთხვევაა. ისინი პოულობენ სასარგებლო ინფორმაციას, ხვდებიან საჭირო ადამიანებს, იღებენ აუცილებელ ცოდნას. მან იცის, როგორ უნდა მოიქცეს ამა თუ იმ სიტუაციაში
და უბრალოდ მიჰყვება ცხოვრებას. მას შეუძლია ნებისმიერი გარემოება მოკავშირედ გაიხადოს. ანგელოზის შუამდგომლობა ტყუპს ბევრ უბედურებას აშორებს.

ქალწული
ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ ყველა მისი წარმატება საკუთარ თავზე თავდაუზოგავი მუშაობისა და საფუძვლიანი ანალიზის შედეგია. სინამდვილეში კი ქალწულისთვის ნებისმიერი გადაწყვეტილება მაღლიდანაა ნაკარნახევი. ქალწული გრძნობს, როდის არის აქტიურობის დრო და როგორ უნდა აირიდოს უბედურება. შეღწევის უნარი, ნათელი გონება, დაკვირვება, ამტანობა ორმაგად ძლიერდება ანგელოზის დახმარებით, რომელიც ყოველთვის თან ახლავს მას.

მშვილდოსანი
სასურველის მარტივად მიღების გამო მშვილდოსანს ოცნება არ აშინებს, მისი ყველა ჩანაფიქრი ხომ სწრაფად სრულდება. ამ ნიშნის თანმხლების იღბალი გარშემო მყოფებზეც ვრცელდება. ენერგიით სავსე მშვილდოსანი ცხოვრებას ისე მიჰყვება, რომ დაღლილობას ვერ გრძნობს, იყოლიებს და ეხმარება ყველას, ვისაც შეხვდება. ძალას მას ანგელოზები აძლევენ, რასაც ის არ უარყოფს.

წყარო: cluber.com
282 ნახვა
1-12-2018, 01:30
GOGA.TV © 2005