7
4 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

4 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი თუ ყველა საქმეს პატიოსნად დაასრულებთ, უსიამოვნებებს აირიდებთ. დღეს შეიძლება გაგაღიზიანოთ, რომ სხვებზე ხართ დამოკიდებული. მოერიდეთ ბუნტს და დიპლომატიურად მოაგვარეთ უსიამოვნებები.
კურო
ახალ გარემოსთან მოგიწევთ შეგუება. ან ახალი წესებზე დამორჩილება. შუადღის შემდეგ დაძაბულობა და სირთულეები მოიკლებს.

ტყუპი
მოერიდეთ კამათს გარშემო მყოფებთან. განსაკუთრებით ივნისში დაბადებულები. კარგი დღეა კრედიტის გასასტუმრებლად. თუ ხვდებით, რომ გაღიზიანებული ხართ, ნუ შეხვდებით საყვარელ ადამიანს.

კირჩხიბი
ზედმეტად აბიციური და ამაყი ხართ და ეცადეთ, არ გაიფუჭოთ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან. განსაკუთრებული ყურადღება გმართებთ, თუ დღეს მგზავრობას აპირებთ.

ლომი
გაფრთხილდით, არ აჰყვეთ პროვოკაციას და არ გამოხატოთ
აგრესია. მუშაობისას იყავით აკურატული. მშვიდად შეხვდით ცვლილებებს.

ქალწული
თქვენი განწყობის მიხედვით გაატარეთ მთელ დღეს. ამიტომ, დილიდან კარგი განწყობა შეიქმენით. ხანმოკლე მგზავრობა განწყობას გაგიუმჯობესებთ.

სასწორი
მოერიდეთ ინიციატივის გამოვლენას და მშვიდად მოაგვარეთ პრობლემები. დილას კარგია მგზავრობა (საიდუმლოც), საქმიანი შეხვედრა. დღეს საკუთარი უფლებები უნდა დაიცვათ.

მორიელი
აუჩქარებლად მოაგვარეთ უსიამოვნებები. ეცადეთ, გარშემო მყოფების საქმეებში არ ჩაერიოთ და არც რჩევები გასცეთ. შუადღის შემდეგ მგზავრობა და შეხვედრა გელით.

მშვილდოსანი
ნუ გამოავლენთ ინიციატივას, ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ზედმეტ პასუხისმგებლობას. მოერიდეთ აგრესიულობის გამოხატვას. მოულოდნელი ხარჯი და მგზავრობა გელით.

თხის რქა
დილა დასვენებას, ძალების აღდგენას დაუთმეთ. მნიშვნელოვანი საქმეები და შეხვედრები შუადღის შემდეგ გადადეთ. მანდილოსნებს იმიჯის შეცვლა მოუნდებათ.

მერწყული
საინტერესო და რთული საქმეების მოგვარება მოგიწევთ. იფიქრეთ დაცვაზე, უსაფრთხოებაზე. ეცადეთ, ძვირფასი დრო კამათსა და საქმეების გარჩევაზე არ დახარჯოთ.

თევზები
გააუმჯობესეთ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან, კონკურენტებთან. შუადღის შემდეგ სასიამოვნო მოულოდნელობები გელით. შეიძლება ახალი საქმიანი პარტნიორი გამოგიჩნდეთ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა ძველ მეგობრებთან.
წყარო: astrologi.ambebi.ge
263 ნახვა
3-12-2018, 12:51
GOGA.TV © 2005