7
ვისთვის აღმოჩნდება დეკემბერი გრძნობებისა და ვნების აფეთქების თვე? - ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ვისთვის აღმოჩნდება დეკემბერი გრძნობებისა და ვნების აფეთქების თვე? - ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ზოდიაქოს 5 ნიშნისთვის 2018 წლის უკანასკნელი თვე, დეკემბერი განსაკუთრებულად ვნებიანი, ემოციური და რომანტიკული აღმოჩნდება.
ვერძი
დეკემბერი არაჩვეულებრივი პერიოდი აღმოჩნდება იმ ვერძებისთვის, რომლებსაც ცხოვრებამ არა ერთხელ გაუცრუა იმედები, საპირისპირო სქესმა კი გული ატკინა. ვერძი მიხვდება, რომ ფრაზა "როცა ერთი იბადება, მისთვის მეორე ნახევარი ჩნდება", სავსებით რეალურია. ვინაიდან თქვენში ვნებათაღელვა მოიმატებს, სასურველია ემოციები და სურვილები აკონტროლოთ და მეტ-ნაკლებად სიფრთხილე გამოიჩინოთ. საჩუქარი, რომელსაც სიყვარულის სახით, დეკემბერი გიმზადებთ, ნამდვილად დაიმსაუხრეთ.

Astrologia


ტყუპი
თვის მეორე ნახევარში საყვარელი ადამიანი გაგანებივრებთ საჩუქრებით, კომპლიმენტებითა და კარგი სექსით! მართალია, ბოლო დროს თქვენ





შორის ურთიერთობა ძალიან დაიძაბა და პრობლემებიც თავზე საყრელად გქონდათ, მაგრამ დარწმუნდებით, რომ გრძნობები არ გამქრალა. თქვენ შორის ის ვნება იფეთქებს, რომელიც თავიდან ურთიერთობას ასეოდენ თავბრუდამხვევს ხდიდა.

Astrologia

კირჩხიბი
გაიხსენეთ ფილმი "უბის წიგნაკი", რომელშიც მთავარი პერსონაჟი - ნოელი საყვარელ ქალს, ელის ეუბნება: "დაივიწყე სხვა რას იფიქრებს, რას იგრძნობს, რას მოინდომებს, მთავარია, შენ რა გინდა!" სწორედ ელის ადგილას დგახართ, დროა უახლოესი ადამიანებიც კი დროებით გვერდით გადადოთ და პარტნიორისკენ მიმართოთ მთელი ყურადღება. თქვენ გვერდით არის პიროვნება, რომელსაც შეუძლია ენით აღუწერელი ბედნიერება მოგანიჭოთ. მას ზუსტად აქვს შესწავლილი თქვენი სულის ყველა კუთხე-კუნჭული.

Astrologia

ქალწული
დეკემბერი ქალწულისთვის ემოციურად ძალიან მრავალფეროვანი იქნება. კარიერა, წესები, აკრძალვები და ძირფესვიანი შეხედულებებიც კი, უკანა პლანზე გადაიწევს ამ ნიშნის დაბადებულისთვის. სიყვარულის პლანეტა ვენერა მასზე ძლიერ ზეგავლენას მოახდენს. ყველაზე კრიტიკული ქალწულებიც კი სასიყვარულო ეიფორიაში აღმოჩნდებიან, არავინ იცის ასეთი ტრანსფორმაცია რით დასრულდება, მაგრამ სანამ საშუალება გაქვთ დატკბით მოცემულობით.

Astrologia


სასწორი
ის სასწორები, რომლებიც ჯერ კიდევ მეორე ნახევარს ეძებენ, საწადელს აიხდენენ: მათ ცხოვრებას აავსებს სიყვარული, ვნება, ბედნიერება და რომანტიკული თავგადასავლები. ასე რომ, თუ ცხოვრება მოულოდნელად წარმართავს თქვენს ყოველდღიურობას ან ახალ ადამიანებს გაგაცნობთ, ნუ შეშინდებით.


წყარო: astrologi.ambebi.ge
197 ნახვა
4-12-2018, 01:05
GOGA.TV © 2005