7
2018 წლის დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი, ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

2018 წლის დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი, ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

პლანეტების რეტროგრადულობა დასრულდა, შესაბამისად ზოდიაქოს ბევრი ნიშანი 2018 წელს ღირსეულად გამოემშვიდობება. გაინტერესებთ რას გიმზადებთ დეკემბერი? გაეცანით თვის ასტროლოგიურ პროგნოზს:

ვერძი
ვარსკვლავები თქვენთვის ენერგიას არ დაიშურებენ, მაგრამ საბოლოოდ, გადაწყვეტილება თქვენი მისაღებია, მზად ხართ არჩევანის გასაკეთებლად? ვერძებო, ამ პერიდოში მიზანშეწონილია ახალი საქმის წამოწყება ან გეგმების დასახვა, რომელსაც მომავალ წელს განახორციელებთ. გამოიჩნეთ მზრუნველობა საყვარელი ადამიანის მიმართ. საერთო ჯამში, ეს თვე იქნება წარმატებული. ის ადამიანები, რომლებიც უძრავი ქონების გაყიდვას ცდილობენ, საქმეში წინ წაიწევენ. ასევე, ზოგიერთ ვერძს ახალი საქმის შესწავლა მოუნდება და ფინანსების მობილიზებას დაიწყებს. არსებობს ალბათობა იმისა, რომ თავს შეგახსენებენ ძველი ნაცნობები, რომელთა გამოჩენაც დიდად არ გაგახარებთ.


კურო
დეკემბრის თვეს ოცნებაში გაატარებთ, მაგრამ არ იფიქროთ, რომ დროს ტყუილად დაკარგავთ. სწორედ ეს პერიოდი განაპირობებს თქვენს მომავალ წარმატებას. უყურადღებოდ ნუ დატოვებთ მუზას. ყველასა და ყველაფერში შთაგონების წყარო ეძებეთ. შიშის ან სიფრთხილის გამო, რომელიც თქვენი თანდაყოლილი თვისებაა, შესაძლოა მნიშვნელოვანი ცვლილებებისკენ არ გადადგათ ნაბიჯი. ამ პერიოდში აუცილებლად წაიკითხეთ წიგნები, განსაკუთრებით პროფესიული ლიტერატურა. გაგიმარტივდებათ ურთიერთობა თანამშრომლებთან, მეზობლებთან და ნათესავებთან.



ტყუპი
სამსახურში დაგაწინაურებენ ან პრემიით დაგაჯილდოებენ. საუკეთესო შემთხვევაში შესაძლოა მივლინებით საზღვარგარეთ გაგიშვან. ბოლო დროის "რუტინას" დინამიკური მოვლენები შეცვლის. დეკემბერი ერთ დიდ თავგადასავალს გიმზადებთ, რომელიც ყველაზე ჭრელი მოგონება აღმოჩნდება თქვენს ფერთა პალიტრაზე. გაიზრდება თქვენი გავლენა და ძალაუფლება. დაამყარებთ საჭირო პოლიტიკურ ან ბიზნესკავშირებს. მოსალოდნელია ე.წ. მფარველის გაჩენა მაღალ ეშელონებში.



კირჩხიბი
ნუ შეგეპარებათ ეჭვი თქვენს შესაძლებლობებში, გაიხსენეთ რა გამოიარეთ, რამდენი იბრძოლეთ, რომ იმისთვის მიგეღწიათ, რა გაქვთ. თუ ბოლო დროს იგრძენით, რომ თქვენი ვარსკვლავი ძველებურად აღარ კაშკაშებს, ნუ შეშინდებით. დეკემბერი აღმოჩნდება პოზიტიური ცვლილებების თვე, რაც თქვენს კარიერასა და საქმიანობას შეეხება. ზოგიერთი კირჩხიბი შეიცვლის სამსახურს, სხვებს იმავე კომპანიაში/სტრუქტურაში უკეთეს პოსტს და შესაბამისად ხელფასს, შესთავაზებენ. გარშემო მყოფები დააფასებენ თქვენს უნარებსა და ნიჭს. თქვენი ფარული ”ეგო", რომელსაც არაჩვეულებრივად ნიღბავთ ხოლმე, სრულიად დაკმაყოფილდება. ორიგინალურ იდეებს, რომლებიც ადრე მოგაფიქრდათ, სწორედ ახლა შეასხამთ ხორცს.


ლომი
მოზომეთ სიტყვები, განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ დაპირებებთან. თავს გამოიჩენთ და ყურადღების ცენტრში მოექცევით. თვის შუა რიცხვში მოსალოდნელია არცთუ ისე სერიოზული გაურკვევლობა, რომლის მოგვარებაშიც ოჯახის წევრები და ნათესავები დაგეხმარებიან. დეკემბრის ბოლოსკენ კაშკაშა მოვლენა გიახლოვდებათ, რამაც შესაძლოა ძირფესვიანად შეცვალოს თქვენი ცხოვრება.ზოგიერთი ლომი საზღვარგარეთ წავა და შთაბეჭდილებებით დაიტვირთება.


ქალწული
სპონტანურობა არის ის, რაც თქვენს ცხოვრებას ძალიან აკლია. იცოდით, რომ ადამიანები ნაადრევად დაბერებულად მიგიჩნევენ? სცადეთ საკუთარი თავის გაოცება: წადით იქ, სადაც არასდროს გისადილიათ ან გაგიტარებიათ დრო. თუ თავისუფალი ხართ, გაეფლირტავეთ ადამიანს, რომელიც საერთოდ არ ჯდება თქვენს პარამეტრებში. გაოცდებით, როცა აღმოაჩენთ, რამდენად საინტერესო შეიძლება იყოს ადამიანი, რომელიც თქვენი წესებით არ ცხოვრობს. ვარსკვლავები თქვენკენ არიან, ამიტომ ყველაფერში გაგიმართლებთ, რასაც ხელს მოჰკიდებთ. სამსახურში ეცდებიან თქვენს მოტყუებას, ნურავის გაასულელებინებთ თავს.


სასწორი
დეკემბერში დაგეუფლებათ კმაყოფილების განცდა, მიხვდებით, რომ მაქსიმალურად დაიხარჯეთ და ნანატრი ფინანსური შედეგი თუ არ მიგიღიათ, ადამიანების სიყვარული და პატივისცემა მაინც მოიპოვეთ, ეს კი ყველაზე
მნიშვნელოვანია, რადგან ფული წარმავალია: როგორც იტყვიან, ქარის მოტანილს ქარივე წაიღებსო, რეალური ურთიერთობები და სახელი კი გრძელვადიანია. ის სასწორები, რომლებსაც ოჯახის წევრებთან ურთიერთობის დალაგება სურთ, მიზანს მიაღწევენ. მოაგვარებთ ყველა კონფლიქტს და ახალ წელს დამშვიდებული შეეგებებით.


მორიელი
მორიელებისთვის საუკეთესო პერიოდი დგება. შეძლებთ თქვენი ხელმძღვანელების გულების მოგებას და საუკეთესო თანამდებობის დაკავებას. გულახდილად რომ ვთქვათ, თქვენ სწორედაც მმართველი პოზიცია შეგეფერებათ. დეკემბერში წარმატებით დაასრულებთ ძველ პროექტებს. პირად ცხოვრებაში პოზიტიური ცვლილებებია მოსალოდნელი. გაგიმხელთ, რომ ვარსკვლავები სიურპრიზს გიმზადებენ! ზოგიერთი მორიელი განსაკუთრებულ სიახლოვეს იგრძნობს დედმამიშვილთან. სტუდენტ მორიელებს გამოცდაში მაღალი შეფასება ელოდებათ, მაგრამ დაიმახსოვრეთ, შრომის გარეშე არაფერი მოდის.



მშვილდოსანი
წარმატება ელოდებათ მშვილდოსნებს, რომლებიც პედაგოგები არიან ან საგანმანათლებლო სისტემასთან აქვთ შეხება. ბევრი ახალგაზრდისთვის შთაგონების წყარო გახდებით, თქვენ მიერ ჩაწვეთებული იდეებით მთელი ცხოვრება იხელმძღვანელებენ, ამიტომ დაუკვირდით რას ასწავლით. სხვა პროფესიის მშვილდოსნებს გეგმების შედგენას ვურჩევთ, ნუ დახარჯავთ დროს გართობაში. ამ ნიშნით დაბადებულებს, რომლებიც დიდი ხანია ურთიერთობაში არიან, დეკემბერში პარტნიორის მშობლების გაცნობა მოუნდებათ. გაგიკვირდათ? დიახ, სიყვარული გვიბიძგებს ხოლმე გავაკეთოთ ის, რაზეც უწინ ვერც კი ვიფიქრებდით.


თხი რქა
დეკემბერი თხის რქებისთვის სწრაფ ტემპში განვითარდება. თქვენი შრომისა და მცდელობების წყალობით გეგმების განხორციელებას შეძლებთ. იღბალი თქვენ მხარეს გადმოიხრება. გახსოვდეთ, რაც უფრო წარმატებული ხართ, მით უფრო მეტი მტერი გყავთ. ისინი ეცდებიან ძირს დაგანარცხონ. თუ აბიტურიენტი ხართ და მხატვრული ნიჭით დაგაჯილდოეს ვარსკვლავებმა, მიჰყევით გულის ხმას, არ დაგაღალატებთ, მომავალში აუცილებლოად შეძლებთ კარიერის აწყობას. დეკემბერი განსაკუთრებით წარმატებული იქნება ექიმი თხის რქებისთვის.


მერწყული
დეკემბერში თქვენთვის ახალი კარი გაიღება, თამამად შეაბიჯეთ და უნარ-ჩვევებიც გამოავლინეთ. ადამიანები აქტიურად დაინტერესდებიან თქვენი პირადი ცხოვრებით, ამიტომ ეცადეთ მაქსიმალურად ჩაკეტოთ. ამ ეტაპზე კარიერული წინსვლა მხოლოდ სახელის მოხვეჭას გპირდებათ და არა ფინანსურ კეთილდღეობას. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. ზოგიერთ მერწყულს რადიკალური ცვლილებები მოუნდება, მაგრამ დაედევნება თუ არა ოცნებებს, რთული სათქმელია.



თევზები
ზოგიერთი თევზი დეკემბრის პირველ კვირაში იგრძნობს, რომ ძალიან დაღლილია,
მაგრამ თვის ბოლომდე ძალებს მოიკრებს და ჩვეულ ცხოვრების რიტმს დაუბრუნდება.
სხვები კი, პირიქით, ახალ საქმეს მოჰკიდებენ ხელს. თუ თქვენ ის თევზი ხართ, რომელსაც დიდი ხნის წინ სურდა მცირე ბიზნესის წამოწყება, დროა მოქმედებას შეუდგეთ! კარგი პერიოდია ბანკის ანაბრის გასახსნელად. მშობელ თევზებს ორმაგი ყურადღება მართებთ შვილებთან მიმართებაში.
წყარო: astrologi.ambebi.ge
263 ნახვა
4-12-2018, 01:11
GOGA.TV © 2005