7
ზოდიაქოს რომელი ნიშნისთვის იქნება ეს კვირა (3-8 დეკემბერი) განსაკუთრებულად რთული? - ცაგარელის პროგნოზი

ზოდიაქოს რომელი ნიშნისთვის იქნება ეს კვირა (3-8 დეკემბერი) განსაკუთრებულად რთული? - ცაგარელის პროგნოზი

მიხეილ ცაგარელის თქმით, დეკემბრის პირველი კვირა რთული იქნება, მაგრამ ზოდიაქოს 2 ნიშანს განსაკუთრებით გაუჭირდება მის ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენებთან გამკლავება:

კირჩხიბი - ამ ნიშნით დაბადებული რამდენად მზრუნველი და თავდადებულიცაა, იმდენად - მეტად თუ არა - მესაკუთრე შეუძლია იყოს. ამ კვირაში კირჩხიბებში ეჭვიანობა პიკს მიაღწევს, რაც გამოიწვევს მათ ნერვულ არასტაბილურობას. ხელი შეეშლებათ საქმის კეთებაში, ურთიერთობა დაეძაბებათ პარტნიორთანაც და ოჯახის წევრებთანაც, რადგან დათრგუნული, გაღიზიანებული კირჩხიბი ირგვლივ ყველას დაგესვლას დაიწყებს. 

Astrologia

კუროს ემოციური არასტაბილურობა ელის ერთი კვირის განმავლობაში. შეხედულებათა  სხვადასხვაობის ან მის მიერ გაწეული შრომის დაუფასებლობის გამო, კოლეგებთან დაეძაბება ურთიერთობა, ასევე იკამათებს მეგობრებთან. ვინაიდან ამ ნიშნით დაბადებული 3-8 დეკემბრის შუალედში ტონუსში არ იქნება (შეიძლება ითქვას, აპათეაში გადავარდება), ამიტომ საქმეზე კონცენტრირებას ვერ მოახერხებს და მოეჩვენება, რომ ყველაფერი ხელიდან უსხლტება, სამუშაოს თავს ვერ ართმევს. არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაყიდოს ან იყიდოს ქონება, სანამ ეს პერიოდი არ გადაივლის. არც ბიზნესში უნდა ჩაერთოს და არც კაპიტალი უნდა დააბანდოს. 

Astrologia


წყარო: astrologi.ambebi.ge
284 ნახვა
4-12-2018, 23:21
GOGA.TV © 2005