7
უბედური შემთხვევა თბილისში - მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა
  • უბედური შემთხვევა თბილისში - მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა

    უბედური შემთხვევა თბილისში - კომპანია "სვეტის" მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა. შემთხვევა დღის პირველ ნახევარში მოხდა. მამაკაცი პირველ სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

    მედიკოსების განცხადებით, 48 წლის მამაკაცს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნებოდა, ის სამედიცინო დაწესებულებაში კომატოზურ მდგომარეობაში შეიყვანეს.

    სამშენებლო სამუშაოები ადგილზე ამ ეტაპზე არ მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი კერძო პირის მიერ იყო დაქირავებული, სარემონტო სამუშაოებს ერთ-ერთ სახლში ახორციელებდა და მშენებლობაზე სამუშაო იარაღების ასაღებად მივიდა. ის ლიფტის შახტში ჩავარდა.
    299 ნახვა
    12-12-2018, 11:18